planetanews Posted May 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 18, 2010 „ინტერნიუსი“, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და 15 რეგიონული ტელევიზია წარმოგიდგენთ ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო პოლიტიკურ დებატებს - „არჩევნები 2010“. ადგილობრივი ტელევიზიებიდან დებატები პირდაპირი ეთერით რეგიონებში ყოველ საღამოს 19:00 საათიდან იწყება. ყოველ საღამოს გადაცემის მსვლელობის დროს მაყურებელს შეუძლია დებატების მონაწილეებს დაუსვას შეკითხვები. პროექტის ძირითადი მიზანია, მომავალი ადგილობრივი არჩევნების ხარისხის ამაღლება, რაც ადგილობრივი მოსახლეობის უფრო მეტი ჩართულობით და მათ მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებით უნდა მოხდეს. პროექტი მოიცავს 18 დასახლებულ პუნქტს, თბილისის გარდა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts