planetanews Posted May 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/gamofena9-150x150.jpgკულტურის სამინისტროს სააქტო დარბაზში, დღეს მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის უცნობი ექსპონატები გამოიფინება. მუზეუმის კოლექციების გამდიდრების შედეგად სიძველეთსაცავში ბოლო ერთი წლის განმავლობაში 2 ათასზე მეტი ექსპონატი შევიდა. მუზეუმის კოლექციების განახლების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ სპონსორები (~ჯეოსელი~, ~ბილაინი~, ~მაგთი~). აღნიშნული კომპანიების დახმარებით მუზეუმმა მრავალი მნიშვნელოვანი ექსპონატი გალაკტიონ ტაბიძის გამოუქვეყნებელი ფოტოები, ელენე ახვლედიანის და ლადო გუდიაშვილის ნამუშევრები, მაჰმუდის კოსტიუმი ფილმიდან “ბაში – აჩუკი“,ესკიზები ცნობილი მულტიპლიკაციური ფილმებიდან – “ჩხიკვთა ქორწილი“,„ხელმარჯვე ოსტატი“, “ლურჯი მელა“, “კაცი და ლომი“, “მონადირე“, XVI – XVII საუკუნეების უნიკალური გამოცემები ოლდენბურგების და დადიანების კოლექციიდან. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება, შვეიცარიის განვითარების სააგენტოსა და კომპანია “ჯეოსელის“ დაფინანსებით რესტავრირებული უნიკალური ნამუშევრები – რობერტ სტურუას – ნ. უზნაძის პორტრეტი პ. ოცხელის – “ქალი და ბავშვი“, ელენე ახვლედიანის – “ჰოფმანის ზღაპრები“. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts