FIORENTINO Posted August 11, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2008 "მილსადენის ომი" საქართველოში მიმდინარე მოვლენებს უცხოური მედიის წამყვანმა გამოცემებმა და ექსპერტებმა "ნავთობსადენის ომი" შეარქვეს. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი სტრატეგიულ გათვლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. ის ამერიკის შეერთებული შტატების მისწრაფების გამოვლინებად იქცა იქითკენ, რომ რეგიონში რუსეთის ეკონომიკური, პოლიტიკური, დიპლომატიური და სამხედრო გავლენა შეესუსტებინა, ეს მისწრაფება ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოთა ლიდერებისგანაც იქნა მხარდაჭერილი - წერს "გარდიანი". ანალიტიკოსი პოლ სტივენსი "დეილი ტელეგრაფში" აცხადებს, რომ კონფლიქტი საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას შეაჩერებს. "კონფლიქტი ყველას დააფიქრებს, სანამ კასპიის რეგიონში ნავთობის სფეროში ინვესტიციებს ჩადებენ", - განაცხადა კვლევითი ცენტრის ერთ-ერთმა თანამშრომელმა". "თაიმსში” კომპანია "BP" საქართველოს ხელისუფლების მტკიცებას, რომ რუსული ავიაცია ნავთობსადენს ბომბავდა, არ ადასტურებს და აცხადებს, რომ კომპანია თავის მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს და თან საქართველოს პორტებიდან ნავთობის ექსპორტს აჩერებს, რამაც აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვება დღეში 450 ათასი ბარელით დაწია. http://itnexclusive.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.