planetanews Posted May 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 18, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/image0011-150x150.jpgპეკინის №23-ში “ავერსის” მეგა აფთიაქი გაიხსნა. აქ, “ავერსის” სააფთიაქო ქსელის სხვა ობიექტებისგან განსხვავებით, სამკურნალო და ჰიგიენურ საშუალებებთან ერთად იყიდება მაღალი ხარისხის დეკორატიული კოსმეტიკა, ჩვილი ბავშვის აქსესუარები, სხეულის მოვლის საშუალებები ორსულთათვის…ჩვეულებრივი აფთიაქისგან მეგა აფთიაქი იმითაც გამოირჩევა, რომ ყოველგვარი პროდუქცია, გარდა მედიკამენტებისა, ღია თაროებზე, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომ ადგილას აწყვია, ისე რომ, ყველას შეუძლია, თავად დაათვალიეროს ნებისმიერი პროდუქტი, გაეცნოს მის შემადგენლობასა და მოხმარების წესებს.დიაბეტით დაავადებულთათვის მეგა აფთიაქში ცალკე განყოფილებაა, სადაც დიაბეტური პროდუქცია იყიდება: საკვები, ორცხობილა, უშაქრო წვენები, შაქრის საზომი ხელსაწყოები, შაქრის შემცვლელთა ფართო ასორტიმენტი, ინსულინი, ტერფის პრობლემების სამკურნალო საშუალებები.ცალკე განყოფილებაშია წარმოდგენილი ორსულთა მოვლის საშუალებები: ჰიგიენის საგნები, მკერდისა და სხეულის მოსავლელად განკუთვნილი კოსმეტიკა, ტრიკოტაჟი. აქვეა განსაკუთრებული ბამბის ტრიკოტაჟი ჩვილი ბავშვებისთვის.ბავშვთა განყოფილებაში შეგიძლიათ შეიძინოთ ყველაფერი, რაც ჩვილს სჭირდება: ჰიგიენური საშუალებები, საფენები, საკვები (ფაფა, ორცხობილა, ხილფაფა, წვენი), აქსესუარების სრული ასორტიმენტი (საწოვარა, ბოთლი, რეზინის სათამაშოები, რომლებიც პატარებს კბილის ამოჭრისას დაეხმარება), ასევე – მანეჟი, საწოლ-მანეჟი, ოჭივარი (ჭოჭინა), შეზლონგი, სასეირნო და ჩასაწვენი ეტლები.“ავერსის” მეგა აფთიაქში კოსმეტიკური ბრენდების მრავალფეროვანი ასორტიმენტია წარმოდგენილი, მათ შორის – “დოქტორ სკინი”, “დიამანტ დე ლა მერის” შავი ხიზილალის ექსტრაქტზე დამზადებული ნაწარმი, “გალენიკი”, “ვიში”, “ავენე”, “კლორანი”… აქვე შეგიძლიათ შეიძინოთ ფრჩხილის მოვლის საშუალებები, “ზოლინგერისა” და “ჰუბერტის” ფირმის მაკრატლები, ქლიბები, ქუსლის სახეხი პემზა.მხოლოდ “ავერსის” მეგა აფთიაქში იყიდება “ჯილეტის” სასაჩუქრე ნაკრები, რომელიც “ავერსის” დაკვეთით სპეციალურად დაამზადა “დიპლომატ ჯორჯიამ”.“ავერსის” მეგა აფთიაქში მხოლოდ უმაღლესი ხარისხის დეკორატიული კოსმეტიკა იყიდება: “ფარმასის”, “რევლონისა” და “ლორეალის” ტონალური კრემები, თხევადი და მყარი პომადები, ფრჩხილის ლაქები, ტუშები და თვალის ჩრდილები.მხოლოდ მეგა აფთიაქში შემოგთავაზებენ სასაჩუქრე ჩანთებსა და სავარცხლებს “აჰავასა” და “დოლივას” პროდუქციის შეძენისას, ასევე – “დოლივას”, “აჰავას”, “რევლონის”, “ფარმასის”, “დოქტორ სკინის”, “ლაკალუტის” ტესტერებს.“ავერსის” მეგა აფთიაქში მოგემსახურებიან მაღალკვალიფიციური კონსულტანტები, რომელთაც სტაჟირება ექიმებსა და კოსმეტოლოგებთან გაიარეს. ისინი კარგად იცნობენ მეგა აფთიაქში წარმოდგენილ პროდუქციას და ნებისმიერი მათგანის შესახებ ამომწურავი და სანდო ინფორმაციის მოწოდება შეუძლიათ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts