planetanews Posted May 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2010 http://epn.ge/wp-content/uploads/parlamenti3-150x150.gifდევნილთა კატეგორიებად დაყოფის კრიტერიუმები, დოკუმენტში უკვე ასახულია და მისი განხილვა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საზოგადოებაში მიმდინარეობს. ამის შესახებ, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტების დღევანდელ გაერთიანებულ სხდომაზე ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე თამარ მარტიაშვილმა განაცხადა. როგორც სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილმა განაცხადა, ევროკავშირი დაინტერესებულია იმ დახმარების შესახებ, რასაც ორგანიზაცია დევნილებისათვის გამოყოფს. კერძოდ, თუ რა სახით ხდება კრიტერიუმების განსაზღვრა – ვინ უნდა მიიღოს ფულადი კომპენსაცია და ვინ საცხოვრებელი ფართი. მარტიაშვილის განმარტებით, უწყებაში არსებული სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამუშავებულია კრიტერიუმების განმსაზღვრელი დოკუმენტი და მისი შეთანხმება ხდება არასამთაბრობო ორგანიზაციებთან და საზოგადოებასთან. ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ კრიტერიუმების განსაზღვრაში, მხოლოდ სახელმწიფო არ ღებულობს გადაწყვეტილებას და მასში აქტიურად არიან ჩართული საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts