planetanews Posted May 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2010 http://epn.ge/wp-content/uploads/shashkini45-150x150.jpgსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა თბილისის 43-ე საჯარო სკოლაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასკოლო სასადილო გახსნეს. პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ახალი პროექტი, რომელიც უსაფრთხო და ჯანსაღი სკოლის ფარგლებში ხორციელდება პილოტირებას თბილისის 55-ე და 43-ე საჯარო სკოლებში გადის. საპილოტე სკოლების სასადილოები კომპანია ”გოგლი-მოგლმა” კეთილმოაწყო და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა. 14 მაისს 55-ე საჯარო სკოლაში ახალი სასადილო საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა. დიმიტრი შაშკინის განცხადებით, გარდა იმისა, რომ ბავშვები ახალი და ჯანსაღი პროდუქტით იქნებიან უზრუნველყოფილნი, ძალზე მნიშვნელოვანია, სასკოლო გარემოდან ნაღდი ფულის ამოღება. 43-ე სკოლის ახალი ტიპის სასადილოში ისევე, როგორც 55-ე საჯარო სკოლაში, ანგარიშსწორება ,,ტაოპრივატბანკის’’ მიერ უსასყიდლოდ დამზადებული ელექტრონული ბარათებით მოხდება. პრეზენტაციაზე 43-ე სკოლის მოსწავლეებმა სტუმრების თანდასწრებით პირადი ელექტრონული ბარათებით სკოლის სასადილოში პირველი შენაძენი გააკეთეს. სკოლის დირექტორის ბესარიონ სიხარულიძის თქმით, ახალ ინიციატივას უკვე მოჰყვა მშობლების დადებითი გამოხმაურება და სხვა საჯარო სკოლების წარმომადგენელთა დაინტერესება. ახალი სასწავლო წლიდან პროექტი უსაფრთხო და ჯანსაღი სკოლის კონცეფციის ფარგლებში, ყველა საჯარო სკოლაში დაინერგება. როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა განაცხადა, მიმდინარე თვის ბოლოს გამოცხადდება ტენდერი კომპანიებზე, რომლებიც პირველ ეტაპზე 88 საჯარო სკოლაში ასეთივე ტიპის სასადილოს გახსნიან. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts