Jump to content
Planeta.Ge

ჩემო ტკბილო და მურაბა ხალხო - რა გინდათ?!


Recommended Posts

მოკლედ ვხედავ რა რომ წინასაარჩევნო ისტერია კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება თემა უნდა მოგიძღვნათ ჩემო ტკბილო და მურაბა ხალხო, რომა თქვენი ნერვებიც დაოკდეს და ცოტა სააქაოსაც მოგაბრუნოთ. თუ არა ცუდათ არის მაქანე საქმე, ძალიან ცუდათ..

აგერ მერამდენედ იხსნება თემა სადაც ქვეყნდება წინასაარჩევნო გამოკითხვების შედეგები და ტრადიციულ კითხვას

მხოლოდ ერთი კითხვა, ამ მონაცემების ვინმეს გჯერათ?

ტრადიციული პასუხი

არა.

ამშვენებს..

 

არადა რატომ არ გჯერათ? ან რისი გჯერათ საერთოდ და რატომ?

 

მართლა ფიქრობდით, რომ ალასანია თბილისის მერის არჩევნებში გაიმარჯვებდა?

ან მართლა ფიქრობთ, რომ ალასანია უფრო პოპულარულია თბილისში ვიდრე ის პარტიები, რომლებიც მხარს უჭერენ?

მართლა ფიქრობთ, რომ დღევანდელ საქართველოში არჩევნების ბედს კანდიდატის პოპულარულობა განსაზღვრავს?

მართლა ფიქრობთ, რომ ქართული საზოგადოება მზად არის იმისთვის რომ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები მიიღოს და პასუხისმგებლობაც გაიზიაროს ამ გადაწყვეტილებებზე?

მართლა ფიქრობთ, რომ ქართულ საზოგადოებას შეიძლება ანდო პოლიტიკური/სტრატეგიული გადაწყვეტილეების მიღება?

 

თუ კი, იქნებ მითხრათ რის საფუძველზე გამოგაქვთ დასკვნები?

ან იქნებ ის მითხრათ, როგორ საქართველოში გინდათ ცხოვრება?

 

ისეთში სადაც წიწიბურ უმცროსი/მესია სტადიონზე კრიბავს სასოწარკვეთილ მრევლს და პერიოდულად პოლიციის შენობის "აღებისკენ" მოუწოდებს?

ისეთში სადაც წიწიბურ უფროსი/მესია უმცროსკლასელებს დაგინება შეგინებას შორის სხვაობას ასწავლის?

ისეთში სადაც ქურდი და ყაჩაღი კაი ბიჭია და წესიერი და პატიოსანი მოქალაქე ..... და არაკაცი?

ისეთში სადაც თქვენი უფლებები და თავისუფლებები თქვენი სარტირის 4/8 კვადრატულ მეტრში იწყება და მთავრდება?

ისეთში სადაც მამაო აგიხსნით რა არის კარგი, რა ცუდი და რა არ არის საერთოდ რადგან გეჩვენებათ?

ან იქნებ ისეთში სადაც დედა რუსეთი და მამინაცვალი აშშ დაგარიგებთ ცხოვრებას?

ისეთში ხომ არა გამოღლევებული მასა რომ გრიმიტობს ვეჩნად?

 

თუ ისეთში სადაც რჩეული უმცირესობა განსაზღვრავს სამომავლო გზასა და სამოქმედო გეგმას?

 

საერთოდ რა გინდათ ამ ცხოვრებისგან მეგობრებო?

ან რა გინდათ სახელმწიფოსგან?

საერთოდ რა გინდათ?

იცით ეს?

 

 

P.s. ვფიქრობ, რომ არ შეიძლება დღევანდელ საზოგადოებას საპასუხისმგებო გადაწყვეტილებები მიაღებინო, რადგან ამის გაკეთება არ შეუძლია და არ შეუძლია იმიტომ, რომ განათლების, კულტურისა და ცივილიზებულობის დონით, აფრიკის კონტინეტის ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყნის "საზოგადოების" ცუდ კოპიოს წარმოადგენს.

 

აღნიშნულიდან გამომდნარე კი არ შეიძება ასეთ საზოგადოებასთან დემოკრატიით "თამაში", რადგან არ არის მზად დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოების წილი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ასაღებად.

რაც თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ თუ საქართველო შენარჩუნდა როგორც სახელმწიფო, სულ ცოტა მომდევნო 15-20 წელი გასული 15-20 წლის ანალოგიურად ტოტალიტარიზმისკენ გადახრების მქონე კვაზი დემოკრატიული ქვეყანა იქნება.

 

სხვანაირად შეუძლებელია, რადგან სხვანაირად შეუძლებელია იმ ნაგანდონარ-ნაკომუნისტარი, გაუნათლებელი, ამორალური, უზნეო და უკულტურო, უბრაოდ ბნელი ბიოლოგიური მასის ნეიტრალიზება, რომელიც ჭარბად არის საქართველოში და რომელიც დედას უდღნავდა და დედას უდღნავს საკუთარ ქვეყანასა და შვილების მომავალს..

 

ეს არის რა სიმართლე. გინდა მოიწონეთ გინდა არა... საქართველოს თავისი 40 წელი აქვს გასავლელი უდაბნოსა შინა.. გზადაგზა უკეთესი ლიდერებიც გამოჩნდება, თუ საერთოდ გამოჩნდება რამე..

 

ნერვებსაც მოუფღთხილდით, საკუთარ თავში ჩაიხედეთ და ეცადეთ გახდეთ უკეთესები, ბევრად უკეთესები ვიდრე ხართ დღეს.

20 წლის მერე გკითხავენ აზრს და თუ იმ დროისთვის ჩამოყალიბებული გექნებათ აზრიც, ხედვაც და ახალი ღირებულებებიც, მერმე კი შეიძლება აგარჩევინონ სოფლის გამგებელიც, მერიც და პრეზიდენტიც კი თქვენ წარმოიდგინეთ..

 

გიხაროდენ! სულ ეს არის. :mad:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისეთში სადაც წიწიბურ უმცროსი/მესია სტადიონზე კრიბავს სასოწარკვეთილ მრევლს და პერიოდულად პოლიციის შენობის "აღებისკენ" მოუწოდებს?

აბა ბავშვები იყვნენ გამოსაშვები და რა ექნა :mad:

 

ისეთში სადაც ქურდი და ყაჩაღი კაი ბიჭია და წესიერი და პატიოსანი მოქალაქე ..... და არაკაცი?

აი ეს აღარ მოქმედებს უკვე. ადრე იყო "ხოდში"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

ადრე გვიან რა მნიშვნელობა აქვს..

 

საზოგადოება არ არის ჩამოყალიბებული და ამ საზოგადოებას არ შეიძლება კრიტიკული მნიშვნელობის გადაწყვეტილების მიღება ანდო.

 

ცუდათ ჟღერს, მაგრამ რას იზავ, სიმართლეს ახასიათებს ხოლმე ცუდი/არასასიამოვნო ჟღერადობა : ))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

ადრე გვიან რა მნიშვნელობა აქვს..

 

საზოგადოება არ არის ჩამოყალიბებული და ამ საზოგადოებას არ შეიძლება კრიტიკული მნიშვნელობის გადაწყვეტილების მიღება ანდო.

 

ცუდათ ჟღერს, მაგრამ რას იზავ, სიმართლეს ახასიათებს ხოლმე ცუდი/არასასიამოვნო ჟღერადობა : ))

ჰოდა ვინ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება?

მარსიდან გამოგვიგზავნიან ვინმეს თუ ისევ იგივე საზოგადოებიდან გამოსულმა ე.წ. ელიტამ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჰოდა ვინ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება?

ვინც აქამდე იღებდა გადაწყვეტილებებს ისევ ის მიიღებს.. ვაშინგტონი, მოსკოვი, შიგადაშიგ ბრიუსელი.. საზოგადოება კი ამ გადაწყვეტილებებს თავისად ჩათვლის, რადგან ასე უფრო კონფორტულად გრძნობს თავს და მშვიდად ძინავს ..

 

მარსიდან გამოგვიგზავნიან ვინმეს თუ ისევ იგივე საზოგადოებიდან გამოსულმა ე.წ. ელიტამ?

ამ საზოგადოების ე.წ. ელიტა ისეთივე ფიქცია და არაფრის გამკეთებელია, როგორც თავად საზოგადოება. ანუ ე.წ. ელიტა შეასრულებს იმ გადაწყვეტილებებს, რომელსაც ისევ ის ვაშინგტონი, მოსკოვი და შიგადაშიგ ბრიუსელი მიიღებს.

 

თუ მომდევნო 15-20 წელიწადში, ახალი თაობით შევსილი საზოგადოება შეძლებს ცივილიზებლი ადამიანისთვის ფუნდამენტალური მნიშვნელობის ჰუმანიტარული ღირებულებების გათავისებას, მაშინ ნაბიჯ ნაბიჯ მასაც დაეკითხებიან რამეს.

 

მანამდე?

 

მანამდე არა.

 

თუ არ დაიკიდეს საქართველო რათქმაუნდა, რადგან თუ დაიკიდეს 3-6 თვე თავი ბოლო და ქვეყანა სომალის კავკასიური კლონი გახდება.. ეს რომ იციან იმიტომ ვერ იკიდებენ (უნდა ეხლა ვაშინგტონს ტრუბების გამტარ რეგიონში სომალი?), თორე დიდი ხნის წინ იქნებოდა გამოკიდული ჰურჯისტანი პლანეტასა ზედა.. http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მარსიდან გამოგვიგზავნიან ვინმეს თუ ისევ იგივე საზოგადოებიდან გამოსულმა ე.წ. ელიტამ?

დაველოდოთ 2012 წ .21 დეკემბერს. დედამიწაზე ჩვენი მშველელი აღარავინ არის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

aturn

 

ადრე გვიან რა მნიშვნელობა აქვს..

 

საზოგადოება არ არის ჩამოყალიბებული და ამ საზოგადოებას არ შეიძლება კრიტიკული მნიშვნელობის გადაწყვეტილების მიღება ანდო.

 

ცუდათ ჟღერს, მაგრამ რას იზავ, სიმართლეს ახასიათებს ხოლმე ცუდი/არასასიამოვნო ჟღერადობა : ))

რა მაინტერესებს იცი?

 

აი ეს საზოგადოება არ არის ჩამოყალიბებული და ამ საზოგადოებას არ შეიძლება კრიტიკული მნიშვნელობის გადაწყვეტილების მიღება ანდო. საცოდავი და უბადრუკი საზოგადოების "ჩამოყალიბების" კოეფიციენტი თუ რაცაა ვინ უბდა დაადგინოს?

შენ და სატურნმა, მიშამ და ვანომ თუ ვინ?

როდის ჩაითვლება "საზოგადოება" ჩამოყალიბებულად?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

დაველოდოთ 2012 წ .21 დეკემბერს. დედამიწაზე ჩვენი მშველელი აღარავინ არის.

http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif

 

kisa

აი ეს საზოგადოება არ არის ჩამოყალიბებული და ამ საზოგადოებას არ შეიძლება კრიტიკული მნიშვნელობის გადაწყვეტილების მიღება ანდო. საცოდავი და უბადრუკი საზოგადოების "ჩამოყალიბების" კოეფიციენტი თუ რაცაა ვინ უბდა დაადგინოს?

ობიექტური რეალობა განსაზღვრავს მაგას.

ვინ ნაკლებად..

შენ და სატურნმა, მიშამ და ვანომ თუ ვინ?

მე უკაცრავად, თქვენი საზოგადოებიდან დამაფაფუვეს პონტში, ასე რომა სატურნი, მიშა, ვანო, წიწიბურჩიკები, ფქვილოვნები, ნოღები და მათი ღია თუ ლატენტური მხარდამჭერები და ამ მხარდამჭერების შთამომავლები კი ნამდვილად განსაზღვრავენ ქართული საზოგადოების სამომავლო რაობას.

დღეს რომ არასაკმარისი რაობაა (კინაღამ არარაობა დავწერე :) ) ცხადია და ამას ზუსტად ის ობიექტური რეალობა მოწმობს..

როდის ჩაითვლება "საზოგადოება" ჩამოყალიბებულად?

როცა საზოგადოების წევრი ადამიანები/მოქალაქეები საკუთარ თავში მოქალაქესაც აღმოაჩენენ და ადამიანსაც :mad:

 

პრინციპში მარტივია, მაგრამ არა ქართული საზოგადოებისთვის http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისეთში სადაც მამაო აგიხსნით რა არის კარგი, რა ცუდი და რა არ არის საერთოდ რადგან გეჩვენებათ?

asds

 

ეს ვერ მივხვდი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

როცა საზოგადოების წევრი ადამიანები/მოქალაქეები საკუთარ თავში მოქალაქესაც აღმოაჩენენ და ადამიანსაც 056.gif

 

პრინციპში მარტივია, მაგრამ არა ქართული საზოგადოებისთვის

რუსული საზოგადოებისთვის როგორ არის, იცი რატომ გეკითხები?

ექსპერტი ხარ ამ საკითხში თან უშუალოდ ხედავ :mad:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

akkai

asds

 

ეს ვერ მივხვდი

რას ვერ მიხვდი ადამიანო, სასოწარკვეთილების წიაღში მყოფი საზოგადოების ერთი კარგა მოზრდილი ნაწილი გამოსავალს რელიგიურ ექსტრემიზმში ხედავს.. ხოდა თეოკრატიული სახელმწიფოს ლატენტური მომხრეების რაოდენობაც იზრდება შესაბამისად.. თუ ეგ გინდათ, მაშინ იმისთვისაც მზად უნდა იყოთ, რომ მამაომ აგიხსნათ რა არის კარგი, რა არის ცუდი და რა არ არის საერთოდ, რადგან გეჩვენებათ (სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება მაგალითად, სხვა თავისუფლებებთან ერთად) : )))

 

აგრესიული ათეისტი არ ვარ ასე რომა ნუ გეშინიათ რელიგიურ გრძნობებს ყოვეთვის სათუთად ვეხები, მაგრამ ვეხები როცა საჭიროდ ვთვლი http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif

 

 

kisa

რუსული საზოგადოებისთვის როგორ არის, იცი რატომ გეკითხები?

ექსპერტი ხარ ამ საკითხში თან უშუალოდ ხედავ

რუსული საზოგადოება და მისი რაობა, ჩემი ტოლერანტული და არა ქსენოფობი არსის მიუხედავად მაგარი მკიდია. მე მაპატიეთ ამისთვის რათქმაუნდა, მაგრამ რუსეთზე და რუსულ საზოგადოებაზე რუსეთის მოქალაქეებმა იდარდონ..

 

და ისა კიდო რა ქვიოდა და ექსპერტი არ ვარ კისა, სახალხო ფილოსოფოსად მიცნობდნეთ :mad: :) :) :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

რუსული საზოგადოება და მისი რაობა, ჩემი ტოლერანტული და არა ქსენოფობი არსის მიუხედავად მაგარი მკიდია. მე მაპატიეთ ამისთვის რათქმაუნდა, მაგრამ რუსეთზე და რუსულ საზოგადოებაზე რუსეთის მოქალაქეებმა იდარდონ..

მე არ მითქვამს რომ ძაან გაინტერესებს - უბალოდ "სახალხო ფილოსოფოსის" აზრი მაინტერესებს :mad:

 

და ისა კიდო რა ქვიოდა და ექსპერტი არ ვარ კისა, სახალხო ფილოსოფოსად მიცნობდნეთ

აწი მეცოდინება, თვითიდენტიფიკაცია მოგიხდენია და ეგებ პროფაილშიც ჩაინიშნო, ვინმეს სხვა რამეში რომ არ აერიო :)

 

კარგა მოზრდილი ნაწილი გამოსავალს რელიგიურ ექსტრემიზმში ხედავს..

მაინც რამდენია ეს "კარდა მოზრდილი" - იქნებ დააკონკრეტო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

მე არ მითქვამს რომ ძაან გაინტერესებს - უბალოდ "სახალხო ფილოსოფოსის" აზრი მაინტერესებს

რუსული საზოგადოების რაობაზე ფიქრს რომ დავიწყებ, თუ დავიწყებ, ფიქრის შედეეგებს აუცილებლად წარმოგიდგენ :mad: ფრომის.

 

აწი მეცოდინება, თვითიდენტიფიკაცია მოგიხდენია და ეგებ პროფაილშიც ჩაინიშნო, ვინმეს სხვა რამეში რომ არ აერიო

ვისაც რამე ერევა ჩემო კისა იმას მე კი არა მეხუთე პალატაში ვერ აუხსნიან ვერაფერს, ასე და ამგვარად ჩავთვალოთ რომა აურეველი ხალხისთვის ვიღწვი ს პონტში http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif

 

მაინც რამდენია ეს "კარდა მოზრდილი" - იქნებ დააკონკრეტო?

მაგის დაკონკრეტება თქვენ მოგიწევთ ჩემო კარგებო. უკვე გიწევთ და რომ დაადგენთ მერმე მეც გამაგებინეთ შედეგები..

 

"ჯვრებით" ნაცემ/ნაბეგვ/სწორ გზაზე დაყენებულთა რაოდენობაც დაიდოს, სრული სტატისტიკური სურათის შესაქმნელად :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

სახალხო ფილოსოფოსო, რაცხა ვერც ერთ კითხვაზე კონკრეტული პასუხი ვერ მივიღე - "სახალხო დემაგოგად" ხომ არ გაკურთხოთ? :mad:

 

მაგის დაკონკრეტება თქვენ მოგიწევთ ჩემო კარგებო. უკვე გიწევთ და რომ დაადგენთ მერმე მეც გამაგებინეთ შედეგები..

რავა ყველაფერს ჩვემ გვავალებ, შენ მხოლოდ "ღრუბლებიდან პოსტვას" აპირებ მამაღმერთისა და საბოლოო ჭეშმარიტების სახელით?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:mad: :* :)) :)) :))

 

 

kisa

 

ეხ ჩემო კისუნია ვიცი რომ ძალიან "გიყვარვარ", დიდი ხანია ვიცი და მე მაპატიე იგივე "გრძნობებით" რომ არ გპასუხობ :))

 

==========================================

 

ჩამქოლეთ http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif და სამხრეთ ოსეთის დროშა დააფარეთ ჩემ სასახლეს http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif

 

(ვახ ეს რა სიტყვა მივეცი ა ჯიგრებო?) :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...