planetanews Posted May 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/saqalaqo-sasa1-150x150.jpgთბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში ბრალდებულს 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელის სახით ჯარიმა ოთხიათასი ლარის ოდენობით შეუფარდეს. ასევე სასამართლომ დააკმაყოფილა დაზარალებულთა სამოქალაქო სარჩელები და მათ სასარგებლოდ მსჯავრდებულს დაეკისრა, მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული თანხების დაბრუნების ვალდებულება დაკავებულმა 2007 წლის 7 სექტემბერს 3 მეგობართან ერთად, დააფუძნა ინდივიდუალური ბინათმშენებლობა, ამხანაგობა `ბაგები XXI, რომელიც იმავე წელს თბილისის საგადასახადო ინსპექციაში დაარეგისტრირა. თბილისში, ბაგები, იმედაძის #5-ში, სადაც ამხანაგობა `ბაგები XXI-ის მიერ უნდა აშენებულიყო მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინა, ვერ შეძლო საკმარისი მიწის ნაკვეთის ამხანაგობის მიზნებისთვის მოპოვება, ვერ დაამტკიცა ასაშენებელი მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინის პროექტი და ვერ შეძლო მშენებლობის საწარმოებლად ნებართვის მოპოვება. ამის შემდეგ დაკავებულმა განიზრახა, მართლსაწინააღმდეგოდ მიეთვისებინა ამხანაგობის წევრების მიერ ამხანაგობა `ბაგები XXI-ის საბანკო ანგარიშზე შეტანილი დიდი ოდენობით თანხები. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts