planetanews Posted May 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 18, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/wkaldidoba1-150x130.jpgძლიერი სეტყვისა და ქარიშხლის შედეგად დაზარალებული ყვარლის რაიონის სოფელ ბალღოჯიანის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. სეტყვამ საგაზაფხულო ნათესები, ვენახები, კიტრისა და პომიდვრის ნარგავები 100 %-ით გაანადგურა. ქარიშხალმა სახლებს სახურავები გადახადა, ფანჯრის მინები ჩაამტვრია და ხეები დაგლიჯა. დახოცილია შინაური ფრინველი. „კიტრის პირველი და უკანასკნელი მოსავალი ავიღე. ჩემი ოჯახი ამით არსებობს. ბანკიდან კრედიტი მაქვს გამოტანილი. სეტყვამ ყველაფერი გაანადგურა“, – აცხადებს ბალღოჯიანის მკვიდრი მარინა ცერცვაძე. ბალღოჯიანში შექმნილია შესაბამისი კომისია, რომელიც ზარალს ითვლის. სოფელში წაქცეულია ელექტრობოძები, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts