lasha_alo Posted May 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 18, 2010 (edited) აქართველოს მოქალაქეთა კავშირი(სმკ) - მემარცხენე-ცენტრისტული მიმართულების პარტია საქართველოში. არსებობდა 1993-2003 წლებში და წარმოადგენდა ყველაზე გავლენიან პარტიას, პარტიის დამფუძნებელი იყო საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.ისტორია [რედაქტირება] 1993 წელს მოქალაქეთა კავშირი ჩამოყალიბდა პარტიების: „თბილისის მოქალაქეები“, „ერთობა და კეთილდღეობა“ და „მწვანეების“ გაერთიანებით. პარტიას 32 000-მდე წევრი ჰყავდა, მათ შორის 9 600 ქალი. პარტიის თავმჯდომარე 1993-1995 წლებში იყო ედუარდ შევარდნაძე. 1995 წელს საქართველოს კონსტიტუციამ აკრძალა პრეზიდენტის მიერ პარტიული თანამდებობის დაკავება. მიუხედავად ამისა, საქართველოს მოქალაქეთა კავშირი კვლავ ასოცირდებოდა შევარდნაძესთან. მის შემდეგ პარტიაში ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო ზურაბ ჟვანია - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. 1995 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ მიიღო ხმათა 21,3%, ხოლო 1999 წლის ოქტომბრის არჩევნებში - 41,8%. მიუხედავად პარლამენტში მოპოვებული მნიშვნელოვანი უმრავლესობისა, პარტიამ დაშლა დაიწყო 2001 წლიდან. თავდაპირველად მას გამოეყო ახალგაზრდა მეწარმეთა ჯგუფი დავით გამყრელიძისა და ლევან გაჩეჩილაძის მეთაურობით, რომელთაც შექმნეს პარტია ახალი მემარჯვენეები. ამის შემდეგ მოქალაქეთა კავშირიდან გავიდა რადიკალურ რეფორმატორთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით, მათ შექმნეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. 2002 წელსპარტია დატოვა რეფორმატორთა კიდევ ერთმა ჯგუფმა ზურაბ ჟვანიას მეთაურობით. ეს უკანასკნელნი სასამართლო წესით მოითხოვდნენ, რომ სახელწოდება "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი" მათ გამოეყენებინათ, მაგრამ ამას ვერ მიაღწიეს. მაშინ ჟვანიამ დააარსა პარტია "თავისუფალი დემოკრატები", რომელიც 2004 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, შეუერთდა ნაციონალურ მოძრაობას. მნიშვნელოვნად დასუსუტებულმა საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა ცუდი შედეგები აჩვენა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 2002 წელს. საქართველოს თვითმმართველ ერთეულებში მან უმნიშვნელო წარმომადგენლობები მოიპოვა, ხოლო თბილისში მიიღო ხმათა 3% და ვერ გადალახა 5%-იანი ზღვარი. 2003 წლის ნოემბრის არჩვენებისთვის პარტია ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიასთან, სოციალისტურ პარტიასთან და სხვა პარტიებთან ერთად გაწევრიანდა ბლოკში "ახალი საქართველოსთვის", რომელმაც, ოფიციალური მონაცემებით ხმათა 21,% მიიღო. არჩევნების ასეთმა შედეგმა საყოველთა მღელვარება გამოიწვია, რაც ვარდების რევოლუციით დასრულდა. შევარდნაძის ტანამდებობიდან გადადგომის შემდეგ საქართველოს მოქალაქეთა კავშირი დაიშალა.პოლიტიკური პლატფორმა [რედაქტირება] პარტიის ლოზუნგი იყო "ღირსეული პრეზიდენტი და ღირსეული პარლამენტი ძლიერი საქართველოსთვის". მისი მიზნები იყო დემოკრატიული, დამოუკიდებელი და ეკონომიკურად ძლიერი საქართველოს აშენება, მოქალაქქეთა უფლებების დაცვა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. პარტიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოში სტაბილურობისა და წესრიგის დამყარებაში, ჩართო საქართველო TRACECA-სა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის საერთაოშორისო პროექტებში. მოქალეთა კავშირი სარგებლობდა დამკვირვებლის სტატუსით სოციალისტურ ინტერნაციონალში, ჰქონდა კავშირები გერმანიის და დანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიებთან, ბრიტანეთის ლეიბორისტულ პარტიასთან, აზერბაიჯანის "ახალ აზერბაიჯანთან".ნაციონალური მოძრაობა -ნაციონალური მოძრაობა შეიქმნა 2001 წლის ოქტომბერში მიხეილ სააკაშვილის მიერ. 2002 წელს შექმნა ბლოკი კონსერვატორებთან და რესპუბლიკელებთან ერთად. ბლოკმა 2002 წლის ადგილობრივ არჩევნებში წარმატებას მიაღწია თბილისის მასშტაბით, მიიღო რა ხმების 24% და გაიყო გამარჯვება ლეიბორისტულ პარტიასთან. ამ უკანასკნელთან პოლიტიკური გარიგების შედეგად მიხეილ სააკაშვილი გახდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე. სააკაშვილი თბილისის საკრებულოში მოღვაწეობამ გაზარდა პარტიისა და ბლოკის პოპულარობა. უკვე 2003 წლის ნოემბრის არჩევნებში ბლოკი ალტერნატიული ხმის დათვლისა და ეგზიტ-პოლების შედეგებით იყო გამარჯვებული ხმათა 27%-ით.მაგრამ ოფიციალური მონაცემები კარდინალურად განსხვავებული იყო. ამის გამო ბლოკი გახდა ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანოზატორი "თავისუფალ დემოკრატებთან" (ზურაბ ჟვანია) და "ტრადიციონალისტებთან" (აკაკი ასათიანი) ერთად. საპროტესტო აქციები ვარდების რევოლუციით დასრულდა, რამაც კვლავ გაზარდა პარტიის ავტორიტეტი, ხოლო მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი გახდა საქართველოს პრეზიდენტი 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 96%-ით. ამავე დროს ერთ პარტიად გაერთიანდნენ ნაციონალური მოძრაობა და "თავისუფალი დემოკრატები". 2004 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბლოკმა ”ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები” მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა ხმათა 66,2%-ით. ამ დროს პარტიის პოპულარობის პიკი იყო. იმავე წლის გაზაფხულზე ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობა შეწყვიტეს ადრინდელმა პარტნიორებმა: კონსერვატორებმა და რესპუბლიკელებმა. ამას ხელი არ შეუშლია ნაციონალური მოძრაობისთვის მოეგო 2005 წლის შუალედური არჩეევნები ხუთივე საარჩევნო ოლქში და მოეგო 2006 წლის ადგილობრივი არჩევნები. პარტიამ მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღო ხმათა დაახლოებით 60% და მოიპოვა აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში. 2007 წელს პარტიას გამოეყო წევრთა ჯგუფი, მათ შორის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი. მათ ჩამოაყალიბეს მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის. ამის მიუხედავად პარტიამ წარმატება მოიპოვა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, როცა მისი კანდიდატი, მიხეილ სააკაშვილი, კვლავ აირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად ხმათა 53%-ით. იმავე წელს საპარლამენტო არჩევნებში ნაციოონალურმა მოძრაობამ მიიღო ხმათა 59,18% და კვლავ მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში.[1] 2008 წლის შემოდგომაზე ნაციონალური მოძრაობა კვლად დატოვა წევრთა ჯგუფმა. ერთმა ნაწილმა ჩამოაყალიბა დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო ნინო ბურჯანაძის მეთაურობით. ეს უკანასკნელი არასდროს ყოფილა ნაციონალური მოძრაობის წევრი, მაგრამ 2004 წლიდან მჭიდროდ ასოცირდებოდა მასთან. ხოლო მეორე ნაწილმა ყოფილი პრემიერ მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის მთაურობით შექმნა მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის. 2009 წელს ნაციონალურ მოძრაობასთან ადრე ასოცირებულმა კიდევ ერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ შექმნა პარტია ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები.პოლიტიკური პლატფორმა [რედაქტირება] ნაციონალური მოძრაობის პლაკატი, გამოხატავს ნატოსთან ინტეგრაციის მხარდაჭერას. ნაციონალური მოძრაობა მემარჯვენე-ცენტრისტული მიმართულებისა პარტიაა. ის აქტიურად ეწევა პატრიოტიზმის იდეოლოგიურ პროპაგანდას (პროგრამები: "პატრიოტი", "პატრინოტი", ""ტაძარი"). პარტიას მოღვაწეობის ამ ეტაპზე ორი ძირითადი პრიორიტეტი აქვს: ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესება. საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტებია: სახელმწიფო ინსტიტუტების რადიკალურ რეფორმები, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, საქართველოს შეიარაღებული ძალების რეფორმა, საბაზრო ეკონომიკა. საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებია: ნატოსთან ინტეგრაცია, აშშ-სთან მჭიდრო სტრატეგიული ურთიერთობები და ევროკავშირთან დაახლოება.ბაბუაზე არ ვილაპარაკებ .მიხვდებით თვითონ ვიპოვოთ 5 განსხვავება......გაჭირდება მაგრამ მაინც ...მე სამი ვნახესახელწოდება,თავმჯდომარე,მემარცხენეობა-მემარჯვენეობას შორის ფსევდოსხვაობა..... Edited May 18, 2010 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted May 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 18, 2010 ლო წარმომადგენლობები მოიპოვა, ხოლო თბილისში მიიღო ხმათა 3% და ვერ გადალახა 5%-იანი ზღვარი. 2003 წლის ნოემბრის არჩვენებისთვის პარტია ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიასთან, სოციალისტურ პარტიასთან და სხვა პარტიებთან ერთად გაწევრიანდა ბლოკში "ახალი საქართველოსთვის", რომელმაც, ოფიციალური მონაცემებით ხმათა 21,% მიიღო.არადა, მიიღებდა...რა გვერევულიციებოდა ა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted May 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 18, 2010 lasha_alo ზღაპარი გამახსენდა ცხრათავიან გველეშაპზე-მოაჭრი ერთს, ამოდის ორი. სახელ და სახე შეცვლილი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted May 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 18, 2010 mtidan ზღაპარი გამახსენდა ცხრათავიან გველეშაპზე-მოაჭრი ერთს, ამოდის ორი. სახელ და სახე შეცვლილი.სისტემაა შესაცვლელი! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.