planetanews Posted May 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2010 http://epn.ge/wp-content/uploads/baramidze_giorgi14-150x130.jpgსაფრანგეთში ქართველების ლეგალურად დასაქმების საკითხთან დაკავშირებით დღეს და ხვალ ფრანგულ მხარესთან მოლაპარაკებები გაიმართება. ამის შესახებ ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტების დღევანდელ გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, ფრანგულ მხარესთან მოლაპარაკებებს მისი მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი წარუძღვება, თავად მოლაპარაკებები კი პროგრამა ,,პარტნიორობა მობილურობისთვის” ფარგლებში შედგება, რომელსაც 16 ქვეყანაა მიერთებული. მინისტრის განმარტებით, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ქართველებს შეეძლებათ საფრანგეთში ლეგალურად დასაქმდნენ და შესაბამისი, ლეგალური ანაზღაურება მიიღონ. ამასთან, საქართველოდან მასიური მიგრაციის თავიდან ასაცილებლად, მოლაპარაკებების ერთ-ერთ დეტალი ის გარემოებაც იქნება, რომ საფრანგეთში ლეგალურად დასაქმებული ქართველები სამშობლოში 4-5 წელში, აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts