Jump to content
Planeta.Ge

რესპუბლიკელები: გულიკო ზუმბაძე ხელისუფლებას სკოლის ტერიტორიის მიტაცების მცდელობაში ადანაშაულებს


Recommended Posts

„ალიანსი საქართველოსთვის“ მაჟორიტარმა კანდიდატმა სამგორში გულიკო ზუმბაძემ პრესრელიზი გაავრცელა: „78-ე საჯარო სკოლა ბოლო 4-5 წლის განმავლობაში „იაკობ გოგებაშვილის“ პროექტის ფარგლებში საფუძვლიანად გარემონტდა და სოლიდური თანხები დაიხარჯა. 2008 წლის 8 აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების შედეგად დაზარალებული მოქალაქეების განთავსების გამო, განათლების სამინისტროს მიერ #78 სკოლამ სასწავლო პროცესი #160 საჯარო სკოლაში გააგრძელა, ხოლო 2010 წლის ოქტომბერში – #106 საჯარო სკოლაში. იმავე წლის დეკემბერში მასწავლებლებს და მშობლებს გამოუცხადეს, რომ #78 სკოლა ავარიულობის გამო უერთდება #106 საჯარო სკოლას, რამაც გამოიწვია მშობლებისა და მასწავლებლების უკმაყოფილება.

 

 

საპროტესტო წერილები გაიგზავნა საქართველოს პრეზიდენტთან, ქალაქის მერთან, პროფკავშირულ ორგანიზაციაში და განათლების სამინისტროში, მაგრამ ჯერჯერობით ყურადღება არავის მიუქცევია.

 

 

ვუერთდები მშობლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლების მოთხოვნას, გამოიყოს კომპეტენტური კომისია, შემოვიდეს კონტროლის პალატა და ჩატარდეს ჟურნალისტური გამოძიება, თუ რამდენად სწორად არის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი და გახარჯული თანხები და რამდენად სწორია გარემონტებული სკოლის სრული დემონტაჟი.

 

 

მიმაჩნია, რომ ადგილი აქვს ხელისუფლების მხრიდან სკოლის ტერიტორიის მიტაცების მცდელობას.

 

 

სკოლა უნდა შეუნარჩუნდეს დასახლებას, ვინაიდან მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული #82 საჯარო სკოლა მოსწავლეებით ძალიან გადატვირთულია, ხოლო #106 საჯარო სკოლა საკმაოდ მოშორებულია“.

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...