Jump to content
Planeta.Ge

მე არ მინდა ნაცების წასვლა

Recommended Posts

OMCT მოითხოვს მოლაშვილის გათავისუფლებას

მიმართვა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს

ბ-ნო პრეზიდენტო,

წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო სამდივნოს (OMCT), წამების საწინააღმდეგო არასამთავრობო ორგანიზაციათა მსოფლიოს უდიდეს ქსელს ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრმა (HRIDC), რომელიც არის OMCT-ის ქსელის წევრი, მოაწოდა ინფორმაცია 2004 წლის 24 აპრილს თბილისიში კონტროლის პალატის ყოფილი შეფის ბ-ნი სულხან მოლაშვილის უკანონო პატიმრობის, დაკავებისა და წამების შესახებ.

მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2004 წლის 24 აპრილს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი საკუთარი ნებით გამოცხადდა გენერალურ პროკურატურაში მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ხელისუფლება აპირებდა მის დაკავებას. ამავე დღეს იგი გენერალური პროკურატურიდან გადაიყვანეს შს თბილისის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების საკანში. მისივე განმარტებით, იმავე დღეს იგი აწამეს ელექტროშოკითა და სიგარეტის ნამწვავების ტანზე ჩაქრობით, რომლის ნაკვალევიც მოლაშვილს დღესაც ეტყობა სხეულზე. პარალელურად მასზე ხდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა. მიღებული ინფორმაციის თანახმად, დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნოკოლეიშვილმა დაადასტურა ეს ინფორმაცია განაცხადა რა, რომ ბ-ნი მოლაშვილი „დათრგუნულია და იმყოფება საშინელ ემოციურ მდგომარეობაში“. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ის დაზიანებები, „რაც ჩანს საკმაოდ მნიშვნელოვანია და დადასტურებული“.

მოლაშვილი წამების ფაქტს ორთვენახევარი უარყოფდა. როგორც ჩანს, მას ჰქონდა იმედი, რომ მისი წამების შესახებ ინფორმაციის გაუვრცელებლობა დაეხმარებოდა მას საპატიმრო ადგილას სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში და თავისუფლების მოპოვებაში.

რაც შეეხება მის ოფიციალურ ბრალდებას, სულხან მოლაშვილს ბრალად ედება კონტროლის პალატის თავჯდომარის თანამდებობაზე ყოფნისას 37201 ლარის განაწილება პრემიის სახით საკუთარი თანამშრომლებისათვის. მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დაკავებიდან დღემდე მოლაშვილის მიმართ ფაქტიურად არ ჩატარებულა არავითარი საგამოძიებო მოქმედება, რომელშიც პირადად იგი მიიღებდა მონაწილეობას, თუმცა პროკურატურის წარმომადგენელთა მხრიდან ჯერ იყო მოთხოვნა, რომ მას გათავისუფლების საფასურად გადაეხადა გარკვეული თანხა (დაახლოებით 1 მილიონი დოლარი), ხოლო შემდეგ - მოთხოვნა, რომ შეეძინა და სახელმწიფოსთვის “ნებაყოფლობით“ გადაეცა წავკისში მდებარე ის დიდი აგარაკი, რომელიც მოლაშვილის დაკავებისთანავე პროკურატურამ მოლაშვილის საკუთრებად გამოაცხადა და ტელევიზიითაც აჩვენა (სინამდვილეში ამ სახლის მფლობელი სრულიად სხვა პიროვნებაა, რომელსაც არავითარი კავშირი მოლაშვილთან არ აქვს). 14 ივლისს კი პროკურატურამ სულხან მოლაშვილი 3 მილიონის გაფლანგვაში დაადანაშაულა.

ამას გარდა, როგორც გადმოგვცეს, მოლაშვილი 4 ივლისს გადაყვანილ იქნა მე-7 საპყრობილეში (შინაგან საქმეთა სამონისტროს შენობაში) და განათავსეს პატარა, ბნელ საკანში აუტანელ პირობებში, სადაც არ იყო წყალი და არც სკამი.

მიუხედავად საქმეში ისეთი ექსპერტების ჩართვისა, როგორიცაა ნანა კაკაბაძე (ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის ხელმძღვანელი) და მათიას იორში (ევროსაბჭოს მონიტორინგის საბჭოს ხელმძღვანელი), სულხან მოლაშვილის მდგომარეობა ოდნავ თუ შეიცვალა, რაც იმაში გამოიხატა, რომ რემონტი გაუკეთდა იმ საკანს სადაც ის იმყოფება; გაიყვანეს ელექტრო ენერგია და ამბობენ, რომ წყალსაც გაუყვანენ საკანში.

მიღებული ინფორმაციის თანახმად, ქალაქის პროკურორმა ვალერი გრიგალაშვილმა მოლაშვილის წამების ფაქტზე უპასუხა, რომ იგი არ უწამებიათ და რომ ინფორმაცია იყო ცრუ. ვალერი გრიგალაშვილი და იუსტიციის სამინისტროს სამკურნალო დაწესებულების უფროსი, რომელიც პასუხისმგებელია პატიმართა ჯანმრთელობაზე, სკეპტიკურად მიუდგნენ მსხვერპლის სამედიცინო შემოწმების საკითხს. როგორც გადმოგვცეს, ვალერი გრიგალაშვილმა ივლისში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ მოლაშვილის სხეულის დაზიანებებთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და რომ გამოძიება დაადგენს დაზიანებათა მიზეზებს. გამოძიება დაიწყო 2004 წლის 5 ივლისს.

OMCT-ს სურს გამოხატოს ღრმა შეშფოთება სულხან მოლაშვილის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ხელშეუხებლობის გამო და მოითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას კანონიერი ბრალდების უქონლობის გამო, თანახმად საერთაშორისო კანონებისა და სტანდარტებისა. ან იმ შემთხვევაში თუ არსებობს მისი ბრალდების იურიდიული საფუძველი, გასამართლდეს მიუკერძოებელი და კომპეტენტური სასამართლოს წინაშე და უზრუნველყონ მისი პროცედურული უფლებების დაცვა ნებისმიერ დროს და შემთხვევაში. OMCT საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ასევე მოითხოვს უზრუნველყონ, რომ სულხან მოლაშვილის სხეულზე აღბეჭდილი დაზიანებების მიზეზების დადგენის მიზნით მიმდინარე გამოძიება წარიმართოს სრულყოფილად და მიუკერძოებლად, რათა დადგეს შესაბამისი სასამართლო პასუხისმგებლობის საკითხი და მიმართონ სისხლის სამართლისა თუ ადმინისტრაციულ სანქციებს, რაც გათვალისწინებულია კანონით და უზრუნველყონ მსხვერპლი შესაბამისი კომპენსაციით.

დიდი მადლობა ყურადღებისადმი აღნიშნული საკითხის მიმართ.

პატივისცემით,

ერიკ სოტასი,

დირექტორი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 229
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Saturn

ხოდა გითხარი რატომაც არ აქვთ. არასდროს არ ყოფილან ისეთ სამუშაოზე სადაც შეიძლებოდა კორუფციის საშუალებით ფულის შოვნა.

უშიშროების მინისტრის მოადგილეობა არის თუ კორუფციული თანამდებობა სურვილის შემთხვეაში? თან ედიკას დროს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმისათვის რომ ტყე დავიცვათ ჯერ ტყე კი არ უნდა გაიჩეხოს, არამედ ტყის აჩეხვა უნდა აიკრძალოს. მაგარი სიტყვებია "ჩქიმი პაკაყუხა" 056.gif

:D :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ასე მგონია, ბაბუაგიორგის ნიკი პადოშამ მიითვისა :D

ნუ განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ პადოშას ასეტი სიტყვიბი არაც არასოდეს უთქვამს, არამედ მის ახალგზრდულ პადოშიზმშიც კი არ დასიზმრებია.

ამიტომ არის პადოშა პადოშა და მაბუაგიორგი ბაბუაგიორგი. "ჩქიმი პაკაზუხა".

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

უშიშროების მინისტრის მოადგილეობა არის თუ კორუფციული თანამდებობა სურვილის შემთხვეაში? თან ედიკას დროს?

რამდენად სტოვებს ალასანია უფულო კაცის შთაბეჭდილებას?

ეხლა არც შენ იცი და არს სხვამ რა ფარა უდევს, სად უდევს და რატომ უდევს.

კორუმპირებულია ნაცებთან მომუშავე 99%-ი

რომ დავიჯერო რომ არ არის კორუმპირებული, მაშინ იმ კორუმპირებულების სამართალში მიცემაზე უნდა იყოს თანახმა.

ხო და დღემდე მაგას ვკამათობთ აქ, რომ თანახმა არაათქო.

ხო და პოლიციელი ვთქვათ ქურდს რა შემთხვევაში არ აპატიმრებს დაბა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

სტრასბურგში უნდა ეჩივლა მოლაშვილს, მაგარ ფულებს აახევდა

აბა რატომ გამოუშვეს? :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო Siknadmo

თქვენ რომ წესიერად შეგეძლოთ პოსტების წაკითხვა მიხვდებოდით რომ მე ვწერდი არა იმაზე აწამეს თუ არ აწამეს მოლაშვილი და ექცეოდნენ თუ არა მას არადამიანურად და დასაბუთებულად იყო თუ არა ფორმალური მხრივ დაკავებული, არამედ იმაზე იყო თუ არა მოლაშვილი კორუფციაში ჩართული

მაგრამ თქვენ რა უნდა მოგკითხოთ ადამიანმა როცა ჩემ პოსტის დანახვაზე მიშა მიშას გაიძახი სულ :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

კომპენსაციაც მისცეს?

არ მახსოვს, რომ გამოვიდა გრეჩიხასთან იყო კამერაში და მაგრა აფურთხა მიშას , :D

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

2 კითხვა მაქვს:

1------"- სმაილი -ჩქიმი პაკაზუხა" ხომ გვჭირდება?

2-------ალასანია -ს ვინც არ ვაძლევთ ხმას შეიძლება ვპოსტოთ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უშიშროების მინისტრის მოადგილეობა არის თუ კორუფციული თანამდებობა სურვილის შემთხვეაში? თან ედიკას დროს?

პანკისი უშიშროებამ შექმნა და ჩაკეტა, რადგან მანდ იყო ჰეროინის დიდი რაოდენობის ბრუნვა. დიდი ფული მოიჭრა პანკისში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგრამ თქვენ რა უნდა მოგკითხოთ ადამიანმა როცა ჩემ პოსტის დანახვაზე მიშა მიშას გაიძახი სულ :D

მაგაზე არ ინერვიულო ბატონოჩემო. უკევ ნელ-ნელა იცვლიან ჩვევებს და მალე მიშას მაგივრად იკა, იკას გავიგონებთ. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

არ მახსოვს, რომ გამოვიდა გრეჩიხასთან იყო კამერაში და მაგრამ აფურთხა მიშას ,

ეგ მეც მახსოვს,

შალვა რამისვილს მისცეს კომპენსაცია პირობებზე, კამერაში ბევრი ვიჯექითო, და მაგას უფრო მეტს მისცემდნენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

aiv

თქვენ რა უნდა მოგკითხოთ ადამიანმა როცა ჩემ პოსტის დანახვაზე მიშა მიშას გაიძახი სულ

ხო სჭირს ეგ დაავადება სიკნადმოს და არა მხოლოდ შენს პოსტებზე :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...