Jump to content
Planeta.Ge

რესპუბლიკელები: ნუგზარ გაბუნია ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხედოს გლდანის ავარიულ კორპუსებს


Recommended Posts

19 მაისს ნუგზარ გაბუნიამ ბრიფინგი გამართა გლდანის VII მიკრორაიონში, სადაც განსაკუთრებით მრავლადაა ავარიული კორპუსები. შენობებთან ახლოს მდებარე ტბიდან ჟონავს მიწისქვეშა გრუნტის წ####ბი და ყველა კორპუსის სარდაფებს ტბორავს. ეს ვითარება გრძელდება იმ დღიდან, რაც ეს კორპუსები აშენდა, მაგრამ დღემდე მოსახლეობის პრობლემა არავის მოუგვარებია.

 

 

საჭიროა საგანგებო შურფების გაკეთება, რათა დადგინდეს ის არხები, საიდანაც წყალი მოედინება. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობისგან მოითხოვს სათანადო სამუშაოების დაფინანსებას, რაც თითო კორპუსისთვის საშუალოდ 47 ათას ლარს აღწევს და ამ თანხის გადახდის საშუალება მოსახლეობას არა აქვს.

 

 

ნუგზარ გაბუნია ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხედოს გლდანის ავარიულ კორპუსებს და უმოკლეს დროში მოუგვაროს ხალხს ეს პრობლემა.

 

 

კორპუსები საცხოვრებლად პრაქტიკულად უვარგისია და შეიძლება გრუნტის წ####ბის განუწყვეტელმა ნაკადმა ფატალური შედეგები მოიტანოს.

 

 

ნუგზარ გაბუნია მოსახლეობას დაპირდა, რომ საკრებულოს წევრად არჩევის შემთხვევაში თბილისის ბიუჯეტიდან გამოიყოფა საჭირო სახსრები მათი პრობლემის მოსაგვარებლად.

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...