FIORENTINO Posted August 11, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2008 ერაყიდან ქართველი ჯარისკაცების ჩამოყვანას მოსკოვი კონფლიქტის ზონაში რუსული ჯარების გაზრდით უპასუხებს 11 აგვისტოს, ერაყიდან 800 ქართველი ჯარისკაცის ჩამოყვანას რუსეთი "ადეკვატურ ზომებით" - კონფლიქტის ზონაში რუსული ჯარების გაზრდით უპასუხებს. ამ განცხადებას რუსულ მედიასთან რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის მეთაურის მოადგილე ანატოლი ნოგოვიცი აკეთებს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმერ პუტინმა ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და ამერიკის საქციელი გააკრიტიკა. რადგან, ქართველი ჯარისკაცები ერაყიდან ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავებმა ჩამოიყვანა. "ვწუხვარ, რომ ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი არა თუ გვეხმარება, არამედ ხელს გვიშლის. ვგულისხმობ კონფლიქტის ზონაში ამერიკული სამხედრო ტრანსპორტით ერაყიდან ქართვლი სამხედროების გადაყვანას", - აღნიშნა პუტინმა. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ერაყიდან ქართველი ჯარისკაცების გამოწვევის შესახებ მიმდინარე წლის 9 აგვისტოს განაცხადა. http://itnexclusive.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.