planetanews Posted May 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 18, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/natelashvili34-150x150.jpg“ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი ოპოზიციას კიდევ ერთხელ არჩევნების ბოიკოტირებას თხოვს. ამის შესახებ, ნათელაშვილმა დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პარტიის ლიდერის განცხადებით, ოპოზიციის თვითმართვეკლობის არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში სააკაშვილი არათუ 2010 წლამდე დარჩება ხელისუფლებაში, არამედ 2010 წლის მერე საქართველოს პრემიერად დაუბრუნდება პრეზიდენტის უფლებებით. “მე ვთხოვ და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციას არ გაებნენ საკაშვილის მიერ დაგებულ ხაფანგში, რადგან ეს მათი გარდაუვალი დასასრული იქნება”_ განაცხადა ნათელაშვილმა. მისი თქმით, საქართველოს გადარჩენა დღეს არა არჩევნებში მონაწილეობაში არამედ მის ბოიკოტირებაშია. ნათელაშვილის თქმით, როგორც კი ავტორიტეტული, ოპოზიციური პარტიები უარს იტყვიან არჩევნებში მონაწილეობაზე, დაუყონებლივ დაინიშნება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს კანდიდატურის მოხსნის ვადა 21 მაისს ეწურებათ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts