planetanews Posted May 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/876855-150x150.jpgმშენებლობისა და ინტერიერის მე – 15 საეთაშორისო გამოფენა – ‘CAUCASUS BUILD 2010” საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში” გაიხსნა. გამოფენის გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაპუნა დავითაიამ მიიღეს. გამოფენას ასევე, პროექტის “დაბრუნება საქართველოში” მონაწილე უცხოეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენები დაესწრნენ. როგორც პოლოლიკაშვილმა განაცხადა, “დაბრუნება საქართველოში” ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ერთობლივი პროექტია, რომლის ფარგლებშიც ქართული ბიზნეს დიასპორის წარმომადგენელთა საქართველოში ვიზიტი შედგა. “პროექტის მიზანია, უცხოეთში მცხოვრებ წარმატებულ ქართველ ბიზნესმენებს შესაძლებლობა შეუქმნას, საქართველოში დააბანდონ კაპიტალი და საკუთარი წვლილი შეიტანონ მის ეკონომიკურ განვითარებაში. პროექტის პირველი ეტაპი – მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები 30 – მდე ქართველი ბიზნესმენის საინვესტიციო გარემოს გაცნობას ისახავს მიზნად.” – განაცხადა პოლოლიკაშვილმა. თურქეთში, კვიპროსში, აშშ – ში, კანადაში, რუსეთში, ტაჯიკეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, ისრაელში, ბელგიაში, ესპანეთსა და უკრაინაში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენებს 3 დღის განმავლობაში დატვირთული პროგრამა ექნებათ. გამოფენის გახსნის გარდა, “ექსპო ჯორჯიაში” ეკონომიკური განვითრების მინისტრმა ზურაბ პოლიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელით “ღირსების ორდენით” დააჯილდოვა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო – კვლევითი ინსტიტუტის საინჯინრო – ეკოლოგიის განყოფილების უფროსი, თეიმურაზ გველესიანი და საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი ომარ ნაფეტვარიძე. გამოფენა თბილისი მერიის მხარდაჭერით ტარდება და 100 საგამოფენო სტენდზე რამდენიმე დღის განმავლობაში 120 – მეტი კომპანიაა მიიღებს მონაწილეობას. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts