Jump to content
Planeta.Ge

მუნიციპალური ჯანდაცვის პროგრამა


Recommended Posts

http://iraklialasania.ge/?page_id=1019

ირაკლი ალასანიას თბილისის მუნიციპალური ჯანდაცვის პროგრამა 2010–2014 წწ.

 

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა ხელისუფლებისათვის არ არის პრიორიტეტი. საქართველოში მთლიან სახელმწიფო დანახარჯებში ჯანდაცვის ხარჯების ხვედრითი წილი 2-2,5- ჯერ ნაკლებია (5%) ვიდრე აღმოსავლეთ ევროპის, მაგალითად, ბალტიის (ესტონეთი – 11,2%, ლატვია – 9,4%, ლიტვა – 14,7%) ქვეყნებში. თბილისის მოსახლეობის 80%-ისათვის სამედიცინო მომსახურება დღეს არ არის ხელმისაწვდომი.

 

არსებული პრობლემები

 

ორგანიზაციული:

• სახელმწიფოს არ გააჩნია მკაფიოდ ჩამოყალიბებული ჯანდაცვის პოლიტიკა და განვითარების კონცეფცია;

 

• არ არის დასახული მიზნები, არ არის განსაზღვრული სამოქმედო სტრატეგია და ვადები;

 

• სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობის ხელმისაწვდომობას ბაზისურ სამედიცინო მომსახურებაზე.

 

სამედიცინო მომსახურეობის მიწოდების:

 

• არ არსებობს ჯანდაცვის სერვისების ხარისხისა და სტანდარტიზაციის ერთიანი ეროვნული პოლიტიკა, შეფასების კრიტერიუმები და მექანიზმები;

 

• არ არსებობს საზოგადოებისა და მერიის მიმართ სადაზღვევო კომპანიების ანგარიშვალდებულების სისტემა. შექმნილია ხელსაყრელი გარემო არამიზნობრივი ხარჯვისა და კორუფციული გარიგებებისათვის.

 

ჯანდაცვის არაადეკვატური დაფინანსება

 

• თბილისის მოსახლეობის 80%-ისათვის დღეს სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი არ არის;

 

• მაღალია “ჯიბიდან გადასახადები” მომსახურების მიღების ადგილზე;

თბილისის ბიუჯეტი უსამართლოდ ნაწილდება. 2009 წელს ჯანდაცვაზე დაიხარჯა ბიუჯეტის 4% (23,5 მლნ ლარი), რაც ერთ თბილისელზე წელიწადში 18 ლარს, ხოლო თვეში 1,5 ლარს შეადგენს. შედარებისათვის მერიის ბიუროკრატიული აპარატის შენახვაზე 7% (43 მლნ ლარი) დაიხარჯა.

 

ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამის ძირითადი მიზნები:

• მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესება დაავადების პროფილაქტიკისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის გზით;

• სამედიცინო მომსახურებაზე გეოგრაფიული, ფინანსური და ინფორმაციული ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;

• სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება;

 

• მოსახლეობის დაცვა ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებული ფინანსური რისკებისაგან;

ჩვენ უზრუნველვყოფთ:

 

• უნივერსალური ბაზისური სამედიცინო მომსახურებით მოსახლეობის სრულ მოცვას (უნივერსალური ბაზისური მომსახურების კალათა);

 

• ბაზარზე ჯანსაღი, რეგულირებადი, კონკურენტული გარემოსა და გამჭვირვალე მონიტორინგს დაქვემდებარებული სისტემის დამკვიდრებას;

 

• სამედიცინო მომსახურეობაზე ადექვატურ ხელმისაწვდომობას (ფიზიკურს, ფინანსურს, ხარისხობრივს);

 

• მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით ოპერირებას;

 

• კომპეტენტური პერსონალით დაკომპლექტებას;

 

• პაციენტთა და სამედიცინო პერსონალის უფლებების დაცვას;

 

• სამედიცინო ეთიკის ნორმების დაცვას.

გავზრდით დაფინანსებას. თბილისის ბიუჯეტიდან ჯანდაცვაზე დღეს არსებული 33 მილიონის ნაცვლად, გამოიყოფა 117 მილიონი ლარი. რეფორმა განხორციელდება დეტალურად შემუშავებული და გათვლილი პროგრამების შესაბამისად.

ირაკლი ალასანიას მუნიციპალური ჯანდაცვის სისტემის ძირითადი პროგრამები:

 

1. ოჯახის ექიმი ყველა თბილისელს

 

2. სამედიცინო დაზღვევა ყველა ოჯახს

 

3. უფასო და იაფი წამალი ყველა თბილისელს (უფასო წამალი ყველა ბავშვსა და ხანდაზმულს; წამალი შეღავათიან ფასად ყველა თბილისელს)

 

4. უფასო მშობიარობა და ორსულობის პატრონაჟი

 

ოჯახის ექიმი ყველა თბილისელს

• ყველა უბანში შეიქმნება ოჯახის ექიმის ცენტრი, რომელიც დაკომპლექტდება ოჯახის ექიმითა და ექთნით;

 

• ერთი ექიმი მიმაგრებული იქნება 2500 მაცხოვრებელზე;

 

• თითოეული თბილისელი უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო კონსულტაციით, მკურნალობით, ბაზისური ამბულატორიული მომსახურებითა და დიაგნოსტიკურ – ლაბორატორიული გამოკვლევებით;

 

• ოჯახის ექიმის ოფისის მუშაობის ეფექტიანობა შეფასდება შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით და მოსახლეობის კმაყოფილების ხარისხის შესწავლით;

 

• უზრუნველყოფილი იქნება ექიმებისა და ექთნების უწყვეტი პროფესიული მომზადება და განვითარება.

 

სამედიცინო დაზღვევა ყველა ოჯახს – მუნიციპალური ბიუჯეტიდან დაფარული იქნება:

 

• ყველა თბილისელის ურგენტული (გადაუდებელი) სამედიცინო მომსახურების ხარჯები;

 

• 6 წლამდე და საპენსიო ასაკის თბილისელების გეგმიური ჰოსპიტალური ხარჯები;

 

• 6 წლიდან საპენსიო ასაკამდე მოსახლეობას ადექვატურ ფასად შეეძლება დამატებითი სადაზღვევო პაკეტის შეძენა სრულ პაკეტამდე შესავსებად;

 

თბილისელების წამლებით უზრუნველყოფა:

 

• უფასო მედიკამენტი 3 წლამდე და 65+ ასაკის ყველა თბილისელს;

 

• ოჯახის ექიმის მიერ გამოწერილი ესენციური მედიკამენტი შეღავათიან ფასად ყველა თბილისელს;

 

• მედიკამენტების სარეალიზაციო ფასები განისაზღვრება საერთაშორისო ტენდერებით შეძენილი მედიკამენტების თვითღირებულებაზე რეალიზაციის ხარჯების დამატებით;

 

• ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიწოდება განხორციელდება სპეციალურად ამ მიზნებისათვის შექმნილი თბილისის მუნიციპალური სააფთიაქო ქსელის მეშვეობით;

 

დედათა ჯანმრთელობა:

 

• მშობიარობის ხარჯების დაფარვა (მათ შორის, გართულებული) ყველა ფეხმძიმესათვის – 600 ლარიანი ვაუჩერით;

 

• ორსულთა პატრონაჟის ხარჯების დაფარვა (მონიტორინგი, რისკების განსაზღვრა, პროფილაქტიკა, მკურნალობის დაფინანსება) – 200 ლარიანი ვაუჩერით.

 

ჩამოტვირთეთ ირაკლი ალასანიას თბილისის მუნიციპალური ჯანდაცვის პროგრამის სრული ვერსია

http://iraklialasania.ge/?page_id=1019

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...