planetanews Posted May 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 18, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/muxrani-150x150.jpgმუხრან მაჭავარიანს მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. როგორც თბილისის მერმა გიგი უგულავამ დღეს ფილარმონიაში წიგნის XII საერთაშორისო ფესტივალის გახსნაზე განაცხადა, პანთეონი დაიხურა, თუმცა მერიის გადაწყვეტილებით ეს გამონაკლისი დაიშვება. უგულავას თქმით, მუხრან მაჭავარიანის გარდაცვალება დიდი ტკივილი და დანაკარგია ქართული კულტურისთვის. ხოლო ის გადაწყვეტილება, რომ პოეტი მთაწმინდაზე დაეკრძალათ ოჯახთან შეთანხმებით მიიღეს. “ისეთი გამორჩეული პოეტი და საზოგადო მოღვაწე, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია ეროვნული მოძრაობა, ქართული ლექსის სხვა სიმაღლესა და რანგში აყვანა, უნდა გამოინახოს ადგილი მთაწმინდაზე”,- განაცხადა უგულავამ. მუხრან მაჭავარიანი გუშინ რუსთაველის თეატრის სცენაზე გარდაიცვალა. პოეტი ფრიდონ ხალვაშის 85 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე სიტყვით გამოდიოდა, როდესაც ცუდად გახდა. მას სავარაუდოდ 22 მაისს დაკრძალავენ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts