Jump to content
Planeta.Ge

კოდორიდან დევნილი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს


Recommended Posts

კოდორის ხეობიდან დევნილი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

 

კოდორის ხეობიდან დევნილი მოსახლეობა, ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.

 

800-მდე დევნილი მესამე დღეა ღამეს ჭუბერის ხეობაში ათევს ღამეს.

 

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, დევნილებმა დახმარეების თხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეს, მაგრამ დახმარებას ამ დღემდე უშედეგოდ ელიან. არის საკვების პრობლემაც.

 

დევნილებს ძირითადად ჭუბერის მოსახლეობა უწევს დახმარებას.

 

აი-ტი-ენ ექსკლუზივი კომენტარისთვის "აფხაზეთის მედია ცენტრის" ხელმძღვანელს, რაულ ქირიას დაუკავშირდა.

 

ქირიას განცხადებით, ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ამჟამად ჭუბერში იმყოფება და თავად კურირებს დევნილთა პრობლემების მოგვარებას.

 

ღესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობა ამ წუთებშიც მუშაობს, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში მოხდეს დევნილთა რეგისტრირება და დროებით საცხოვრებელში განთავსება.

 

"ქუჩაში არავინ მიგვიტოვებია, დევნილების უმეტესობას ჭუბერში ჰყავთ ნათესავები, შეიქმნა საკვების პრობლემა და მოვაგვარეთ და ახლაც თბილისიდან უკვე გავიდა მანქანები საკვები პროდუქტებით. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა, ყველანაირად ცდილობს ეს პრობლემები მოაგვაროს", - აცხადებს რაულ ქირია.

 

http://itnexclusive.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...