planetanews Posted May 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2010 დღეს, 17 მაისს, ბლოკი „ალიანსი საქართველოსთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა კრწანისის ოლქში სოფიო ხორგუანმა საკუთარი სარეკლამო პლაკატების გაკვრის აქცია სიმბოლურად, ზემო ფონიჭალიდან, იმ ადგილიდან დაიწყო, სადაც მისი ოფიციალური წარდგენა მოხდა. სოფიო ხორგუანის თქმით, „დღისით, მზისით პლაკატების გაკვრა არის მისი წინასაარჩევნო კამპანიის გამჭვირვალობის, კანონმორჩილების დადასტურება. ჩვენ არ ვიყენებთ აკრძალულ მეთოდებს და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც მხოლოდ კანონიერი გზით ვაპირებთ ჩვენი საარჩევნო დაპირებების შესრულებას“. რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებმა სოფიო ხორგუანის პლაკატები ჩამოხიეს. ქალბატონებმა ეს ფაქტი ტელეკამერების წინაც დაადასტურეს. ნაცმოძრაობის წარმომადგენლები გამომწვევად იქცეოდნენ, სიტუაციის დაძაბვასა და პროვოკაციის მოწყობას ცდილობდნენ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბრძოლა წესების გარეშე გრძელდება. თუმცა სოფიო ხორგუანი პოზიციას არ ცვლის და გამარჯვებას მხოლოდ კანონის დაცვითა და წინასაარჩევნო პროგრამით ცდილობს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts