planetanews Posted May 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 18, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/nato011-150x130.jpgნატო-მ ახალი სტრატეგიის პროექტი გამოაქვეყნა. ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის პროექტი Aსსოციატედ პრესს-მა გამოაქვეყნა. ნატო-ს ახალი პროგრამული განაცხადის თანახმად, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა ავღანეთის ომი უნდა მოიგოს, რუსეთთან კავშირები უნდა გააფართოვოს, ისეთ საფრთხეს უპასუხოს როგორიც ირანული რაკეტებია და ასევე მისი 28 წევრის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს დოკუმენტის პროექტი ცდილობს იმ მზარდი განხეთქილების გადალახვას, რომელიც აშშ-ს და ევროპის ქვეყნებს შორის არსებობს: შეერთებული შტატები ნატო-ს საერთაშორისო როლის გაძლიერების მომხრეა, ხოლო ევროპულ ქვეყნებს სურთ, რომ ორგანიზაციამ მისი ტრადიციული თავდაცვითი კურსი შეინარჩუნოს. „ნატო მრავალმხრივი და საკმარისად ეფექტური უნდა იყოს იმისთვის რომ სახლის მიღმა იმოქმედოს“ – განაცხადა აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მადლენ ოლბრაიტმა, რომელიც დოკუმენტზე მომუშავე ექსპერტების გუნდს ხელმძღვანელობს. „საკუთარი ზონის მიღმა ოპერაციებისადმი პოლიტიკური ნების შენარჩუნებისთვის, ნატო-მ უნდა გააკონტროლოს რომ ყველა მისი წევრი საკუთარი ტერიტორიის უსაფრთხოებაში აბსოლუტურად დარწმუნებული იყოს“. ნატო-ს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი დოკუმენტის პროექტს ახალი სტრატეგიული კონცეფციისთვის გამოიყენებს, რომელსაც ალიანსს დასამტკიცებლად ნოემბერში, ლისაბონში დაგეგმილ შემდეგ სამიტზე წარუდგენენ. “საბჭოთა ინტერვენციის საფრთხესთან გამკლავების მიზნით, 1948 წელს შექმნილ ალიანსს საშუალო ასაკის კრიზისი აქვს. 28 ქვეყნისგან შემდგარი ბლოკი კომუნისტური მეტოქის დაშლიდან 20 წლის შემდეგ საკუთარი ფუნქციის ძიებაშია”- წერს Aსსოციატედ პრესს. წინა სტრატეგიული კონცეფცია, დიდწილად აქცენტს ნატო-ს სამშვიდობო როლზე აკეთებდა ისეთ ადგილებში, როგორებიც ბოსნია და კოსოვოა. ის 1999 წელს მიიღეს, „ცივი ომის“ დასრულებიდან მალე და იქამდე ვიდრე 2001 წლის აშშ-ს 11 სექტემბრის ტერაქტებმა ალიანსს ახალი ამოცანების ჩამოყალიბებისკენ არ უბიძგა, როგორებიცაა ავღანეთში აჯანყებულთა წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები. ეს ომი ალიანსის ისტორიაში მისი ყველაზე მასშტაბური მისიაა. ნატო-ს 100 ათასზე მეტი სამხედრო, რომელთა ორ მესამედსაც ამერიკელები შეადგენენ, ავღანეთშია დისლოცირებული. კონფლიქტის გაღვივების პროცესში ნატო-ს თითქმის 1 800 ჯარისკაცი დაიღუპა. პროექტში ასევე ნათქვამია, რომ ალიანსმა ყურადღება უნდა გაამახვილოს მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, რომელიც ალიანსს ავღანეთში დაეხმარა და მას ამ ხმელეთით გარშემორტყმული ქვეყნისკენ ევროპიდან მარშრუტი გაუხსნა. “ნატო-მ და რუსეთმა უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ სხვა საერთო ინტერესების სფეროებში, როგორებიცაა მაგალითად ანტი-სარაკეტო თავდაცვა, ტერორიზმთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლა და საზღვაო უსაფრთხოება” – ნათქვამია დოკუმენტში. ახალ პროგრამულ განცხადებაში ხაზგასმულია საფრთხე, რომელსაც ჩასახვის პროცესში მყოფი ირანის სარაკეტო პოტენციალი წარმოადგენს. „ანტი-სარაკეტო თავდაცვა გაცილებით ეფექტურია, როდესაც ის ერთობლივი ღონისძიება და თანამშრომლობაა… ალიანსს და მის პარტნიორებს, განსაკუთრებით კი რუსეთს შორის, ძალიან სასურველია“ – ნათქვამია ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციებში. დოკუმენტში ასევე ასახულია ევროპაში აშშ-ს სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების დატოვების მხარდაჭერა, რაც ცივი ომის კიდევ ერთი მემკვიდრეობაა. რამდენიმე ევროპული ქვეყნის მთავრობამ რაკეტების გატანა მოითხოვა. მათ განაცხადეს, რომ დაძველებული ბომბები უსაფრთხოების ვერანაირ ამოცანებს ვეღარ ემსახურება. „ვიდრე ბირთვული იარაღი არსებობს, ნატო-მ მხარი უნდა დაუჭიროს უსაფრთხო და სანდო ბირთვულ ძალებს… მინიმალურ დონეზე, რაც უსაფრთხოების უპირატეს გარემოში აუცილებელია“ – ნათქვამია დოკუმენტში. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts