planetanews Posted May 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/otumbaeva-150x150.jpgყირგიზეთის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელი როზა ოტუმბაევა რესპუბლიკის დროებითი უალტერნატივო პრეზიდენტი შესაძლოა გახდეს. ამის შესახებ “ინტერფაქსი” იუწყება. დროებითი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ქვეყნის ახალი კონსტიტუციის ტექსტი განიხილება, სადაც უალტერნატივო დროებითი პრეზიდენტის არჩევის დებულება ჩაიდო. როგორც დროებითი მთავრობის პრესსამსახურის უფროსმა ფარიდ ნიიაზოვმა განაცხადა, უცნობია დროებითი პრეზიდენტის ვინაობა და მისი არჩევის ვადა, თუმცა კულუარული ინფორმაციით, ამ პოსტს როზა ოტუმბაევა დაიკავებს.სავარაუდოდ, პრეზიდენტის უალტერნატივო არჩევნები და კონსტიტუციის რეფერენდუმი 27 ივნისს ჩატარდება. ამ არჩევნებზე პრეზიდენტი 2012 წლის ბოლომდე დამტკიცდება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts