Jump to content
Planeta.Ge

"ცხინვალის დაბომბვა დეზინფორმაციას წარმოადგენს"


Recommended Posts

ეკა ზღულაძე: "ცხინვალის დაბომბვა დეზინფორმაციას წარმოადგენს"

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ეკა ზღულაძემ, 11 აგვისტოს, დილით, ცხინვალის დაბომბვის შესახებ რუსულ მედიაზე დაყრდნობით ტელეკომპანია "CNN"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

 

მისი განცხადებით, ქართველი ჯარისკაცები პოზიციებს აკონტროლებენ და ქალაქის დაბომბვის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

 

ზღულაძე აცხადებს, რომ დეზინფორმაციის გავრცელება საქართველოს მოსახლეობაში პანიკას იწვევს, რაც ისედაც რთულ ვითარებაში მყოფ მოსახლეობას კიდევ უფრო ძაბავს. მან, როგორც ჟურნალისტებს, ასევე რიგით მცხოვრებლებს, არაზუსტი ცნობების გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა, დეზინფორმაციის გავრცელება კი კანონით ისჯება და სამართალდამცავი ორგანოები ასეთ ფაქტებს მკაცრად გააკონტროლებენ, დამნაშავეები კი კანონის მიხედვით დაისჯებიან.

 

http://itnexclusive.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...