planetanews Posted May 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2010 თინათინ ხიდაშელი 18-19 მაისს ბერლინში ევროკავშირის ეგიდით გამართულ კონფერენციასა და ბუნდესტაგში გამართულ დებატებში მონაწილეობის მისაღებადაა მიწვეული. კონფერენციის დაწყებამდე ხიდაშელმა შეხვედრები საგარეო საქმეთა სამინისტროში, ბუნდესტაგსა და რამდენიმე კვლევით ცენტრში უკვე გამართა. მთავარი განსახილველი საკითხი მოახლოებული არჩევნები და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივები იყო. თინათინ ხიდაშელმა გერმანელ კოლეგებს გააცნო ახლახან გამოცემული წიგნი 2008 წლის ომის თაობაზე - „აგვისტოს ნანგრევებში“, რომელიც მისი რედაქციით, ხუთი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე, ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოვიდა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts