planetanews Posted May 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2010 http://epn.ge/wp-content/uploads/cagar221-150x150.jpgოპოზიციონერი დეპუტატის გია ცაგარეიშვილის მტკიცებით, არჩევნებთან დაკავშირებით CSA-ს კვლევების შედეგების მიზანია მხოლოდ საზოგადოების მოტყუება. როგორც ჟურნალისტებს ცაგარეიშვილმა განუცხადა, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2”-სა და ,,იმედის” მიერ დაკვეთილ კვლევებს, საზოგადოების ხელისუფლებისთვის სასურველი შედეგისთვის შეგუების მცდელობაა. მისი თქმით, კვლევები შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაკვეთილი და მის მიერვე შესრულებულია. დეპუტატი ინტერესდება კვლევების დამკვეთთა შორის რატომ არ იყო ტელეკომპანია ,,რეალ TV”. ცაგარეიშვილის მტკიცებით, პარტიებისა და მერობის კანდიდატების რეალური რეიტინგები, 30 მაისს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას გამოჩნდება. შეგახსენებთ, რომ ფრანგული კომპანია CSA-ს კვლევების ჩატარება ტელეკომპანიებმა ,,რუსთავი 2’’ -მა და ,,იმედმა’’ დაუკვეთეს. კვლევების თანახმად, მერის პოსტზე წარდგენილი კანდიდატებიდან მმართველი გუნდის კანდიდატი ლიდერობს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts