Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - კახეთში ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისთვის ახალი პროექტი დაიწყო


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/kaxeti1-150x150.jpgკახეთში ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის მიზნით, საქართველოს ბუნების მოყვარულთა საზოგადოებამ და აშშ-ს საელჩომ პროექტის განხორციელებას დაიწყეს.

 

 

ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” კახეთიდან რადიო “ჰერეთმა” აცნობა.

 

 

როგორც ბუნების მოყვარულთა საზოგადოების ხელმძღვანელმა კახა სუხიტაშვილმა განაცხადა, პროექტი ყვარლის რაიონის სოფლების: კუჭატანის და წიწკანაანთსერის საჯარო სკოლის ოსი ეროვნების მოსწავლეების და თელავის რაიონის სოფლების: ნაფარეულის და კურდღელაურის საჯარო სკოლის ქართველი ბავშვების ურთიერთ დამეგობრებას, მათ შორის გარემოსდაცვითი ღირებულებების ამაღლებას ემსახურება.

 

 

,,პროექტის ფარგლებში შედგა ოსი ბავშვების ვიზიტი ქართულ სკოლებში. მოწყო ექსკურსია თბილისში, სადაც ბავშვებმა მოინახულეს ბოტანიკური ბაღი, ზოოპარკი და მთაწმინდის პარკი. ოთხივე სკოლის მოსწავლეებისთვის მოეწყო ლაშქრობა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე. ვთვლით რომ, ქართულმა საზოგადოებრივმა სექტორმა უფრო თამამი ნაბიჯები უნდა გადადგას ქვეყანაში მცხოვრები ყველა ეთნიკური წარმომადგენლის ინტეგრაციისთვის”, – განაცხადა კახა სუხიტაშვილმა.

 

 

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი -საუკეთესო ესეს და ნახატის გამოსავლენად. მაისის ბოლოს საუკეთესო ნამუშევრის 2 ავტორი ფასიანი პრიზებით დაჯილდოვდება.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...