planetanews Posted May 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2010 გაზიარება http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S_PQ7wFHtUI/AAAAAAAADqQ/w1eF8NR2zaM/s200/Image056.jpgბოლო ერთი წელია მიხეილ სააკაშვილის სამეგრელოში ვიზიტს ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. 2009 წლის 31 დეკემბერს პრეზიდენტის ზუგდიდში ჩამოსვლას 4 უფლებადამცველის და 2 ჟურნალისტის დაკავება მოჰყვა; 2009 წლის ნოემბერში პრეზიდენტმა ზუგდიდელებს ბუნებრივი აირის „შეყვანა“ ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მიულოცა. თუმცა ხალხი მოტყუებული დარჩა. მომენტი, რომლითაც სააკაშვილი ბედნიერი იყო, მხოლოდ სამი ოჯახისთვის აღმოჩნდა ნანატრი ნეტარება. ამ ვიზიტსაც არ ჩაუვლია ცემა–ტყეპის გარეშე. სამართალდამცავებმა „დაიცავი საქართველოს“ წევრებს აქციის ჩატარების საშუალება არ მისცეს და 70 წლის ქალბატონს, რომელიც პირველი პირისთვის წერილის გადაცემას ცდილობდა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს; 2009 წლის სექტემბერში მთავრობის მიერ ცოტა ხნით ადრე ღირსების ორდენით დაჯილდოვებული ჟურნალისტი, ტელეკომპანია „მზის“ ყოფილი თანამშრომელი მალხაზ ბასილაია, რომელიც მთავარსარდალისთვის გადასაცემ წერილში დასაქმებას ითხოვდა, სააკაშვილის თვალწინ დააკავეს და სცემეს... ეს რამდენიმე შემთხვევა, ვფიქრობ, დაგეხმარებათ იმის წარმოდგენაში, თუ რატომ ცდილობენ ადგილობრივი სამართალდამცავები მიშას ზუგდიდში ვიზიტისას, ყოველგავრი პროტესტი აღკვეთონ.ახლა კი პრეზიდენტის ბოლო ვიზიტზე მოგითხრობთ, რომელსაც დავიდარაბის გარეშე არ ჩაუვლია: 15 მაისს მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდში მალულად ჩამოვიდა და საკუთარ ხელქვეითებთან ერთად რესტორან „მენძელში“ სუფრას მიუჯდა. პირველი პირის არაოფიციალური ვიზიტი რაიონში არ გამორჩენიათ საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრებს. რესტორნიდან ერთი კილომეტრის რადიუსში გადაკეტილ გზასთან მისულ ჟურნალისტებს და უფლებადამცველებს 50-მდე პოლიციელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები დაგვხვდნენ. ძალოვანები ჩვენს დანახვაზე შეცბნენ და, რაგინდ გასაკვირიც უნდა იყოს, „მენძელთან“ მიახლოების საშუალებაც მოგვცეს.კახა მიქაია, „დაიცავი საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერი: „მე მათ მოვთხოვე, მოეცათ უფლება, შევსულიყავი რესტორანში, სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილემ მეგის ქარდავამ მიპასუხა რომ იქ ბანკეტი იმართებოდა და ამის საშუალებას არ მომცემდა. ამ დროს სამხარეო პოლიციის შეფმა თენგიზ გუნავამ გასცა ბრძანება: მიქაიასკენ ზურგით! ამის შემდეგ იქვე, ყვავილების მაღაზიაში, შევიძინე ვარდი, და სამართალდამცავებს ვთხოვე, მოეცათ საშუალება ვარდების რევოლუციის ბელადისთვის ვარდის გადაცემის საშუალება მოეცათ. საპასუხოდ მათ კედელი აღმართეს კოდუების რესტორანთან და გადაადგილება აგვიკრძალეს. დაახლოებით ერთ საათში სააკაშვილი გამოვიდა რესტორნიდან, სწორედ ამ დროს ჩემკენ წამოვიდნენ პოლიციელები: რუსლან აბულაძე, ლევან ქირია, შავლეგ ქელბახიანი, თემურ თორია და კუდის თუ პოლიციის სხვა მაღალჩინოსნები. ჩამჩურთეს მიკროავტობუსში. მე სიმწრიგან გავყვიროდი: მიშა, ვარდი უნდა გაჩუქო ზუგდიდელთა დაჩმორებისთვის. ძალოვანები არ მაძლევდნენ პროტესტის გამოხატვის საშუალებას, პოლიციელი თორია პირზე ხელის აფარებით ცდილობდა ჩემს გაჩუმებას. რა თქმა უნდა, სააკაშვილმა ჩემი ხმა გაიგონა. რამდენიმე წუთით შეჩერდა, ჩაჯდა მანქანაში და მოკურცხლა. ამის თვითმხილველები არიან ჟურნალისტები: სოსო ხოფერია და ილია ჩაჩიბაია, „დაიცავი საქართველოს“ წევრები ნიკა პაჭკორია და კახა ბასილაია აგრეთვე იქ შეკრებილი მოქალაქეები.მას შემდეგ, რაც მიშა ტერიტორიას გასცდა, პოლიციელებმა გამათავისუფლეს. მოგვიანებით შევიტყვე, რომ თურმე დაკავებული ჰყავდათ სხვებიც: ჟურნალისტები და ჩემი მეგობრები. ჩვენ ექსკორტს უკან გავყევით და ვნახეთ, როგორ გაფრინდა ვერტმფრენით სააკაშვილი. რესტორანში თან ახლდნენ ნუგზარ წიკლაური და დათო დარჩიაშვილი. დარჩიაშვილს ჩვენმა წევრებმა მესტიის ინციდენტი შეახსენეს, რაზეც ირონია გამოხატა და უკომენტაროდ დაგვტოვა. არჩევნების პერიოდში სააკაშვილი ზუგდიდში დადის საქეიფოდ, რადგან მან ძალიან კარგად იცის, რომ მისგან დაშინებული ზუგდიდი მას მისცემს ხმას, ამით სარგებლობს და კიდევ უფრო დიდ შეურაცხყოფას აყენებს ადგილობრივებს. მიუხედავად ამისა, ბოლოს და ბოლოს, სამეგრელოში პროტესტი გაღვივდება და მეგრელები არ მოუთმენენ მიშას შეურაცხყოფას და დამცირებას”.გიორგი შონია, ინციდენტის თვითმხილველი: “დავინახე, პრეზიდენტი როგორ შეჩერდა, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენელმა დაუძახა „მიშა, ვარდი უნდა გადმოგცე ზუგდიდელთა დაჩმორებისთვისო“, სწორედ ამ დროს, მას თავს დაესხნენ პოლიციელები და გაურკვეველი მიმართულებით წაათრიეს. ძალოვანებმა მეც შემბოჭეს და გადაადგილების საშუალებას არ მაძლევდნენ. ერთადერთი, რაც შორიდან შევნიშნე, ის იყო, რომ ჟურნალისტებს გადაღების უფლებას არ აძლევდნენ, ფაქტობრივად, რამდენიმე წუთით ისინიც დააკავეს. ექსკორტმა კი სწრაფად ჩაიქროლა“.ნაზი ბაძაღუა, ზუგდიდის მკვიდრი: „შემთხვევით შევიტყვე პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ. რესტორანთან მივედი, რომ მისთვის წერილი გადამეცა. დაცვამ ამის საშუალება არ მომცა. მატერიალურად მიჭირს, სამსახურს ვერ ვშოულობ. წერილში ამის შესახებ ვწერდი და მიხეილ სააკაშვილს დახმარებას ვთხოვდი. როდესაც პრეზიდენტი შენობიდან გამოდიოდა დავუძახე, ვერ გაიგო. ამ დროს რაიონული პოლიციის ბიჭებმა პირზე ხელი ამაფარეს. 2 წუთის შემდეგ მითხრეს, ახლა თავისუფალი ხართ, წაბრძანდითო. უკვე აღარც ექსკორტი იყო და აღარც მიშა“.[ილია ჩაჩიბაია, "ახალი 7 დღე"]http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts