newstudio Posted May 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2010 სცენაზე გარდაცვლილაო ვუსამძიმრებ....http://burusi.files.wordpress.com/2009/09/46b_muxran-machavariani.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted May 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2010 (edited) მაგრად დამწყდა გული . ძალიან მაგარი კაცი იყო. ნამდვილი პატრიოტი და ერისკაცი Edited May 17, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted May 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2010 (edited) სცენაზე გარდაცვლილაოსაწყალი..კარგი კაცი იყო,კარგად ვიცნობდი.. Edited May 17, 2010 by გიორგი68 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted May 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2010 სამწუხაროა კიდევ ერთმა გენიალურმა ადამიანმა დაგვტოვა ვუსამძიმრებ მის ოჯახს და საქართველოს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted May 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2010 სამძიმარი ოჯახს.გულდასწყვეტი ამბეა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted May 17, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2010 ცნობილი ქართველი პოეტი მუხრან მაჭავარიანი დღეს საღამოს, რუსთაველის თეატრის სცენაზე, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. მუხრან მაჭავარიანი რუსთაველის თეატრში პოეტ ფრიდონ ხალვაშის 85 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოს ეწრებოდა. პოეტი სცენაზე მისასალმებელი სიტყვის სათქმელად ავიდა. თუმცა მალევე შეუძლოდ გახდა და სცენაზე წაიქცა. სასწრაფო დახმარების ექიმებმა მაჭავარიანის გადარჩენა ვერ შეძლეს. წინასწარი ინფორმაციით, პოეტი გულის შეტევით ადგილზევე გარდაიცვალა. მუხრან მაჭავარიანი საჩხერის რაიონის სოფელ არგვეთაში 1929 წლის 12 აპრილს დაიბადა. 1954 წელს დაამთავრა თსუ - ის ფილოლოგიური ფაკულტეტი. იყო ჟურნალების ~პიონერის“, “დილის”, მოგვიანებით კი “საუნჯის” მთავარი რედაქტორი. პირველი ლექსები 1952 წელს გამოაქვეყნა, პირველი წიგნი “ლექსები“ – 1955წ. 1958 წელს გამოვიდა პოეტის 2 კრებული - „წითელი მზე და მწვანე ბალახი“ და „სიჩუმე უშენოდ“, რომელიც რუსულად ევგენი ევტუშენკომ თარგმნა. ამ კრებულისათვის მუხრან მაჭავარიანს ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალის ლაურიატის წოდება მიენიჭა. მომდევნო კრებულები ~ლექსები, პოემა“ დაიბეჭდა 1962წ. ~იარონ“ – 1970 წელს; ~თქვი“ – 1971წ.; ~ვინც იყო, იგი რომ არა...“ – 1973 წ.; ~დუმილი რეკავს“ – 1974წ.; ~ლექსები“ – 1976წ.; ~ერთტომეული“ – 1979წ. მუხრან მაჭავარიანის ლექსები ნათარგმნია რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ბულგარულ, ჩეხურ და სხვა ენებზე. პოეტმა 80 წლის იუბილე გასულ წელს მშობლიურ სოფელ არგვეთაში აღნიშნა. მუხრან მაჭავარიანს მაშინ იუბილე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირადად მიულოცა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted May 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2010 ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. დიდი პატრიოტი წავიდა იმქვეყნად. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
erfiro Posted May 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2010 newstudio არგვეთაშიარგვეთში.არგვეთა ზესტაფონშია. ღმერთმა აცხონოს და შეიწყალოს მისი სული! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
maka Posted May 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2010 ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted May 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2010 სამძიმარი საქართველოს... ანდუყაფარო,ლიპარიტო, - დარნო მთათანო,ბაგრატოვანთა ბანოვანის ტანო-ტატანო,ბიჭო სესეო,თოთიკაანთ ქალო მელანო,ვაჟას არწივო,შოთას ვეფხვო,ტატოს მერანო; ბზიფო,ენგურო,ალაზანო,მტკვარო,იორო,აგერ, ახლახან გარდაცვლილო გალაკტიონო;ქინძმარაულო,ტიბაანო, -ღვინოვ კახურო;გამოსროლილო ხევსურეთით ლექსო ხალხურო,დიდო კოლხეთო,დიდო ქართლო,დიდო შამქორო, -ვერ დამადუმონ,ვერ დამძალონ –თუნდა ჩამქოლონ... ვერ შეაჩერებს ვერაფერი სიტყვას გაბედულს – ფრთები მასხია თქვენგნით...მხოლოდ თქვენგნით რამეთუ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted May 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2010 ჩემი ეპიტაფია მუხრან მაჭავარიანი წასაწერი საფლავის ქვის ორივე მხარეზე:(ქვედაზეც, ზედაზეც, —მკვდარმაც რომ წაიკითხოს და ცოცხალმაც) შენი არ იყოს, — ჩემო ირაკლი! —ვერ ვიდევგმირე! — ვერ ვიწინაპრე! —ჭირმა ჩემმა და ჩემმა სილაღემ! —მამულმა შენებრ შემიწირა მე. 1995 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted May 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2010 ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Marta1 Posted May 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2010 საწყალი, გაანათლოს..... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted May 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2010 ((((უკანასკნელი მოჰიკანი..ტანამედროვე ქარტული პოეზიის ოქროს ხანის.... ეხლა მაკასტან ერტად ვიხსენებდი: მისი "დისიდენტური" ლექსი საქარტველო დაღეჭილ თAბახზე ხელნაწერი ხელიდან ხელში რომ გადადიოდა სკოლაში.....ვინმეს თუ გაქვთ საშუალება იქნებ დადოტ აქ.................... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted May 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2010 საქართველომუხრან მაჭავარიანი რა წვამ აშკარამ,რა წვამ ფარულმა, რამ გადმოგაგდო,რამ გადმოგხვეწა?-რამ?-სიყვარულმა.მაშ თქვენ ფიქრობთ, რომ არ ჰყოლია მტერი რუსთაველს?არ გაჰქცევია სამშობლოდან სულთა მხუთავებს?და მარტოოდენ უიმედო ტრფობის ბრალიათუ ამ ქართველმა უცხოეთში სული დალია?იქნებ ტრფიალმა გადახვეწა ყველა მელექსე:თეიმურაზი, არჩილ მეფე, ვახტანგ მეექვსე,საბა სულხანი გაახვია ბერის კაბაში,თავშესაფარი დაუკარგა ბესიკ გაბაშვილს,მამულს მოსტაცა სამუდამოდ გურამიშვილიდა ბარათაშვილს ამოხადა სული შიმშილით.იქნებ ტრფიალმა ჭავჭავაძეს ესროლა თყვია,და ან მაჩაბელს გაუწოდა ხელი სამიწე,ან იქნებ მასაც სიყვარულის სახელი ჰქვიარამაც შეშალა მთის არწივი მოჩხუბარიძე.არა, ქართველთ გზა როდის არის ასე იოლი,თვითმკვლელობაა ჩვენში დიდი საქმის დაქყება,სარკმელს გაააღებს გულამღვრეული გალაქტიონიდა ქვაფენილზე შურდულივით დაენარცხება.იქნებ გგონიათ დადუმდეს ენა.ვერ მოესწრებით არა და ვერა,ერეკლე მეფე ხომ არ გგონივართ,თანხმობა მოგცეთ, არა და ვერა,შოთა რომ არა, ტატო რომ არა,ვაჟა რომ არა, კიდევ რომ არა,ესენი როა,ესენი როა, ესენი როა,ახლა კი დროა სოლომონ რომა,კვლავ დაიქუხოს საქართველომა,ირიჟრაჟებს, დილა მოვა კრიალა,ტოროლა ცას შეასკდება იარად,მიწიანა, ჩირგვიანად, ციანად,საქართველო ყვავის ყველაფრიანად,ნაკუწ-ნაკუწ, ნაკუწ-ნაკუწ,კი არასაქართველოს გაუმარჯოს მთლიანად.ტყეებს, ველებს, წყაროს, მდელოს მთლიანად.საქართველოს მოთმინების ფიალას!რა ძნელია საქართველო,მეტეხო და დიღმის ველო,მიდიოდე და ჰფიქრობდეეს არ არის საქართველო. ------- Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.