Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - აზერბაიჯანელი მოსწავლეები და აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები პარლამენტს ესტუმრებიან


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/parlamenti2-150x150.gifაფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო დღეს აზერბაიჯანელ მოსწავლეებს უმასპინძლებს.

 

 

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დალი ხომერიკი აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ერთად ბოლნისის რაიონის სოფელ მამხუტის საჯარო სკოლის დირექტორსა და მოსწავლეებს პროგრამის “სასკოლო პარტნიორობა” ფარგლებში შეხვდება.

 

 

აფხაზეთიდან დევნილი და აზერბაიჯანელი მოსწავლეები დღესვე საქართველოს პარლამენტს ესტუმრებიან და მის ისტორიას გაეცნობიან. მოსწავლეებს საქართველოს პარლამენტის წევრები, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრები რამინ ბაირამოვი და ისვახან შამილოვი შეხვდებიან.

 

 

აზერბაიჯანელი და აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები თბილისის მერიასაც ესტუმრებიან. მერიაში 13:00 საათზე მათ სოციალური მომსახურებისა და კულტურის სამოქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა შეხვდება.

 

 

პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები “ასტრა პარკსაც” ეწვევიან და კარტინგებით რბოლაში ჩაებმებიან, რის შემდეგაც მათთვის ფილმის ჩვენება გაიმართება.

 

 

შეგახსენებთ, რომ პროექტის “სასკოლო პარტნიორობა” მიზანს ქართული ენის პოპულარიზაცია, აფხაზი და აზერბაიჯანელი მოსწავლეების დამეგობრება წარმოადგენს.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...