planetanews Posted May 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/Baramidze-gia1-150x130.jpgსახელმწიფო მინისტრის ევროინტერგაციის საკითხებში გიორგი ბარამიძის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი კიდევ მრავალი წელი გაგრძელდება. როგორც პარლამენტში ჟურნალისტებს ბარამიძემ განუცხადა, მნიშვნელოვანია ევროკავშირის აქტიური მონაწილეობა რუსეთთან დიალოგის განვითარების თავალსაზრისით და მისი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტთან დაკავშირებით. ბარამიძის ინფორმაციით, ევროკავშირთან ვიზების გამარტივებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებების პროცესი ფაქტიურად დასრულებულია და დოკუმენტს ივლისში ხელი მოეწერება. მინისტრი ასევე იმედოვნებს, რომ დაიწყება მოლაპარაკებები თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით, რომელიც იქნება ასოცირების შეთანხმების ნაწილი. ,,ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი კიდევ მრავალი წელი გაგრძელდება. გავაგრძელებთ დემოკრატიის განვითარების პროცესთან დაკავშირებით თანამშრომლობასაც, მნიშვნელოვანია ევროკავშირის ჩართულობა არჩევნების მონიტორინგის პროცესშიც, რათა ჩატარდეს ევროსტანდარტის არჩევნები’’, – დასძინა ბარამიძემ. გიორგი ბარამიძე ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენებით, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტებს გაერთიანებულ სხდომაზე ამ წუთებში გამოდის. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts