planetanews Posted May 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 16, 2010 მე ვერ დაგპირდებით უფასო წყალს, გაზსა და ელექტროენერგიას, მაგრამ გპირდებით, შეგიქმნით პირობებს, რომ კომუნალური გადასახადების გადახდა შეძლოთ, – ამის შესახებ, „ალიანსი საქართვეწლოსთვის“ მერობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ ლოტკინის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.ალასანიას თქმით, საზოგადოება წლების განმავლობაში ცრუ დაპირებებს ისმენს და უკვე აქვს იმის გარჩევის უნარი, რა არის რეალისტური და რა – პოპულისტური. „რას გვპირდებიან 20 წელია და რა შეგვისრულეს, ამით უნდა ვიხელმძღვანელოთ 30 მაისს, როცა საარჩევნო უბანზე მივალთ. ჩვენი პროგრამა რეალისტური და ფინანსურად დასაბუთებულია, ამიტომ გავაერთიანოთ ხმები და დავიწყოთ ცვლილება, მოგმართავთ ყველას, ჩვენი არჩევანი ფარული დარჩება, ეს გარანტირებულია“, – აღნიშნა ალასანიამ.მერობის კანდიდატის განცხადებით, „ალიანსი საქართველოსთვის“ პროგრამა ჯანდაცვაზე, სოციალურ საკითხებსა და დასაქმებაზეა ორიენტირებული, „დღეს ხელისუფლებას ხელი აქვს აღებული ამ უბანზე, გზებიც მიტოვებულია და XXI-ე საუკუნეში მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება. ჩვენ ვპირდებით, რომ ვიზრუნებთ მათი ინტერესების დაცვაზე და რეალისტურად განვახორციელებთ ყველა დაპირებას, როცა ადგილობრივ ხელისუფლებაში მოვალთ“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.მოსახლეობამ მერობის კანდიდატს სწორედ წყლის გრაფიკით მიწოდებასა და დაზიანებული გზების შესახებ შესჩივლა. ერთ-ერთი მცხოვრების თხოვნით, ალასანიამ ახლომდებარე ქუჩაზე დაზიანებული გზის მონაკვეთიც მოინახულა, სადაც წყალია დაგუბებული და მოსახლეობას გადაადგილება უჭირიხ ნახეთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts