planetanews Posted May 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 18, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/qristiandemokratebi14-150x150.jpg,,ქრისტიან-დემოკრატები~ ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ, შეურთდებიან თუ არა ოპოზიციონერი დეპუტატის გია ცაგარეიშვილის ინიციატივას პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცუდურის დაწყებასთან დაკავშირებით. როგორც ჟურნალისტებს მოძრაობის წევრმა ლევან ვეფხვაძემ განუცხადა, ამ მოწვევის პარლამენტში ის 50 დეპუტატი არ არსებობს, რომელიც იმპიჩმენტზე ხელს მოაწერს, შესაბამისად, ოპოზიციის მცდელობები მხოლოდ გართობას ემსგავსება. მისი თქმით, რეალურად ბევრი მიზეზი არსებობს იმისა, რომ პარლამენტმა სააკაშვილის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყოს. ,,პარლამენტში მოსულ მიხეილ სააკაშვილს პირდაპირ ვუთხარი, რომ მისი იმპიჩმენტი გარდაუვალი იქნებოდა, საკანონმდებლო ორგანოში ეს უმრავლესობა რომ არ ჰყავდეს’’, – დასძინა ვეფხვაძემ. შეგახსენებთ, რომ ცარეიშვილი პარლამენტში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს და შესაბამისი წარდგინებებით საკონსტიტუციო და უზენაეს სასამართლოებს მიმართავს. ოპოზიციონერი დეპუტატი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძვლად 13 მარტს, კომპანია ,,იმედის~ ეთერით გასულ ,,იმიტირებულ ქრონიკას~ ასახელებს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts