Siknadmo Posted May 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 18, 2010 asds თბილისი კონფედერაციის დედაქალაქი იქნება (ია ტაკ დუმაიუ) ხოდა სოციალური პროექტები თანაბრად დაფინანსდება ფედერალური ბიუჯეტიდან, ეგ არის რომა საქართველოს ტერიტორიული სიდიდის გამო რათქმაუნდა ხარჯების ძირითადი ნაწილი მასზე მოვა. ფედერალურ ბიუჯეტში ფინანსების დიდი ნაწილის შეტანაც საქართველოს მოუწევს, თუმცა აფხაზეთიცა და სამხრეთ ოსეთიც ისევე იზრუნებენ ფედერალური ბიუჯეტის შევსებაზე. მოკლედ ეხლა მაგაზე საუბარი ნაადრევია მაგრამ წარმოდგენისთვის გაერთიანებული სამეფო შეიძლება განვიხილოთ მომავალი კონფედერაციის მაგალითად. ვგონებ რომ სადღაც დაახლოებით მაგ გზით უნდა წავიდეთ.კონფედერაციის მიზანი არ მესმის, სამი დამოუკიდებელი ქვეყანა თუკი იქნება, ისედაც მოაგვარებენ, თუკი სურვილი ექნებათ ერთმანეთს შორის ურთიერთობებს, შესაძლოა იყოს უვიზო მიმოსვლა,მე არ მესმის ქართველებს რაში გვაწყობს, შესაძლოა აფხაზებსა და ოსებს რაღაც ინტერესები ჰქონდეთ, რომ მერე ვთქვათ უფრო ადვილი იყოს მათთვის დამოუკიდებლობის მიღწევა მაგრამ ქართულ ინტრესს მე ვერ ვხედავ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted May 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 18, 2010 Siknadmo კონფედერაციის მიზანი არ მესმის, სამი დამოუკიდებელი ქვეყანა თუკი იქნება, ისედაც მოაგვარებენ, თუკი სურვილი ექნებათ ერთმანეთს შორის ურთიერთობებს, შესაძლოა იყოს უვიზო მიმოსვლა,მე არ მესმის ქართველებს რაში გვაწყობს, შესაძლოა აფხაზებსა და ოსებს რაღაც ინტერესები ჰქონდეთ, რომ მერე ვთქვათ უფრო ადვილი იყოს მათთვის დამოუკიდებლობის მიღწევა მაგრამ ქართულ ინტრესს მე ვერ ვხედავსაქართველოს უპირველესი ინტერესი ის არის ან ის უნდა იყოს ვგონებ რომ ეთნოკომფლიქტებისა და სამოქალაქო ომების ხანიდან მშვიდობიანი განვითარების ეპოქაში შევიდეს. კონფედერაცია ამის საშუალებას იძლევა პირველ რიგში. თუ საქართვეოში მშვიდობა დაისადგურებს მერე გრძელვადიანი ინვესტიციებიც შეიძლება ეღირსოს რეალურ ეკონომიკას და დემოკრატიული/მშვიდობიანი განვიარების პირობებში ევროკავშირთან მჭიდრო პოლიტიკურ ეკონომიკური კავშირიც. თუ კონფედერაცია არ იქნება ესეიგი არ დარეგულირდება კონფლიქტები და შესაბამისად საქართველო კონფლიქტურ "რეგიონად" და არასტაბილურ პარტნიორად დარჩება, რაც საბოლოო ჯამში იმაზე უარეს შედეგებს მოიტანს რაც კონფლიქტების წინა ოც წლიანმა პერიოდმა მოიტანა. ფუნდამენტალური მნიშვნელობის საკითხია იმაში ჩამოყალიბება თუ რა არის სახელმწიფო ქართული საზოგადოებისთვის და რა მისწრაფებები აქვს ქართულ საზოგადოებას. თუ მოსახლეობას უნიტარული ქართული სახემწიფოს იდეა მიაჩნია მისაღებად მხოლოდ, მაშინ იქნება კიდევ ღმერთმა იცის რამდენი ომი, იქნება მუდმივი დაძაბულობა ქვეყანაში და სადღაც დაახლოებით ისეთივე სიტუაცია, როგორიც დღეს არის. ეს რათქმაუნდა ზე სახელმწიფოებმა საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება თუ გადაწყვიტეს. რავიცი არჩევანი ქართულმა საზოგადოებამ უნდა გააკეთოს. ამ არჩევანზე იქნება დამოკიდებული მოვლენების მომავალი განვითარებაც .. რაც შეეხება საშიშროებას იმისა რომ კონფედერაცია ცხინვალსა და სოხუმს იურიდიულად გაუფორმებს დამოუკიდებლობას და ვგონებ რომ კონფედერაციული მოდელის განხილვის პროცესში ეს საკითხიც იქნება გათვალისწინებული და კონფედერაციის სუბიექტები ნებაყოფლობით გამოაცხადებენ მორატორიუმს კონფედერაციის დატოვებაზე სულ ცოტა 15-25 წლით. თუ ამ პერიოდშიც ვერ მოახერხეს მხარეებმა საერთო ენის გამონახვა მაშინ არ ვიცი.. მაშინ არ ყოფილა საშველი და ალბათ ცალ ცალკე უნდა იცხოვრონ ამ ხალხებმა.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.