planetanews Posted May 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 18, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/cagara-150x150.jpgოპოზიციონერი დეპუტატი გია ცაგარეიშვილი 13 მარტის ,,მოდელირებულ ქრონიკასთან’’ დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტის პროცედურების დაწყების ინიციატივით გამოდის. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ცაგარეიშვილმა განაცხადა, უკვე არსებობს, ევროპაში ავტორიტეტული ექსპერტების დასკვნა, არველაძე-წამალაშვილის ცნობილი აუდიო ჩანაწერის ექსპერტიზის შესახებ, რომელიც ამ ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს. ცაგარეიშვილის განმარტებით, საექსპერტო კომპანია ,,ჯი-პი-დაბლიუს’’ მიერ დადებული დასკვნის თანახმად, სააკაშვილმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 63-ე და 75-ე მუხლები და პრეზიდენტის ქმედებაში ასევე შეინიშნება სისხლის სამართლის კოდექსის დანაშაულების ნიშნები. კერძოდ, 154-ე ჟურნალისტისათვის საქმიანობაში ხელის შეშლა; 190-ე კანონიერი სამეწარმეო საქმიანობის ხელის შეშლა; 323-ე ტერორისტული აქტი; 333-ე სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება; 337-ე სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა. ცაგარეიშვილი დეპუტატებს მოვუწოდებს, ექსპერტიზის დასკვნები ნახონ და აღნიშნულ ინიციატივას შეუერთდნენ. ,,ამით კიდევ ერთხელ მოხდება ლუსტრირება, თუ ვის უნდა, რომ ჰყავდეს ავაზაკი პრეზიდენტი ქვეყნის სათავეში’’, – განაცხადა ცაგარეიშვილმა. დეპუტატის ინფორმაციით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის ინიციატივას მხარს უჭერს ,,ალიანსი საქართველოსათვის’’ და მისი ლიდერი ირაკლი ალასანია. შეგახსენებთ, რომ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებისათვის, წარდგინებას 50 დეპუტატმა უნდა მოაწეროს ხელი. თუმცა, პარლამენტში ,,ლეიბორისტული პარტიის’’ მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის ინიციატივას ამ მოწვევის პარლამენტში მხოლოდ სამმა დეპუტატმა მოაწერა ხელი. კერძოდ გია ცაგარეიშვილმა, პეტრე მამრაძემ და ცაგერის მაჟორიტარმა კარლო კოპალიანმა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts