planetanews Posted May 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2010 http://epn.ge/wp-content/uploads/lagidze6-150x150.jpgპარტია ,,მომავალი საქართველოს” ლიდერი, მერობის კანდიდატი, გიორგი ლაღიძე და საკრებულოს თვმჯდომარეობის კანდიდატი, გელა ჩივაძე ვერის პარკში ამომრჩევლებს შეხვდნენ. მათ მოსახლეობას საკუთარი პროგრამა გააცნეს და მათი პრობლემებიც მოისიმინეს. მოსახლეობის ძირითადი პრობლემა უმუშევრობა და კომუნალური გადასახადები აღმოჩნდა. ლაღიძე ამომრჩევლებს მაქსიმალურ დახმარებას დაპირდა. მისი თქმით, ყველა ის დაპირება, რომელიც მათ წინასაარჩევნო პროგრამაში წერია ეტაპობრივად აუცილებლად შესრულდება. ,,ჩვენს დედაქალაქში მოსახლეობის უპირველესი პრობლემაა დასაქმება, ასევე სოციალური დონე არის ძალიან დაბალი. ჩვენ მათ გავაცანით ჩვენი ხედვა, თუ როგორ მოხდება წინასაარჩევნო პროგრამის შესრულება. მე მიმაჩნია, რომ ახლად არჩეულ მერს შეეძლება ამ პრობლემების გადაწყვეტა, რაც მათ აწუხებთ”,- აღნიშნა ლაღიძემ. ლაღიძეს თქმით, მართალია, იგი კომუნალური გადასახადების გაუქმებას ვერ შეძლებს, მაგრამ დაბალანსებას აუცილებლად მოახერხებს. საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გელა ჩივაძემ კი აღნიშნა, რომ ის აუცილებლად დააყენებს საკითხს აშენდეს სარეაბილიტაციო დაწესებულებები ნარკომანებისათვის, რადგან ნარკომანია ეს არის დაავადება და იგი განკურნებადია. მოსახლოება, პარტია ,,მომავალი საქართვლოს” წევრებს, არჩევნებზე მისვლას და მხარდაჭერას დაპირდა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.