planetanews Posted May 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/alievi-150x150.jpgსოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს დღეს აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ნამიგ ალიევი ეწვევა. ალიევი უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ჯონი აფაქიძეს, აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს შეხვდება. მიმდინარე წელი UNESCO-მ კულტურათა დაახლოების წლად გამოაცხადა. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი კი ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელია საქართველოდან, რომელიც ამ წამოწყებაში მონაწილეობს. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურათაშორისი კომუნიკაციების განყოფილების მიერ არაერთი ღონისძიება დაიგეგმა, რომელიც UNESCO-ს საერთო გეგმის შემადგენელი ნაწილი გახდა. დაგეგმილ ღონისძიებებს შორისაა ელჩის საათი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ელჩების მოწვევას და მათ მიერ სტუდენტებისა და თანამშრომლებისათვის მათი ქვეყნის კულტურის გაცნობას ითვალისწინებს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts