planetanews Posted May 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2010 http://epn.ge/wp-content/uploads/cesko110-150x130.jpgცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ “ეროვნული საბჭოს” საჩივარი არ დააკმაყოფილა. დღეს ცესკოში გამართულ სხდომაზე ბლოკ “ეროვნული საბჭო” მიერ შეტანილი საჩივრები განიხილეს. მათ მიერ შემოტანილი მტკიცებულებები კომისიამ არასაკმარისად მიიჩნია და აღნიშნული საჩივრები არ დააკმაყოფილა. მიუხედავად სარჩელებზე უარყოფითი პასუხისა , ცესკოს თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით იგი დამატებით შეისწავლის წარმოდგენილ საკითხს. საარჩევნო ბლოკ `ეროვნული საბჭოს წარმომადგენელი თენგიზ ომანიძე, ცესკოს მიერ სამხედრო მოსამსახურეებთან დადებული ინდივიდუალური კონტრაქტების(ხელშეკრულებების) ასლების გამოთხოვას, სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეების უზრუნველყოფას როგორც თბილისის მერის, ასევე მაჟორიტარული და პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში და ამომრჩეველთა ერთიან სიაში სამხედრო მოსამსახურეთა მონაცემების გასწვრივ გრაფაში `ფაქტობრივი მდგომარეობა~, შენიშვნის _ `სამხედრო სამსახურშია~ მითითების უზრუნველყოფას მოითხოვდა. ცესკომ საარჩევნო კოდექსის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის `გ1~ ქვეპუნქტის თანახმად, განცხადება არ დააკმაყოფილა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts