Jump to content
Planeta.Ge

რესპუბლიკელები: ახმეტაში სოციალურად დაუცველებს ნაცმოძრაობის შეხვედრებზე დასწრებას ავალდებულებენ


Recommended Posts

ახმეტაში, სოციალურად დაუცველებს, რომლებიც სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საარსებო შემწეობებს იღებენ, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების წინასაარჩევნო შეხვედრებზე დასწრებას ავალდებულებენ. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ალიანსი საქართველოსთვის“ ახმეტის საარჩევნო შტაბიდან აცნობეს, დღეს კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი, რომელიც სახელისუფლებო პარტიის კახეთის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს, ჟალურის უბანში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებსა და ამომრჩევლებს შეხვდა.

 

 

„შეხვედრამდე ორი საათით ადრე სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურმა აგენტმა თენგიზ იოსებაშვილმა კარდაკარ ჩამოიარა და სოციალურად დაუცველები გააფრთხილა შეხვედრაზე მისულიყვნენ“, - აღნიშნეს „ალიანსი საქართველოსთვის“ საარჩევნო შტაბში.

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიაში სოციალური აგენტის მონაწილეობის შესახებ, სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის განყოფილებაში კომენტარი არ გააკეთეს.

 

 

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...