planetanews Posted May 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 18, 2010 17 მაისს „ალიანსი საქართველოსთვის“ პარტიული სიის პირველი ნომერი თინათინ ხიდაშელი გორის რაიონის სოფელ ვარიანში მოსახლეობას შეხვდა და მათი სოფლის პრობლემებს ისმენდა. მოსახლეობას ომის შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლებისგან არ მიუღია დახმარება. სოციალურად დაუცველი ფენა ძალზედ შეჭირვებულია და იმ სოციალური დახმარებით, რომელსაც ზოგიერთი მათგანი იღებს, კვებით უზრუნველყოფას ძლივს ახერხებს. აღსანიშნავია, რომ ომის შემდეგ მათ არავითარი სხვა შემოსავალი არ აქვთ. თინათინ ხიდაშელმა ვარიანის მაცხოვრებლებს „ალიანსი საქართველოსთვი“ მაჟორიტარი კანდიდატი ვახტანგ ბერკაცაშვილი წარუდგინა. „ალიანსი საქართელოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მოსახლეობას აღუთქვა, რომ „ალიანსი საქართველოსთვის“ ადგილობრივ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ადგილობრივი ბიუჯეტი სოფლის პრიორიტეტების მიხედვით დაიგეგმება და მისი დიდი ნაწილი სოციალური პრობლემების უზრუნველყოფას მოხმარდება. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts