planetanews Posted May 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 18, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/marjanishvlis-teatri-150x150.jpgთელავის ისტორიული მუზეუმი, მუზეუმების საერთაშორისო დღეს ტრადიციულად, მუზეუმის ისტორიის ამსახველი ფოტოების გამოფენით შეხვდა. ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” კახეთიდან რადიო “ჰერეთმა” აცნობა. მუზეუმის თანამშრომლებმა ეს დღე საზეიმოდ აღნიშნეს. თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორის გურამ ურჩუხიშვილის განცხადებით ამ დღის აღსანიშნავად მუზეუმში ღია კარის დღე მოეწყო. ,,ამ დღეს მოკრძალებულად, მაგრამ ტრადიციულად ავღნიშნავთ. გაკეთებულია სტენდები, გამოფენილია ფოტოები და დღეს ყველა მსურველს თელავის ისტორიული მუზეუმის მთლიანი კომპლექსის დათვალიერება უფასოდ შეეძლება”, – განაცხადა გურამ ურჩუხიშვილმა. 18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა.ამასთან დაკავშირებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მუზეუმ-ნაკრძალებში შესვლა თავისუფალია. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts