Jump to content
Planeta.Ge

ჩემო ტკბილო და მურაბა ხალხო - რა გინდათ?!


Recommended Posts

asds

ეხ ჩემო კისუნია ვიცი რომ ძალიან "გიყვარვარ"

ეხლა ისღა დაგაკლდა "ეჭვინობის სცენა" მოგეწყო - გული ამიჩუყდა და სინანულის ცრემლები მომადგა თვალს :*

 

ისადა მე ვალდებული ვარ ვინმე კონკრეტული "მიყვარდეს" ან "არ მიყვარდეს"?

არ შეიძლება ადამიანი გავართო უსასყიდლოთ? :mad:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოკლედ ვხედავ რა რომ წინასაარჩევნო ისტერია კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება თემა უნდა მოგიძღვნათ ჩემო ტკბილო და მურაბა ხალხო, რომა თქვენი ნერვებიც დაოკდეს და ცოტა სააქაოსაც მოგაბრუნოთ. თუ არა ცუდათ არის მაქანე საქმე, ძალიან ცუდათ..

აგერ მერამდენედ იხსნება თემა სადაც ქვეყნდება წინასაარჩევნო გამოკითხვების შედეგები და ტრადიციულ კითხვას

 

ტრადიციული პასუხი

 

ამშვენებს..

 

არადა რატომ არ გჯერათ? ან რისი გჯერათ საერთოდ და რატომ?

 

მართლა ფიქრობდით, რომ ალასანია თბილისის მერის არჩევნებში გაიმარჯვებდა?

ან მართლა ფიქრობთ, რომ ალასანია უფრო პოპულარულია თბილისში ვიდრე ის პარტიები, რომლებიც მხარს უჭერენ?

მართლა ფიქრობთ, რომ დღევანდელ საქართველოში არჩევნების ბედს კანდიდატის პოპულარულობა განსაზღვრავს?

მართლა ფიქრობთ, რომ ქართული საზოგადოება მზად არის იმისთვის რომ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები მიიღოს და პასუხისმგებლობაც გაიზიაროს ამ გადაწყვეტილებებზე?

მართლა ფიქრობთ, რომ ქართულ საზოგადოებას შეიძლება ანდო პოლიტიკური/სტრატეგიული გადაწყვეტილეების მიღება?

 

თუ კი, იქნებ მითხრათ რის საფუძველზე გამოგაქვთ დასკვნები?

ან იქნებ ის მითხრათ, როგორ საქართველოში გინდათ ცხოვრება?

 

ისეთში სადაც წიწიბურ უმცროსი/მესია სტადიონზე კრიბავს სასოწარკვეთილ მრევლს და პერიოდულად პოლიციის შენობის "აღებისკენ" მოუწოდებს?

ისეთში სადაც წიწიბურ უფროსი/მესია უმცროსკლასელებს დაგინება შეგინებას შორის სხვაობას ასწავლის?

ისეთში სადაც ქურდი და ყაჩაღი კაი ბიჭია და წესიერი და პატიოსანი მოქალაქე ..... და არაკაცი?

ისეთში სადაც თქვენი უფლებები და თავისუფლებები თქვენი სარტირის 4/8 კვადრატულ მეტრში იწყება და მთავრდება?

ისეთში სადაც მამაო აგიხსნით რა არის კარგი, რა ცუდი და რა არ არის საერთოდ რადგან გეჩვენებათ?

ან იქნებ ისეთში სადაც დედა რუსეთი და მამინაცვალი აშშ დაგარიგებთ ცხოვრებას?

ისეთში ხომ არა გამოღლევებული მასა რომ გრიმიტობს ვეჩნად?

 

თუ ისეთში სადაც რჩეული უმცირესობა განსაზღვრავს სამომავლო გზასა და სამოქმედო გეგმას?

 

საერთოდ რა გინდათ ამ ცხოვრებისგან მეგობრებო?

ან რა გინდათ სახელმწიფოსგან?

საერთოდ რა გინდათ?

იცით ეს?

 

 

P.s. ვფიქრობ, რომ არ შეიძლება დღევანდელ საზოგადოებას საპასუხისმგებო გადაწყვეტილებები მიაღებინო, რადგან ამის გაკეთება არ შეუძლია და არ შეუძლია იმიტომ, რომ განათლების, კულტურისა და ცივილიზებულობის დონით, აფრიკის კონტინეტის ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყნის "საზოგადოების" ცუდ კოპიოს წარმოადგენს.

 

აღნიშნულიდან გამომდნარე კი არ შეიძება ასეთ საზოგადოებასთან დემოკრატიით "თამაში", რადგან არ არის მზად დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოების წილი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ასაღებად.

რაც თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ თუ საქართველო შენარჩუნდა როგორც სახელმწიფო, სულ ცოტა მომდევნო 15-20 წელი გასული 15-20 წლის ანალოგიურად ტოტალიტარიზმისკენ გადახრების მქონე კვაზი დემოკრატიული ქვეყანა იქნება.

 

სხვანაირად შეუძლებელია, რადგან სხვანაირად შეუძლებელია იმ ნაგანდონარ-ნაკომუნისტარი, გაუნათლებელი, ამორალური, უზნეო და უკულტურო, უბრაოდ ბნელი ბიოლოგიური მასის ნეიტრალიზება, რომელიც ჭარბად არის საქართველოში და რომელიც დედას უდღნავდა და დედას უდღნავს საკუთარ ქვეყანასა და შვილების მომავალს..

 

ეს არის რა სიმართლე. გინდა მოიწონეთ გინდა არა... საქართველოს თავისი 40 წელი აქვს გასავლელი უდაბნოსა შინა.. გზადაგზა უკეთესი ლიდერებიც გამოჩნდება, თუ საერთოდ გამოჩნდება რამე..

 

ნერვებსაც მოუფღთხილდით, საკუთარ თავში ჩაიხედეთ და ეცადეთ გახდეთ უკეთესები, ბევრად უკეთესები ვიდრე ხართ დღეს.

20 წლის მერე გკითხავენ აზრს და თუ იმ დროისთვის ჩამოყალიბებული გექნებათ აზრიც, ხედვაც და ახალი ღირებულებებიც, მერმე კი შეიძლება აგარჩევინონ სოფლის გამგებელიც, მერიც და პრეზიდენტიც კი თქვენ წარმოიდგინეთ..

 

გიხაროდენ! სულ ეს არის. :)

ეს ჩემი დეპრესიულ რეპრესიული თემაც იყოს პირველ გვერძე.. რასისტი ზანგი ხომ ვარ ბლიად..

 

იფიქრეთ ამაზე.. http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...