babuagiorgi Posted May 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2010 ეხლა ამას საკადრისი პასუხი რომ გავცე დამვორნავთ ? დაგვორნავენ გულთან არ მიიტანო, ეგა შაყირობს.ისე კი არის გაქანებული რუსეთუმე, მაგრამ ამავე დროს პატრიოტიცაა.მოკლედ პარადოქსია მეზობელი ფორუმიდან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted May 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2010 აქ არ არის სახელმწიფო გადატრიალებაზე საუბარი. ანტისახელისუფლებო აქციები არ ნიშნავს სახელმწიფო გადატრიალებას შენ იდეას არ ვთვლი სახელმწიფო გადატრიალების მოწოდებათ მე ვიგულისხმე 7-ნოემბერი და სხვა პროვოკაციები გარუსებული ოპოზიციის მხრიდან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ierofant Posted May 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2010 shamili ეხლა ამას საკადრისი პასუხი რომ გავცე დამვორნავთ ?იასნია, დაივორნები და დაიბანები... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted May 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2010 FRIDRIX პირიქით!უნდა ვაღიაროთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და რუსეთი ჩვენი სტრატეგიული ეკონომიკური და სამხედრო მოკავშირე უნდა გახდეს! რუსეთი არ განგვიხილავს ჩვენ როგორც მოკავშირეს პარტნიორს და თანასწორს რუსეთს ჩვენ ვუნდივართ ევროპისა და აზიის კარიბჭეთ რომელსაც როცა უნდა დაკეტავს გააღებს შანტაჟის იარაღად გამოგიყენებს და მონები ვიქნებით მეტს არაფერს არ უდნა ველოდოთ რუსებისგან ჩვენი ურთიერთობა რუსებთან დამთავრებულია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ierofant Posted May 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2010 babuagiorgi გულთან არ მიიტანო, ეგა შაყირობს.ისე კი არის გაქანებული რუსეთუმე, მაგრამ ამავე დროს პატრიოტიცაა.მოკლედ პარადოქსია მეზობელი ფორუმიდან.ვინა, ბიჯო, მე ვარ რუსეთუმე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted May 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2010 babuagiorgi ვინა, ბიჯო, მე ვარ რუსეთუმე? აბა რაზე აბნევ ფორუმის საზოგადოებას? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ierofant Posted May 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2010 (edited) FRIDRIX რუსეთი არ განგვიხილავს ჩვენ როგორც მოკავშირეს პარტნიორს და თანასწორს რუსეთს ჩვენ ვუნდივართ ევროპისა და აზიის კარიბჭეთ რომელსაც როცა უნდა დაკეტავს გააღებს შანტაჟის იარაღად გამოგიყენებს და მონები ვიქნებით მეტს არაფერს არ უდნა ველოდოთ რუსებისგან ჩვენი ურთიერთობა რუსებთან დამთავრებულიაპირიქით, ჩემო კარგო, ახლა იწყება...რუსეთი - ჩვენი მოომავალია და საქართველო-რუსეთის მოკავშირეობა კავკასიის სტაბილურობის და აქედან გამომდინარე მთელი მსოფლიოს უსაფრთხოების გარანტიაა და თან, ორპოლარული მსოფლიო წესრიგისა და გლობალიზაციის სწორი მიმართულებით გავრცელბეის გარანტიაც ამავე დროს... babuagiorgi აბა რაზე აბნევ ფორუმის საზოგადოებას?აბა მაშ რა ვქნა? Edited May 17, 2010 by ierofant Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted May 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2010 შენ იდეას არ ვთვლი სახელმწიფო გადატრიალების მოწოდებათ მე ვიგულისხმე 7-ნოემბერი და სხვა პროვოკაციები გარუსებული ოპოზიციის მხრიდან 7 ნოემბერი აბა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო ხო?დასასჯელი აბა ეს ხალხი. ხო ვარდების რევოლუცია არ იყო სახელმწიფო გადატრიალება?დაისაჯა ვინმე, თუ როგორც რუსები იტყვიან "ადინ რაზ ნე პიდარასტ"? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted May 17, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2010 სპეციალურად ქრონიკული რუსოფილებისთვის ზაქარია ალისქანდერია ერთმორწმუნეობა იმპერიულადრელიგიური პუბლიცისტიკა2010.05.07------------------------------------------------ ერთმორწმუნეობა იმპერიულად ანუ “ჭეშმარიტი” მართლმადიდებლობა და მცხეთის საკათოლიკოსო “ ჩვენთვის სასურველია მოვისმინოთ შენგან,როგორ ფიქრობ; რადგან ჩვენ ვიცი რომ ამ მოძღვრებისშესახებ ყველგან დაობენ”(მოციქულთა საქმე თ.28, მხ. 22) ქრისტეანული აღმსარებლობის შესახებ ბევრი დაწერილა, თქმით კიდევ უფრო მეტი თქმულა და არც ეს წერილი იქნება უკანასკნელი, ვიდრე მეორედ მოსვლამდის.წერილში ერთ კონკრეტულ, ადრექრისტეანულ ხანაში მცხეთის საკათოლიკოსოში განვითარებულ მოვლენეაზე მინდა მკითხველის ყურადღება მივიპყრო. მოვლენაზე რომელიც თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში მიღებულია როგორც ქართლის (მცხეთის) საკათოლიკოსოს თანასწორად აღიარება, პრობიზანტიურ დიოფიზიტურ, ე.წ.მართლმადიდებელ ეკლესიათა მიერ. არადა თუ ამ საკითხის არსში ღრმად ჩავიხედავთ დავრწმუნდებით, რომ თანასწორობის აღიარებაზე მეტად, “ქართლის ეკლესიის სწორ პატივთა თანა ” აღიარება ბიზანტიურ-იმპერიული ეკლესიის (რომლის სამართალმემკვიდრედაც რუსული ეკლესია გვევლინება) მხრიდან, ქართლის ეკლესიაზე და თავისთავად ქვეყანაზეც, გავლენის დამყარებას უფრო ესადაგება ვიდრე თანასწორობის პატივში აყვანას, თუმცა ამაზე ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ.“სწორი პატივის” შესახებ მემატიანე ჯუანშერის თხზულებაშია ( ქ.ც. ტI. გვ. 232 ) მოთხრობილი, თუმცა ყველასთვის თუ არა, ზოგ-ზოგებისთვის ხომ ცნობილია, რომ ეს მონათხრობი ჯუანშერს არ ეკუთვნის და ბევრად უფრო გვიან ხანაში არის ჩართული ვინმე ანონიმი ავტორის მიერ. მოვიყვან მცირეოდენ ამონარიდს ამ ჩანართიდან: “ამას კრების მიერ (ლაპარაკია კონსტანტინე პოგონატის მიერ 680 წელს მოწვეულ საეკლესიო კრებაზე) ბრძანეს ესრეთ წმიდისა ეკლესიისა საქართველოსათვის, (ტერმინი საქართველო XI საუკუნიდან მკვიდრდება, ჯუანშერი კი VIII საუკუნის აქით ვერ გადმოვა, რაც არ უნდა ამტკიცონ ეს მავანმა და მავანმა) რომელ არს წმიდა მცხეთა, რაითა იყოს სწორ პატივთა ვითარცა წმიდანი სამოციქულო კათოლიკე ეკლესიანი”. . .საკითხის არსში უკეთ გარკვევის მიზნით, შიგადაშიგ ისეთ ისტორიულ ექსკურსში მოგვიწევს წასვლა, რომელიც დღესაც დახურულად ითვლება ქრისტეს მრწამსის მატარებელ რიგით აღმსარებელთათვის, ასე რომ აქედანვე მინდა “თავგადაკლულნი” გავაფრთხილო, ვიდრე ანათემას გადამცემენ მანამდე თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში წიგნი წაიკითხონ, მე კი მივყვები ამბის თხრობას; VI მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევა, რომის იმპერიიის საერო ხელისუფალთა ინიციატივით განხორციელდა. ეს ის დრო იყო, როცა იმპერია სახალიფოსთან ბრძოლაში მიყენებულ ჭრილობებს იშუშებდა და თან მსოფლიოს თვალში შერყეული პოზიციების აღდგენასაც ლამობდა, რასაც სხვა გარე ფაქტორებთან ერთად, იმპერიაში არსებული დოგმატური დაპირისპირებაც უშლიდა ხელს, რადგან ლათინურ-ბერძნულ ენოვანი ქრისტეანული ეკლესიის საჭეთმპყრობელნი, ერთმანეთის მიმართ უფროს-უმცროსობაზე დავა-კამათით უფრო იყვნენ დაკავებულნი, ვიდრე საღვთისნიერო საქმის კეთებაზე ფიქრით. კონსტანტინე პოგონატმა* (რომის იმპერატორი 668 - 685 წწ.) 680 წელს, იმპერიის სხვადასხვა კუთხიდან კონსტანტინეპოლში თავი მოუყარა ასსამოცდაათ ეპისკოპოსს. შეკრებილებმა დიდი ბჭობისა და დავა-კამათის შემდეგ მიიღეს დიოფიზიტური* (უფალში ორი ნებისა და ორი ქმედების შესახებ) დოგმატი. ამასთან ერთად კრებამ უპირობოდ აღიარა ეკლესიაზე იმპერატორის უზენაესობა, ხოლო ვინც წინ აღუდგა ამ გადაწყვეტილებებს, ისინი შეაჩვენეს და ეკლესიებიდან განკვეთეს (ძალამ აღმართი ახნა) თუმცა საერო ხელისუფლების ამგვარი ძალისხმევა, მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი, “განსხვავებულად” მოზროვნეების მორჩილებაში მოასყვანად და პოგონატის მემკვიდრე იუსტინიანემ, 691 წელს ისევ მოიწვია მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელმაც მორწმუნე “ მართლმადიდებლებისათვის” ახალი კანონიც კი დაადგინა, თუმცა ამაზე და ამ კანონის არსზე, ოდნავ ქვემოთ. საეკლესიო კრებაზე მიღებულ კანონს ხელი მოაწერეს იქ დამსწრე მღვდელთმთავრებმა. (იხილე დიდი სჯულის კანონი; “საქართველოს ეკლესიის კალენდარი - 1987 წელი” გვ. 343-350) ხელმოწერების გაცნობამ დაგვანახა, რომ მათ შორის არ ფიგურირებს მცხეთის (ქართლის) კათოლიკოსის ხელმოწერა და არც კრების დადგენოლებებში ჩანს სადმე, რომ მცხეთის (ქართლის) კათალიკოსი, პატრიარქთა სწორ პატივში ყოფილიყოს აყვანილი, როგორც გადმოცემულია ეს ამბავი ჩანართის სახით ჯუანშერის მატეანეში. პირველწყაროს, ანუ კრების ოქმებს თუ დავენდობით გამოდის, რომ ქართულ მატეანეში დაცული ცნობა არასწორია, რადგან “პატრიარქთა სწორ პატივში აყვანის” ამბავი კრების ოქმებით არ დასტურდება. ასე რომ “თანასწორობის პატივი” მოგვიანო ხანაში არის შემატებული და ამის შესახებ ქართველი ისტორიკოსები კარგა ხანია საქმის კურსშიც არიან, მაგრამ რატომღაც არა თუ თავს იკავებენ ამ ნაყალბევის გამოაშკარავებისაგან, არამედ პირიქით, ყველა შესაძლო შემთხვევაში ცდილობენ, “სწორი პატივი” უპირობო ჭეშმარიტებად გაასაღონ.ამ წერილის მიზანი ის კი არ არის, თუ რატომ სჩადიან ამას ქართველი ისტორიკოსები ან რისთვის დასჭირდა ჯუანშერის მატიანეში, თხზულების რედაქტორ-გადამწერს ამ ამბის ჩამატება. არა, ეს საკითხი ამ შემთხვევაში მეორე ხარისხოვანია და წერილის გაცნობის შემდეგ მკითხველისათვის ისედაც ყველაფერი ნათელი გახდება, აქ იმის დადგენა უფრო საშურად მიმაჩნია, რა ურთიერთობაში შეიძლებოდა ყოფილიყო მცხეთის საკათოლიკოსო ბერძნულ იმპერიულ ეკლესიასთან და რატომ იხსენიებიან ამ პერიოდის მცხეთელი კათოლიკოსები; თავფეჩაღ II 649-664 დან, ვიდრე პეტრე II 689-720 მდე ცოლოსნებად, თუკი მცხეთის ეკლესიის “სწორ პატივში” ამყვანი, (რომელიც 691/92 წლებში მიმდინარეობდა ტრულის გუმბათიან სამეფო პალატში) ტრულის კრების 12-ე მუხლი, კატეგორიულად კრძალავს უმაღლესი სამღვდელოებისათვის ცოლის ყოლას.რწმენისა და ეკლესიათა მართალ-მტყუანობის საკითხი, ოდიდგან მოყოლებული, დიდ სახელმწიფოთა ინტერესებზე უფრო იყო დამოკიდებული, ვიდრე სარწმუნოებრივ ჭეშმარიტებაზე და დღესაც იგივე მდგომარეობა რომაა, ამას ვგონებ დიდი მტკიცება არ სჭირდება.ჩვენ ისტორიასაც თუ გადავხედავთ დავინახავთ, რომ მცხეთის საკათალიკოსოც არცთუ იშვიათად, იძულებული ხდებოდა ვითარებისდამიხედვით “მართალის” მხარე დაეჭირა. დავიწყოთ იქიდან რომ VI საუკუნის დამდეგიდან, უფრო კონკრეტულად ვახტანგ გორგასლის დაღუპვიდან, ქართლი და საერთოდ თითქმის მთელი სამხრეთი კავკასია, შავიზრვისპირა კოლხეთის გამოკლებით სასანური ირანის სახელმწიფოს უშუალო შემადგენლობაში მოექცა. ეს ის დროა, როცა ირანსა და აღმოსავლეთ რომის იმპერიას შორის დაპირისპირება ახალ ფაზაში გადადის. ორივე იმპერია ეთნიკური თვალსაზრისით ძალზედ ჭრელი იყო და ცენტრალური ხელისუფლების მიმართ ამ ეთნიკურად ჭრელი მოსახლეობის მესვეურთა ლოიალობაზე დიდად იყო დამოკიდებული იმპერიათა წარმატებები თუ წარუმატებლობები. სასანური ირანი, სადაც სახელმწიფო რელიგია მაზდეანობა იყო, ქრისტეანული სარწმუნოების მიმართ ყოველთვის, ან თითქმის ყოველთვის შემწყნარებლობას იჩენდა, ოღონდ ეს შემწყნარებლობა მხოლოდ იმ მიმდინარეობაზე ვრცელდებოდა, რომელსაც აქტიურად უპირისპირდებოდა კონსტანტინეპოლის ეკლესია. ამის დასტურია ჯერ კიდევ ირანის შაჰ კავად I –ის მიერ გამოცემული განკარგულება, რომელიც მის სახელმწიფოში მცხოვრებ ქრისტეან ქვეშევრდომებს ავალდებულებდა დვინის მონოფიზიტურ ეკლესიას დამორჩილებოდნენ. ირანელთა მხრიდან ზურგგამაგრებულმა სომეხმა მონოფიზიტებმა 506 წელს, დვინში საეკლესიო კრება მოიწვიეს და შაჰ კავად I -ს ვერდიქტის წყალობით, ქართლისა და ალბანეთის ეკლესიები დვინელი მონოფიზიტი კათოლიკოსის იურისდიქციას დაუმორჩილეს. სომეხ მონოფიზიტთა გავლენისაგან თავის დაღწევის მცდელობა მცხეთის საკათალიკოსოს ალბათ მრავალჯერ ექნებოდა და როგორც ჩანს VI საუკუნის 70-იან წლებში გარკვეულწილად მიუღწევია კიდევაც ამისთვის, როცა ქართლის კათოლიკოსმა სვიმეონმა 574 წელს უარი შეუთვალა დვინელ მონოფიზიტებს, კონსტანტინეპოლის ქალკედონიტ (და არა დიოფიზიტ) ეკლესიასთან გამართულ დოგმატურ კამათში მხარდაჭერაზე. თუმცა მცხეთის საკათოლიკოსოს სრული დამოუკიდებლობა დვინის მონოფიზიტური ეკლესიისაგან, შედარებით უფრო გვიან განხორციელდა და ამას შემდეგი ფაქტი ადასტურებს; 599 წელს გარდაიცვალა ქართლის ეკლესიის მწყემსთმთავარი, კათოლიკოსი ბართლომე, დვინის მონოფიზიტური ეკლესია აქტიურად ჩაერია ახალი კათოლიკოსის არჩევის საქმეში და მცხეთაში გამართულმა საეკლესიო კრებამ, ქართლის კათოლიკოსად, მონოფიზიტთა წიაღში გამოზრდილი, წარმოშობით ჯავახელი, კირიონი აირჩია. დვინელი მონოფიზიტები იმედოვნებდნენ, რომ მათი წყალობით კათოლიკოსად ხელდასხმული კირიონი, მონოფიზიტობას კიდევ უფრო განამტკიცებდა ქართლის ეკლესიაში, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. კირიონმა არათუ თავი დააღწია დვინელ მონოფიზიტთა გავლენას, არამედ იქით შეავიწროვა ისინი და თავის სამწყსოში საერთოდ აკრძალა მონოფიზიტური ღვთისმსახურება. რასაც მოყვა კიდევაც 608 წლის ცნობილი საეკლესიო განხეთქილება. თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მცხეთის საკათოლიკოსოს დამოუკიდებლობა, დიდხანს არ გაგრძელებულა. 612 წელს ირანელები დიდი ლაშქრით შემოვიდნენ ქართლში და ქვეყანა კვლავ თავიანთ მორჩილებაში მოაქციეს. 614 წელს შაჰმა ხოსრო II ფარვიზმა, წინაპრის მსგავსად ახალი განკარგულება გამოსცა, მის სამეფოში შემავალი ქრისტეანებისათვის, მონოფიზიტური აღმსარებლობის სავალდებულოდ აღიარების შესახებ. ირანის სახელმწიფოს ფარგლებში შემავალი ყველა ქრისტეანული ეკლესიის მეთაურად კი, დვინელი მონოფიზიტი კათოლიკოსი გამოცხადდა. კირიონ ქართლის კათოლიკოსი ამ ამბების შემდეგ ქართლის ეკლესიის სათავეში აღარ ჩანს. (მისი სახელი ძველი ქართული მატეანეებიდანაც გამქრალია) მკვლევარ ზაზა ალექსიძის ვარაუდით, კირიონი ფასისში უნდა გადასულიყო, რომელიც იმ ხანად აღმოსავლეთ რომის (ბიზანტიის) იმპერიის სამფლობელოს წარმოადგენდა, იქიდან კი დიდ ქალაქ ალექსანდრიაში, სადაც სათავეში უნდა ჩადგომოდა იმ საქმეს, რომელიც მონოთელიტური აღმსარებლობის სახელით შემორჩა ისტორიას. მას შემდეგ, რაც რომის იმპერიამ სასანიდური ირანი დაამარცხა (628 წ.), აღიდგინა თავისი უფლებები დაკარგულ ტერიტორიებზე და თავის საზღვრებში ფაქტიურად მთელი ქრისტეანული სამყარო მოაქცია, დღის წესრიგში დადგა ქრისტეს აღმსარებელთა ერთი მიმდინარეობის ქვეშ გაერთიანების საკითხი. ამ საქმის ერთ-ერთ მთავარ იდეოლოგად, ალექსანდრიის პატრიარქი კიროს ფაზისელი მოგვევლინა, რომელსაც დიდ მხარდაჭერას უცხადებდა იმპერატორი ჰერაკლე. ომში გამარჯვებული იმპერატორი იმედოვნებდა, რომ იმპერიის ქრისტეან მოსახლეობას, მონოფიზიტები იქნებოდნენ ისინი თუ ქალკედონიტები (ქალკედონიტებში, ჯერ კიდევ არ იყო მკვეთრი დაპირისპირება მონოთელიტური თუ დიოფიზიტური დოგმატის გამო, რადგან ყველა თანხმდებოდა, რომ ქრისტე ორი ბუნების [ღვთიური და ადამიანური] მატარებელი იყო. რაც შეეხება ნებას, არც ეს საკითხი იწვევდა დიდ დავა-კამათს, რადგან ისედაც ყველასთვის ნათელი იყო, რომ ნება მხოლოდ უფლისმიერი შეიძლება ყოფილიყო) შეარიგებდა და ერთი მრწამსის ქვეშ გააერთიანებდა.ჰერაკლეს მცდელობამ თავდაპირველად მართლაც გამოიღო სასურველი შედეგი და VII საუკუნის 30-იანი წლებში, კონსტანტინეპოლის პატრიარქმა სერგიმ, ალექსანდრიის პატრიარქმა კიროს ფასისელმა, რომის პაპმა ჰონორიუსმა, ანტიოქიის საპატრიარქოს მღვდელთმთავრებმა (იმ ხანად ანტიოქიაში დროებით უპატრიარქობა იყო) და ყოველთა აღმოსავლელთა მონოფიზიტმა პატრიარქმა ეზრამ, მონოთელიტური (ქრისტეში ერთი - უფლისმიერი - ნება და ორი, ღვთიური და ადამიანური ბუნება) მრწამსი აღიარეს, როგორც საყოველთაოდ შემრიგებლური და ჭეშმარიტი სარწმუნოება. {მოგვიანებით დიოფიზიტებმა, ამ შეთანხმების ყველა დოკუმენტი დაწვეს} პატრიართთაგან ვინც თავი გამოიდო და ამ ერთიანობის წინააღმდეგი წავიდა, იერუსალიმის პატრიარქი სოფრომი იყო. (634 – 644) რით იყო გამოწვეული სოფრომის ასეთი თავგადაკლული წინააღმდეგობა, რატომ არ სურდა მას ქრისტიანული სამყაროს ერთობა, თანაც იმ დროს როცა აღმავალი ისლამისტური საფრთხე კარს იყო მომდგარი?! როგორც ჩანს იერუსალიმის პატრიარქ სოფრომს, ეკლესიურ ერთიანობაზე მეტად, საკუთარი ინტერესები უფრო ანაღვლებდა, რაც იმით დასტურდება, რომ სოფრონი გაურიგდა არაბთა სარდალ უმარს და უკვე ალყის მოხსნას და გაცლას, რომ ფიქრობდა (იერუსალიმი კარგად დაცული, წყლით უზრუნველყოფილი და სურსათ-სანოვაგითაც მომარაგებული იყო, მწირი შეიარაღების გამო არაბები ვერ იღებდნენ ქალაქს, მათი უმთავრესი საომარი იარაღი, მშვილდისარი და ხმალი იყო, თანაც მდარე ხარისხის, რადგან დამასკოს და ბასრას ფოლადი ჯერ კიდევ არ იყო გამოჭედილი. სარკინოზებს არც კედლის სანგრევი მანქანები გააჩნდათ და მათი ალყაც შეიძლება ითქვას ფორმალურ ხასიათს ატარებდა) 638 წელს იერუსალიმი ჩააბარა. არაბებმა იერუსალიმი პირწმინდად გაძარცვეს, სოფრონს კი თმის ბეწვიც არ ჩამოვარდნია თავიდან და 644 წლამდე პატრიარქად იჯდა იერუსალიმში. (რუსული საეკლესიო მონაცემებით, სოფრონი 638 წელს არის გარდაცვლილად გამოცხადებული) ახლა ამ ამბავს დროებით თავი დავანებოთ და მოვლენების განვითარებას სხვა კუთხიდან შევხედოთ.აღმოსავლეთის ეკლესიებში მონოთელიტური მოძღვრების აღიარებას, რა თქმა უნდა რომაელთა მიერ (ბიზანტია, მეცნიერული ტერმინია და ის აღ. რომის იმპერიის დამხობიდან ორასი-სამასი წლის შემდეგ შემოდის ხმარებაში) ირანელების დაამარცხებამაც შეუწყო ხელი. ირანის სახელმწიფოში შემავალი მონოფიზიტური ეკლესიები, თანდათანობით მონოთელიტურ აღმსარებლობაზე ექცეოდნენ. აქედან გამომდინარე არ არის გამორიცხული, რომ 629 წელს მცხეთის საკათოლიკოსო ტახტზე აღსაყდრებული თაბორი (629-634) მონოთელიტური აღმსარებლობის მატარებელი ყოფილიყო. ისტორიის ასპარეზზე ახალი მძლავრი დამპყრობელის არაბების გამოჩენამ, დიდი კორექტივები შეიტანა აღმოსავლეთის ქვეყნების განვითარებაში. არაბთა წარმატებებს თავდაპირველად ალბათ იმანაც შეუწყო ხელი, რომ საიმპერატორო კარი, მათ სერიოზულ ძალად არ მიიჩნევდა. კონსტანტინოპოლში არაბებს მარბიელებად უფრო აღიქვამდნენ ვიდრე დამპყრობლებად. ამგვარმა თავდაჯერებულობამ და გულარხეინობამ კი ის შედეგი მოიტანა, რომ მოყოლებული VII საუკუნის 30 იანი წლების მიწურულიდან არაბებმა უმნიშვნელოვანესი პროვინციები წაართვეს რომაელებს. პროვინციების დაკარგვამ რა თქმა უნდა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია დედაქალაქში. არაბებთან განცდილი მარცხი, ხშირ შემთხვევაში უკვე ღიად ბრალდებოდა იმპერიის არაბერძნულ მოსახლეობას. ეკლესიებშიც გააქტიურება იწყო ბერძნულმა სამღვდელოებამ, რომლებიც ვერ ეგუებოდნენ საეკლესიო ელიტაში, არაბერძნების მომრავლება-აღზევებას, ხალხში ნერგავდნენ აზრს, რომ ყველაფერი არაბერძნების და მაშასადამე, მონოთელიტურ აღმსარებლობაზე გადასვლის ბრალი იყო. რომ ეს რწმენა მათ თავს მოახვიეს არაბერძნებმა. საშინაო კრიზისი იმდენად გამწვავდა, რომ საგარეო მტრის შეკავების უნარიც კი დაკარგა იმპერიამ, რომელიც შეიძლება ითქვას, უკვე დღეებს ითვლიდა, მაგრამ სახალიფოში ატეხილმა შინაომმა, რომ იტყვიან სულზე მიუსწრო და იმპერატორმა კონსტანტი II -მ (642–668) შეძლო არაბთა წინსვლის შეჩერება. მისმა შვილმა, კონსტანტინე IV- მ პოგონატად წოდებულმა (668-685) არაბებთან ბრძოლაში კიდევ უფრო მეტ წარმატებასაც მიაღწია, თუმცა ვითარების გაუმჯობესების ფონზე საეკლესიო საკითხი დღის წესრიგიდან აღარ მოხსნილა. მონოთელიტურ ეკლესიას, რომელიც აღმოსავლეთის ქრისტიანებზე იყო დაყრდნობილი, ახლა რომის პაპის საგამგებლოდან დაემუქრა განხეთქილება. მონოთელიტობის აღიარება, ქრისტეს “მოადგილე” პაპობას პირველობის დაკარგვას უქადდა. დიოფიზიტობა კი პაპობისათვის პირველობის შენარჩუნების გარანტია იყო და ამიტომაც ვატიკანელი ღვთის “მოადგილენი”, “მართალ” სარწმუნოებად დიოფიზიტობას აცხადებდნენ და საბოლოოდ იმასაც მიაღწიეს, რომ კონსტანტინე პოგონატს ერთადერთ “მართალ” სარწმუნოებად დიოფიზიტობა გამოაცხადებინეს. იმპერიაში მიმდინარე ამბების პარალელურად ვნახოთ როგორ ვითარდებოდა მოვლენები ქართლში;654 წელს არაბთა სარდალ, ჰაბიბ იბნ მასლამასა და დაქუცმაცებული ქართლის ქვეყნის ერისთავებს შორის გაფორმებულმა “დაცვის სიგელმა” მანამდე რომაელთა ქვეშევრდომობაში მყოფი ქვეყნისათვის, შეიძლება ითქვას სასიკეთოდაც კი იმოქმედა. ეს იმით იყო განპირობებული, რომ ჰაბიბთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ წლის თავზე, არაბები მთელ სამხრეთ კავკასიას გაეცალნენ და ქართლი ფაქტობრივად ყოველგვარი - როგორც რომაელთა ასევე არაბთა - ვალდებულებებისაგან თავისუფალი აღმოჩნდა, მაგრამ ქარის მოტანილი თავისუფლება ხანმოკლე გამოდგა და რამოდენიმე წელიწადში, დაახლოებით VII საუკუნის 60 იანი წლების მიწურულისათვის, დაახლოებით იმიტომ ვამბობ, რომ ამ პერიოდის შესახებ ქართული წერილობითი თუ სხვა საისტორიო წყაროები არაფერს გვეუბნებიან და იძულებული ვარ სომეხ მემატიანე ვარდაპეტს დავესესხო, რომელიც თავის “ხალიფათა ისტორიაში” გვეუბნება, რომ სახალიფოში დაწყებული შინაარეულობით უსარგებლიათ რომაელებს და დაკარგული აღმოსავლეთის პროვინციები და მათ შორის სომხეთიც უკან დაუბრუნებიათ. დვინის საკათოლიკოსო ტახტს კი კვლავინდებურად მონოთელიტი ნერსესი დაუფლებია. სომხეთში განვითარებული მოვლენების ფონზე არაა გამორიცხული, რომ ქართლი ისევ რომაელთა მფლობელობაში თუ არა, მისი გავლენის ქვეშ მაინც დაბრუნებულიყო. რაც შეეხება მცხეთის საკათოლიკო ტახტს, ის ჩემი შეხედულებით, ისედაც მონოთელიტი მღვდელთმთავარს ხელში რჩებოდა.ამ განცხადების გაკეთების უფლებას ის მაძლევს, რომ ქართლის ცოლოსან კათოლიკოსს თავფეჩაღ II -ს (649-664) არაბთა ქართლში მოსვლისა და მათი წასვლის შემდეგაც ეკლესიის საჭეთმპყრობელობა შეუნარჩუნებია. ქართულ წყაროთა ფაქტიურად არ არსებობის გამო, მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეიძლება წარმოვიდგინოთ თუ რა დოზით ვრცელდებოდა VII საუკუნის მესამე მეოთხედში სახალიფოს და რომის გავლენა ჩვენს ქვეყანაზე. ამასთან შედარებით უფრო ვრცელი ინფორმაცია გვაქვს, მეოთხე მეოთხედში განვითარებული მოვლენების შესახებ. 685 წელს სახალიფოსა და რომაელებს შორის დიმაშკში (დამასკოში) დადებული ზავის პირობებიდან ვიგებთ, რომ ქართლი ორმაგ დამოკიდებულებაში მოქცეულა და აქ აკრეფილი ხარკი თანაბრად უნდა გაეყოთ რომაელებს და სარკინოზებს. დამპყრობლებს შორის დადებული ზავის ამგვარ პირობებს, როგორც ჩანს ქართლში არ ეთანხმებოდნენ, რასაც შედეგად ის მოჰყვა, რომ 689 წელს იმპერატორმა იუსტინიანე II (685 - 695) {იუსტინიანე II მამამისზე კონსტანტინე IV პოგონატზე უფრო დაუნდობლად ებრძოდა როგორც მონოთელიტებს ასევე მონოფიზიტებსაც.) დამსჯელი ლაშქრობა წამოიწყო არმენიასა და იბერიაში. თეოფანე ჟამთაღმწერელი ამ ლაშქრობას, არაბთა განდევნის საბაბით ხსნის. (იმპერიების მესვეურთ საბაბებს რა გამოულევთ!!!) სინამდვილეში რომაელი მემატიანე, როგორც ყოველთვის და საერთოდ როგორც მათ სჩვევიათ, ტენდენციურია და ტყუის. რომაელთა ეს ლაშქრობა ურჩი ვასალების მიმართ, დამსჯელ ხასიათის ატარებდა და არაბთა განდევნას სადავო მიწებიდან, სულაც არ ისახავდა მიზნად, რადგან სახალიფოს ლაშქარი იმ დროს არც არმენიაში და არც იბერიაში არ იმყოფებოდა. ეს რომ ასეა, ამას ადასტურებს კიდევაც სომეხი მემატიანე გევონდი, რომელიც თავის “ისტორიაში” ასე გადმოგვცემს სომხეთსა და ქართლში დატრიალებულ ამბებს: “რომაელთა შემოსევამ დიდი ნგრევა და ზარალი ანახა სომხეთსა და ქართლს. რომაელები რის წაღებასაც ვერ ახერხებდნენ, ყველაფერს წვავდნენ და ანადგურებდნენ. არ ინდობდნენ არც ეკლესიებს და მონასტრებს”. (“ვარდაპეტ გევონდის ისტორია „სანკტ-პეტერბურგი 1862 წ. გვ.10 რუს. ენაზე) (2008 წლის „ერთმორწუნეთა“ შემოსევა გამახსენდა) როგორც აქ მოყვანილი ციტატიდან ჩანს, რომაელთა დამსჯელი ლაშქრობა, სხვა ყველაფერთან ერთად ადგილობრივ ეკლესიებსაც შეეხო. ამის მიზეზი კი ის უნდა ყოფილიყო, რომ არც მცხეთის საყდარს და არც დვინის ეკლეისიას არ უცვნიათ 681 წელს კონსტანტინეპოლში გამართული VI მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელიც საგანგებოდ მონოთელიტების საწინააღმდეგოდ მოიწვია, იმპერატორმა კონსტანტინე პოგონატმა. თქვენს სამსჯავროზე გამოტანილ საკითხში მეტი სიცხადე რომ შევიტანო, საჭიროა უცხოურ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლედ მიმოვიხილო VII საუკუნის მანძილზე კონსტანტინეპოლისა და დვინის ეკლესიებში განვითარებული მოვლენები, რაც საშუალებას მომცემს, გარკვეული წარმოდგენა შევუქმნა მკითხველს თუ, რა ვითარება შეიძლება ყოფილიყო ქართლსა და უშუალოდ მცხეთის საკათოლიკოსოში.თანაც ამ მცირე მიმოხილვის გაკეთება კიდევ იმიტომაც ჩავთვალე საჭიროდ, რომ ქართული წყაროები, იმდროინდელ ამბებს ძალზე მწირად, უფრო მართებული იქნება ითქვას, რომ არა გადმოგვცემენ. ძველი ქართული მატიანის კითხვისას, დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევს, რომ იმ პერიოდის ამბები, მომდევნო, დიოფიზიტურ ხანაში, რბილად რომ ვთქვათ დაინტერესებული ანუ პრობიზანტიურად განწყობილთა მიერ, მატიანედან ამოხეული და განადგურებულია, შემდეგ კი გადამწერ-რედაქტორების მიერ, თავიდან არის შევსებული თითქმის ასორმოცდაათწლიანი პერიოდი. ქართული წყაროების ამგვარი მდგომარეობა შეუძლებელს ხდის, მცხეთის საკათოლიკოსოში იმ დროს არსებული ვითარების ასახვას. ამიტომ გამოსავლად და სინამდვილის დასადგენად ისევ უცხოური წყაროები რჩება. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, ჰერაკლე კეისრის (610–641) მმართველობის დროდან, რომის იმპერიაში ფართო გასაქანი მიეცა მონოთელიტური მრწამსის აღმსარებლობას.(ქრისტეში ერთი - უფლისმიერი - ნებისა და ორი, ღვთიური და ადამიანური - ბუნების აღიარება) მონოთელიტური მოძღვრება არა თუ ეწინააღმდეგება, არამედ გამომდინარეობს ქალკედონის IV მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ მიღებული დოგმატიდან “ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს ერთ სახეში ორი ბუნების” შესახებ. მონოთელიტური მოძღვრების ჩამოყალიბებაში, გადამწყვეტი სიტყვა ჰერაკლე კეისართან ერთად ალექსანდრიის პატრიარქმა კიროს ფასისელმა და კონსტანტინეპოლელმა პატრიარქმა სერგიმ თქვეს. პირველმა 633 წელს გამოაცხადა თავი მონოთელიტური დოგმატის ამღიარებლად, მეორემ კი 638 წელს. (სწორედ ამის მერე ჩააბარა ე.წ. ჭეშმარიტმა მართლმადიდებელმა სოფრონმა იერუსალემი არაბებს.) ორი უდიდესი საპატრიარქოების ამგვარ გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდნენ სხვა საყდერბიც, მაგრამ როგორც ზემოთ უკვე ვახსენე ამის წინააღმდეგი წავიდა და თავიც დიდად გამოიდო იერუსალიმის პატრიარქმა. იერუსალიმის დაკარგვამ კიდევ უფრო გაზარდა კონსტანტინოპოლში უკმაყოფილოთა დასი, ამ ამბებს თან დაერთო, მონოთელიზმის ერთერთი უპირველესი იდეოლოგის პატრიარქ სერგის გარდაცვალებაც. შესაფერისი მომენტით ისარგებლეს დიოფიზიტებმა, მონოთელიტთა წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყვეს და საპატრიარქო ტახტის ხელში ჩაგდება სცადეს. ამ საქმის ერთერთი მოთავე და ხელმძღვანელი, იმპერატორ ჰერაკლეს მიერ შერისხული და სამსახურიდან დათხოვნილი მისი ყოფილი საიდუმლო მრჩეველი, მაქსიმე იყო. ელინურ-წარმართულ განათლება მიღებული მაქსიმე, რომელსაც შესწავლილი ჰქონდა დიალექტიკა და არისტოტელეს მოძღვრება, თავდაპირველად დიდი სიყვარულით არც კი გამოირჩეოდა ქრისტიანული მოძღვრების მიმართ. სახელმწიფო სამსახურიდან დათხოვნილმა და განაწყენებულმა (როგორც სჩვევიათ ხოლმე შერისხულებს, თავი ყოფილი მოწინააღმდეგის ბანაკს შეაფარა და ამ დროიდან იწყება მისი ეკლესიური მოღვაწეობა) კი ღიად გაილაშქრა ყოფილი პატრონის წინააღმდეგ, მაგრამ სასურველ შედეგს რომ ვერ მიაღწია, თავის მომხრეებთან ერთად მიატოვა დედაქალაქი და კართაგენში გადაბარგდა. (ეს მხარე იმ ხანად უკვე სახალიფოს მფლობელობაში იყო გადასული და მასზე იმპერატორის ძალაუფლება აღარ ვრცელდებოდა) სადაც თავი მოეყარათ უკმაყოფილო მღვდელთმთავრებს. ორატორულ და კამათის ხელოვნებაში დაოსტატებული მაქსიმე, მალევე იქნა აღიარებული, ურჩი სამღვდელოების მიერ თავიანთ ხელმძღვანელად. კართაგენში თავმოყრილ სამღვდელოებას, მორალურადაც და მატერიალურადაც, მხარი დაუჭირა პატივმოყვარე რომის პაპმა, რომელიც ვერ გუობდა პირველობის პატივის დაკარგვას და კონსტანტინოპოლის მონოთელიტი პატრიარქისაგან მოითხოვდა შეეწყვიტა როგორც მონოფიზიტებთან ასევე სხვა შემცდარ მიმდინარეობებთან დიალოგი და მათი ერთ სამწყსოში გაერთიანების მცდელობაზე ფიქრიც კი. “მართლმადიდებელ-დიოფიზიტებს”, როგორაც პაპის მიმდევრები თავის თავს უწოდებდნენ, ქრისტეანული სამყაროს ერთიანობაზე მეტად (მათ დაავიწყდათ, რომ უფალი აერთიანებს ეშმა კი ყოფს) შეკვეცილი უფლებები უფრო ადარდებდათ. ჰერაკლეს საიმპერატორო კარმა, როგორც ეს ღმრთისმოსავ ხელისუფალს შეეფერებოდა რბილი ქმედებით სცადა მოწინააღმდეგეთა დაყოლიება და 638 წელს ამასთან დაკავშირებით გამოსცა ღვთივგვირგვინოსანის “ეკტესისი”, რომლის ძალითაც აიკრძალა კამათი ქრისტეში “ერთი” თუ “ორი” ნების შესახებ. იმპერატორის ამგვარი ქმედება, გამოწვევად აღიქვეს მოწინააღმდეგეებმა და კიდევ უფრო მეტი ენერგიით შეუდგნენ განხეთქილების გაღრმავებას ეკლესიებში. მონოთელიტური მოძღვრების ერთ-ერთ იდეოლოგად, როგორც უკვე აღვნიშნე, ალექსანდრიის პატრიარქი კიროს ფაზისელი ითვლება. ცნობილი ქართველი მეცნიერი ზაზა ალექსიძე თვლის, რომ (და როგორც ჩემთვის ცნობილია, ამის უარყოფა არავის უცდია და ალბათ ამ საკითხში სწორიც არის ბატონი მეცნიერი) ალექსანდრიის პატრიარქი კიროს ფაზისელი და ქართლის კათოლიკოსი კირიონი (სომხური წყაროებით კირონი. სამწუხაროდ უპირველესი ქართული წყაროდან - ქართლის ცხოვრებიდან - კირიონისა და საერთოდ იმ ეპოქის შესახებ ცნობები, ამოხეული და განადგურებულია) ერთი და იგივე პირი უნდა იყოს. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ კირიონ ქართლის კათოლიკოსის (რომლის მწყემსმთავრობის დროსაც, მცხეთის ეკლესიამ თავი დაიხსნა დვინის მონოფიზუტური ეკლესიის გავლენისაგან) დიოფიზიტური მრწამსის აღმსარებლად მიჩნევა არასწორია. მაგრამ რადგან მათი იდენტურობის საკითხი, მომავლის კვლევის საგანი უფროა, ამიტომ მასზე აღარ შევჩერდები და საკითხში უკეთ გარკვევის მიზნით ისევ დავუბრუნდები რომის იმპერიაში ამ ამბების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს. მონოთელიტურ აღმსარებლობაზე გადასული კონსტანტინეპოლის საპატრიარქო თავდაპირველად, საკმაოდ შემწყნარებლურად ეკიდებოდა დიოფიზიტური აღმსარებლობის მიმდევრებს, მაგრამ მას შემდეგ რაც მონოთელიტური მრწამსის ერთერთი მთავარი იდეოლოგი, პატრიარქი სერგი გარდაიცვალა (638 წელს) და როგორც ერთხელ უკვე აღვნიშნე, დიოფიზიტებმა საპატრიარქო ტახტის დასაუფლებლად მონოთელიტთა წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყვეს, მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. შეთქმულება გამოაშკარავდა და მოსალოდნელი სასჯელის შიშით, ისინიც იძულებულნი გახდნენ კონსტანტინეპოლს გასცლოდნენ. მონოთელიტთა მხრიდან კი გამწვავებას და დევნასაც მოერიდნენ და ამით ამოიწურა შეთქმულ დიოფიზიტთა წინააღმდეგ რეპრესიების გატარება. კონსტანტინეპოლიდან გაკრეფილმა დიოფიზიტური მრწამსის აღმსარებლებმა, ძირითადად იტალიასა და ჩრდილო აფრიკაში, კერძოდ კი კართაგენში მოიყარეს თავი. ამ დროისათვის ეს ქალაქი უკვე არაბთა მფლობელობაში იყო გადასული და მონოთელიტობის მოწინააღმდეგე დიოფიზიტებმა ისლამისტთა მფარველობითაც ისარგებლეს. მალე რომის პაპმაც გამოიღო ხელი, კართაგენში თავმოყრილ დიოფიზიტებს ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინა და აფრიკის ეპარქიების, საეკლესიო კრება მოაწვევინა 646 წელს. კართაგენის კრებაზე, დიოფიზიტებმა მონოთელიტობა ერესად გამოაცხადეს, შემდეგ კონსტანტინეპოლის პატრიარქ, პავლეს მოუწოდეს განდგომოდა მწვალებლებს და ჭეშმარიტ აღმსარებლობას დასდგომოდა. იმავდროულად რომის პაპმა თეოდორემაც, ანალოგიური მოთხოვნა გაუგზავნა პატრიარქ პავლეს. პატრიარქმა შემრიგებლური ეპისტოლეთი უპასუხა და კონსტანტინოპოლში მიიპატიჟა თეოდორე, მაგრამ მისმა მოწოდებამ შედეგი ვერ გამოიღო. პირიქით, დიოფიზიტები პატრიარქის შემრიგებლურმა ეპისტოლემ, კიდევ უფრო გაათამამა და 649 წელს რომის ახალი პაპის, მარტინის ინიციატივით კიდევ ერთი საეკლესიო კრება მოიწვიეს, რომელიც “ლატერანის” კრების სახელით შევიდა ისტორიაში. ლატერანის კრების გადაწყვეტილებით, პატრიარქები: კიროს ფაზისელი, სერგი, პიროსი და პავლე ერეტიკოსებად გამოცხადდნენ. ლატერანის კრება საიმპერატორო კარზე მიჩნეული იქნა როგორც სახელმწიფოს წინააღმდეგ განდგომილთა ამბოხებად, იმპერატორ კონსტანტი II –ის ბრძანებით პაპი მარტინი საეკლესიო საქმეებს ჩამოაცილეს და შემდეგ სასამართლოც მოუწყვეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, პაპს ქერსონესში გადასახლება მიესაჯა. ამ აქტით შეიძლება ითქვას, რომ დიოფიზიტებმა ხალხის თვალში წამებულის მანტია მოირგეს, მონოთელიტები კი მოძალადის პოზიციაში აღმოჩნდნენ ჩაყენებულნი. როგორც ზემოთ აღვნიშნე, იმ პერიოდის ამბებში გასარკვევად და დოგმატური დაპირისპირების სურათის უკეთ აღქმაში, ასევე საჭიროა სომხეთში იმ დროს განვითარებული მოვლენების განხილვაც. ჰერაკლე კეისრის 628 წლის წარმატებულმა აღმოსავლეთის ლაშქრობებმა, საგრძნობლად შეარყიეს ირანის სახელმწიფოში მცხოვრები მონოფიზიტების პოზიციები. ამ ამბების შემდეგ მონოფიზიტებს დვინის საკათოლიკოსოშიც მოუწიათ შევიწროვება და იძულებულნი გახდნენ კათოლიკოსის ტახტი მონოთელიტი ეპისკოპოს ნერსესისათვის დაეთმოთ, რომელსაც საიმპერატორო ხელისუფლება უჭერდა მხარს. მონოფიზიტმა სომხებმა არაბთა სარდლის, ჰაბიბის მხარდაჭერით 654 წელს შეძლეს მონოთელიტი ნერსესის ქვეყნიდან გაძევება, მაგრამ როცა არაბებმა სომხეთი დატოვეს, ნერსესმა რომაელთა დახმარებით კვლავ შეძლო დვინიდან მონოფიზიტების განდევნა და დვინის საკათოლიკოსო ტახტის დაუფლება. სომეხი მემატიანის, ეპისკოპოს სებეოსის თანახმად ეს მოხდა “კონსტანტის მმართველობის მეჩვიდმეტე წელს” ანუ 659 წელს. მონოთელიტებისა და მონოფიზიტების დაპირისპირება სომხეთში მანამ გაგრძელდა სანამ არაბებსა და რომაელებს შორის სომხეთი ორად არ გაიყო. ამ გაყოფის შედეგად დვინის საკათოლიკოსოში ისევ აღდგა მონოფიზიტთა მმარველობა. ასე, რომ ზემოთ მოყვანილი მაგალითების საფუძველზე ნათლად ჩანს თუ რა ძლიერი პოზიციები ეკავათ მონოთელიტური აღმსარებლობის მიმდევრებს ერთ დროს რომის იმპერიაში. ქართული წყაროების უქონლობის მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ მცხეთის ცოლოსანი კათოლიკოსები: თავფეჩაღ II 649-664, ევლალე 664-668, იოველი 668-670, სამოელ VI 670-677, გიორგი I 677-678, კირიონ II 678-683, იზიდ-ბოზიდი 683-685, თეოდორე 685-689 და პეტრე კათოლიკოსი 689-720 წლეები. (მათი რიგითობა და მოღვაწეობის წლები ბოლომდე დაზუსტებული არ არის და ალბათ ვერც ვეღარასდროს დაზუსტდება) მონოთელიტური აღმსარებლობის მატარებლები უნდა ყოფილიყვნენ და თავისთავად ქართველთა აღმსარებლობაც მონოთელიტობა ანუ უფალში ერთი ნებისა და ორი ბუნების ამღიარებლობა უნდა ყოფილიყო. მონოთელიტური მრწამსი, მცხეთის საკათოლიკოსოს აღმსარებლომა მართლა, რომ უნდა ყოფილიყო, ამ შეხედულებას ისიც ამყარებს, რომ ტრულის 691 წლის კრების გადაწყვეტილებით, დიოფიზიტური მრწამსის მატარებელთათვის მკრეხელობად ჩაითვალა სამღვდელოებისათვის, განსაკუთრებით კი უმაღლესი სამღვდელოებისათვის ცოლის ყოლა. (ტრულის კრების 12-ე კანონი) რაც შეეხებათ მონოთელიტური მრწამსის აღმსარებლებს, ამ შემთხვევაში ისინი ხელმძღვანელობდნენ წმიდა მოციქულთა კანონებით, რომლებიც თავად უფლის მოწაფეთა მიერ არის დადგენილი, რომლის 5-ე მუხლი ამბობს რომ; “ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი ნუ განიშორებს თავის მეუღლეს ღვთისმოსაობის მომიზეზებით და თუ განიშორებს, თავი უნდა დაანებოს ღვთისმსახურებას და თუ განაგრძობს ამას, უნდა განიკვეთოს.” ახლა დროებით ისევ შევწყვიტოთ დოგმატურ საკითხებზე მსჯელობა და დავუბრუნდეთ რომის იმპერიაში განვითარებულ მოვლენებს. პაპის ქერსონესში გადასახლების შემდეგ, საიმპერატორო კარი, ურიჩი მღვდელმთავრების მიმართ კიდევ უფრო რადიკალური და შეუწყნარებელი გახდა. 653 წელს შეიპყრეს კართაგენის კრების იდეოლოგი ბერი მაქსიმე. მაქსიმე, როგორც ზემოთ ვახსენე, ერთ დროს ჰერაკლეს საიდუმლო სამსახურში იდგა. შეპყრობილი მაქსიმე არ წყვეტდა ხელისუფლების წინააღმდეგ თავისი შეხედულებების გამოხატვას. 662 წელს სასამართლოს გადაწყვეტილებით მაქსიმეს ენა და მარჯვენა ხელი მოკვეთეს და ლაზიკაში გადაასახლეს. ამის მერე ხელისუფლების მხრიდან დიოფიზიტთა დევნა-შევიწროვებამ კიდევ უფრო მკაცრი ხასიათი მიიღო, რასაც ისიც ერთვოდა, რომ ჰერაკლეს მართველობისაგან განსხვავებით, კონსტანტის საიმპერატორო კარის მმართველობა ძალზედ აუტანელი და რეპრესიული გახდა დედაქალაქის ძველი არისტოკრატიის მიმართ. კონსტანტი აღარ ენდობოდა მათ და იმის შიშით რომ მისთვის შეთქმულება არ მოეწყოთ, სამეფო რეზიდენცია ბევრად უსაფრთხო ადგილას სირაკუსში გადაიტანა და იქიდან ახორციელებდა თავის რეპრესიულ პოლიტიკას ურიჩი ქვეშევრდომების მიმართ და ამას მონოთელიტური აღმსარებლობის განმტკიცების აუცილებლობად ასაღებდა. იმპერატორის ამგვარმა პოლიტიკამ უკმაყოფილება დათესა საზოგადოების ზედა ფენებში, მაგრამ ვიდრე ის ცოცხალი იყო, მის წინააღმდეგ არათუ გამოსვლას, ხმის ამოღებასაც ყველა უფრთხოდა. ვითარება რადიკალურად შეიცვალა 668 წლიდან როცა საიმპერატორო ტახტი მისმა შვილმა, თექვსმეტი წლის კონსტანტინე IV პოგონატმა დაიკავა. მან საიმპერატორო კარი სირაკუსიდან ისევ კონსტანტინეპოლში დააბრუნა და მამამისისაგან განსხვავებით დიოფიზიტების დევნაც აკრძალა. იმპერიის სხვადასხვა პროვინციებში გადახვეწილმა დიოფიზიტებმა თანდათანობით იწყეს დედაქალაქში თავმოყრა. იმპერატორის ნებართვით მათ ეკლესიებში წირვა-ლოცვისა და ქადაგების უფლებაც მიიღეს. დიოფიზიტების მიმართ პოგონატის ლოიალურმა დამოკიდებულებამ, კიდევ უფრო გაათამამა ისინი. განსაკუთრებით ეს იგრძნობოდა დედაქალაქიდან მოშორებულ იტალიის პროვინციებში. დიოფიზიტები უკვე ხმამაღლა მოითხოვდნენ რომის პაპისთვის ჩამორთმეული ეკლესიური პირველობის უპირობო აღდგენას. 676 წელს პაპმა დონუსმა, ღიად წამოიწყო მონოთელიტების წინააღმდეგ გალაშქრება, ამასთან ერთად ის იმპერატორისაგან მოითხოვა პაპობის ძველ უფლებებში აღდგენასაც, მაგრამ დონუსის გარდაცვალებამ დროებით შეაფერხა ეს პროცესი. ამასობაში კონსტანტინოპოლის მონოთელიტმა პატრიარქებმა თეოდორემ და მასთან სტუმრად მყოფმა ალექსანდრიის პატრიარქმა მაკარიოსმა კონსტანტინე პოგონატს, რომის მომდევნო პაპის, აგაფონის წინააღმდეგ გამართულ დოგმატურ კამათში, მხარდაჭერა მოსთხოვეს. პატრიარქები იმედოვნებდნენ, რომ პოგონატი მამასავით მონოთელიტთა მხარეს დაიჭერდა, მაგრამ იმპერატორს სხვა მიზნები ამოძრავედა, ის ვეღარ ურიგდებოდა დედაქალაქში მის გვერდით განუსაზღვრელი უფლებების მქონე ბერების არსებობას. კონსტანტინეს გადაწყვეტილი ქონდა აღზევებული მონოთელიტი პატრიარქები დაემხო და საპატრიარქო ტახტი მისდამი მორჩილი დიოფიზიტებისათვის გადაელოცა, ოღონდ ამისათვის შესაფერისი დროის შერჩევა იყო საჭირო. ეს დროც მალე დადგა. ცნობილი საეკლესიო მოღვაწე და მემატიანე ანტიოქიის იაკობიტი პატრიარქი 1166-1199 წლებში მიქაელ სირიელი, ამასთან დაკავშირებით შემდეგ ამბავს გვამცნობს; რომის პაპმა აგაფონმა, იმპერატორ კონსტანტინე პოგონატს, ქრთამად ასსამოცდაათი კენტენარია ოქრო (ცნობისათვის, საპალნე სახედარს ოთხ კენტენარია წონის ტვირთზე მეტს არ კიდებდნენ) მიართვა და სთხოვა ანტიოქიის მონოთელიტ პატრიარქ მაკარიოსთან დოგმატურ კამათში მისი მხარე დაეჭირა. პაპის მიერ მოქრთამულმა იმპერატორმა, კონსტანტინოპოლისა და ალექსანდრიის მონოთელიტ პატრიარქებს საეკლესიო კრების მოეწვევაზე თანხმობა განუცხადა და შეპირდა “ერთხელ და სამუდამოდ” დადგენილიყო ჭეშმარიტება. თუ რა ჭეშმარიტება ქონდა იმპერატორს გუნებაში, მალევე გამჟღავნდა. პოგონატის ბრძანებით ჯერ კიდევ კრების მოწვევამდე პატრიარქობა ჩამოართვეს თეოდორეს და საპატრიარქო ტახტზე გიორგი დასვეს, რომელიც არ იზიარებდა მონოთელიტურ დოგმატს. იმპერატორის მხრიდან ამგვარი ქმედება დიოფიზიტების მიმართ უკვე ღია მხარდაჭერას ნიშნავდა. მედროვე ეპისკოპოსებმაც, რომლებიც ყოველთვის მრავლად იყვნენ ეკლესიებში, ალღო აუღეს ახალ ვითარებას და იმპერატორის საამებლად დიოფიზიტობას დაუჭირეს მხარი. 680 წლის 7 ნოემბერს ტრულის გუმბათიანი სამეფო პალატში გაიხსნა VI მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელსაც თავად იმპერატორი კონსტანტინე თავმჯდომარეობდა. კრებას ესწრებოდა ცამეტი საეკლესიო კათედრის მეთაური და ასორმოცდაათი ეპისკოპოსი. (ცნობისათვის უნდა ვთქვა, რომ ქალკედონის IV მსოფლიო საეკლესიო კრებაზე რომელიც 451 წელს გაიმართა და რომელმაც მიიღო დოგმატი “უფალ იესო ქრისტეს ერთ სახეში ორი ბუნების შესახებ” ექვსასოცდათი ეპისკოპოსი ესწრებოდა) კრებამ სულ გამართა თვრამეტი სხდომა და დაიხურა 681 წლის 16 სექტემბერს. ანტიოქიის მონოთელიტი პატრიარქის მაკარიოსის მცდელობას კრებას მონოთელიტებისათვის სასურველი მიმართულება მისცემოდა, მარცხით დამთავრდა. კრების დადგენილებით მაკარიოსი პატრიარქობიდან გადააყენეს და რომის პაპის დაქვემდებარებაში არსებულ ერთერთ მონასტერში გამოკეტეს. ტრულის კრებაზე მიღებული იქნა დიოფიზიტური რწმენის განმსაზღვრელი ახალი დოგმატი “უფალ იესუ ქრისტეში, ორი ნებისა და ორი ქმედების შესახებ”. დოგმატური საკითხების მოგვარების შემდეგ, კრებამ შერისხა მონოთელიტობის აღმსარებელი ყველა პატრიარქი - ცოცხალიც და გარდაცვლილიც; სერგი 610 – 638, კიროს ფასისელი 630 – 642, პიროსი 639 – 641 და 654 – 655, პავლე 641 – 654, რომის პაპი ჰონორიუსი 625 – 638 და სხვები. კრების დახურვის შემდეგ იმპერატორმა გამოსცა მანიფესტი ჭეშმარიტი რწმენის შესახებ, რომლის თანახმად იმპერიაში მცხოვრები ყველა ქრისტეანი, ვალდებული იყო ეღიარებინა ქრისტეში ორი ნება და ორი ქმედება. თავად იმპერატორი კი შერაცხული იქნა როგორც ჭეშმარიტი მართლმადიდებელი მრწამსის აღმდგენელი. მაგრამ მოკლე ხანში “ჭეშმარიტი მართლმადიდებლების” მიერ დადგენილ უცილობელ “ჭეშმარიტებას” ისევ დასჭირდა “გაჭეშმარიტება” და იმპერატორმა იუსტინიანე II 691 წელს მორიგი მსოფლიო საეკლესიო კრება მოიწვია, (წერილის დასაწყისში მქონდა ამაზე საუბარი) რომელიც ისტორიაში შევიდა “მეხუთე-მეექვსე” გამაერთიანებელი კრების სახელით. მეორენაირად მას “ტრულის” მეორე კრების სახელითაც იცნობენ. კრების მიზანი იყო, შეევსოთ ის ხარვეზი რაც ასე აშკარად მოჩანდა “ჭეშმარიტი მართლმადიდებლების” გადაწყვეტილებებში და ამისათვის 102 ახალი დოგმატური კანონიც მიიღეს. (ცნობისათვის მინდა ვთქვა, რომ ასე აბდა-უბდად გაწყობილი სამართლებრივი ძეგლი, მართლაც რომ უპრეცენდენტო იშვიათობას წარმოადგენს რომის სახელმწიფოში შექმნილ კანონებს შორის) თანაც იმპერატორი მხოლოდ დიოფიზიტობის “გაჭეშმარიტებას” როდი დასჯერდა, მან პირველობის პატივიც წაართვა მღვდელთმთავრებს და თავისთვის დაიმტკიცა. ვატიკანელი მამაები კი, რომლებიც პირველობის პატივისათვის არც სახსრებს ზოგავდნენ და არც თავს, თანამედროვე გამოთქმა რომ ვიხმაროთ ტექნიკურად გადააგდო. ზემოთ ხსენებულ არცერთ ამ კრებას არ დასწრებია მცხეთის საკათოლიკოსო სამწყსოდან, არც კათოლიკოსი და არც რომელიმე ეპისკოპოსი. მავანმა მათი დაუსწრებლობის მიზეზად, შეიძლება მცხეთიდან კონსტანტინეპოლამდე შორი გზაც კი მოიმიზეზის, მაგრამ შორი გზა აქ არაფერ შუაშია, რადგან ამ კრებას სხვა შორეული მხარიდან მიწვეული ეპისკოპოსებიც ესწრებოდნენ, რომელთა შორის იყვნენ; იმპერიის სამფლობელოში შემავალი; თეოდორე ფასოს ეპისკოპოსი სამეგრელოდან და იოანე პეტრონის ეპისკოპოსი მეგრელთა ქვეყნიდან. (ფასისი და პეტრა რომის სამფლობელოს წარმოადგენდა) კრებაზე მცხეთელთა დაუსწრებლობის მიზეზი უდავოა სარწმუნოებრივ უთანხმებაში მდგომარეობდა და ამის ახსნას ოდნავ ქვემოთ შევეცდები. საისტორიო საკითხებით დაინტერესებული პირებისათვის ცნობილია, რომ მსოფლიო საეკლესიო კრებების შესახებ ძველი ქართული მატიანეები ფაქტიურად არავითარ ინფორმაციას არ გვაწვდიან. ერთადერთ გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს, მემატიანე ჯუანშერის თხზულებაში შესული ჩანართი, რომელშიაც საუბარია VI მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევაზე და ამ კრების მიერ მცხეთის კათოლიკოსის “სწორ პატივში” აყვანაზე. (იხ. ქ. ცხ. ჯუანშერი ტ. I გვ. 232) მკვლევართა მიერ დადგენილია, რომ ეს ჩანართი გადმოწერილია ეფრემ მცირის (XI ს-ის II ნახ. მოღვაწე) თხზულებიდან: “უწყებაი მიზეზისა ქართველთა მოქცევისა, თუ რომელთა წიგნთა შინა მოიხსენიების”. ისტორიის მკვლევართათვის დღემდე უცნობია, თუ რა წყაროს ეყრდნობოდა ეფრემ მცირე, როცა აცხადებდა VI კრების მიერ მცხეთის კათოლიკოსის “სწორ პატივში” აყვანის თაობაზე. “ჭეშმარიტ დიოფიზიტთა” მიერ მცხეთის კათოლიკოსი “სწორ პატივში” რომ ყოფილიყო აყვანილი ის აუცილებლად ჩაიწერებოდა მათ მიერ გამართულ კრების ოქმებში. ცნობისათვის ტრულის “ჭეშმარიტ მართლმადიდებელთა” კრებამ “სწორ პატივში” მაგრამ, ერთმანეთის მიმართ მაინც უფროს-უმცროსობით, შემდეგი ეკლესიები დაადგინა;1. რომის, 2. კონსტანტინოპოლის, 3. ალექსანდრიის, 4. იერუსალემის. ამ კრებაზე არათუ მცხეთის, არამედ ანტიოქიის ეკლესიაც კი არ აუყვანიათ “სწორ პატივში”. ანტიოქიის ეკლესიაზე “ჭეშმარიტ მართლმადიდებლებს” იმ ხანად ხელი არ მიუწვდებოდათ და რადგან იქ მათი მომხრეც არავინ აღმოჩნდა, ამიტომ ასეთი ხერხითა და ქმედებით დასაჯეს უძველესი ეკლესია. (იხ. ტრულის კრების კანონის 36-ე მუხლი)იმ ხანად მცხეთის საკათოლიკოსოს საერთო რომ არაფერი ქონდა “ჭეშმარიტ მართლმადიდებლებთან” ამას შემდეგი ფაქტები ადასტურებს;1. ამ დროს მოღვაწე მცხეთელი კათოლიკოსები ცოლოსნები იყვნენ, რაც ეწინააღმდეგებოდა ტრულის კრებაზე მიღებულ კანონებს (იხ. 12-ე მუხლი) თუმცა არ დავიზარებ და აქვე მოვიყვან ხსენებულ მუხლს; “ღვთისმოყვარე ეპისკოპოსები არც ხელდასხმის შემდეგ ანებებენ თავს მეუღლეებთან თანაცხოვრებას, . . . თუ ვინმე გაბედავს ასეთ მოქმედებას განიკვეთოს. ”ჭეშმარიტი მართლმადიდებლები” ამ კანონს როცა თხზავდნენ მათ ეტყობა მხედველობიდან გამორჩათ წმიდა მოციქულთა კანონების 5-ე მუხლი.2. მცხეთის საკათოლიკოსოდან არავის, არცერთ წარმომადგენელს არ მიუღია მონაწილეობა, “ჭეშმარიტ მართლმადიდებელთა” მიერ, ათი წლის განმავლობაში ზედიზედ გამართულ, ორ საეკლესიო კრებაში.3. თუ ქართლი და მისი ეკლესია “ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის” ამღიარებელი იყო, მაშინ რაღატომ გამოილაშქრეს რომაელებმა 689 წელს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და ყველა “სიკეთესთან” ერთად არც ეკლესია-მონასტრებს “დასდეს ნაკლები პატივი”4. თუ მცხეთის საკათოლიკოსო “ჭეშმარიტ მართლმადიდებლებთან” მიმართებაში “სწორ პატივში” იქნა აყვანილი, ამ შემთხვევაში სხვა სწორ პატივში მყოფ ეკლესიათა მსგავსად მასაც მიენიჭებოდა მირონის კურთხევის უფლება. რომლის პატივი მხოლოდ IX საუკუნის II ნახევარში, ეფრემ მაწყვერელს, დიდი ძალისხმევის შედეგად გამოუთხოვია იერუსალემის პატრიარქ სერგისაგან. (იხ. ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა)5. ცნობილია, რომ XI საუკუნის შუა ხანებში, მცხეთის საპატრიარქოზე დიდი შეტევა განახორციელა ბერძნულმა ეკლესიამ. ამ საქმეში ანტიოქიის “ჭეშმარიტი მართლმადიდებელი” ბერძენი პატრიარქი, პეტრე III (1053 - 1057) აქტიურობდა, რომელიც მცხეთის საყდარზე უფლებებს იჩემებდა. მართალია გიორგი მთაწმინდელმა ბერძენთა ეს შემოტევა მტკიცე არგუმენტებით (ანდრია პირველწოდებულის მიერ, ქრისტეს სჯულის ქადაგება ჩვენს მიწა-წყალზე) მოიგერია, მაგრამ ბერძნები ასეთი არგუმენტის მქონე ქართველებს, კამათსაც კი ვერ გაუბედავდნენ, მათ რაიმე ხელჩასაჭიდი მიზეზი რომ არ ქონოდათ. მიზეზად კი ის ფაქტორი უნდა გამხდარიყო, რომ მცხეთის ეკლესიას თავის დროზე არ უცვნია და იმის შემდეგაც კარგა ხანს არ ცნობდა, ბერძნული “ჭეშმარტი მართლმადიდებლური” ეკლესიის “მსოფლიო” კრებების გადაწყვეტილებებს და ჩამოცილებული იყო ეგრეთ წოდებულ ჭეშმარიტ მართლმადიდებლობას, ხოლო თუ რამ განაპირობა, მცხეთის საყდრის დიოფიზიტურ, ანუ ბერძნულ მრწამსზე გადასვლა, ამას ახსნა აქვს და აქ მოკლედ გეტყვით.მერვე საუკუნის ოციან წლებში, აღ.რომის იმპერიასა და სახალიფოს შორის, ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიების მორიგი გადანაწილება და გავლენის სფეროებად ჩამოყალიბება მოხდა. ქართლი, ისევე როგორც ანტიოქია და არმენია სახალიფოს დაქვემდებარებაში აღმოჩნდა. ბერძნულ დიოფიზიტობასთან დაპირისპირებულმა დვინის მონოფიზიტურმა ეკლესიამ (რომლებიც თავიანთ თავს ასევე მართლმადიდებლებს უწოდებდნენ) სახალიფოს სახით მორიგი პატრონი შეიძინა (ადრე ირანი პატრონობდა) და ამით ზურგგამაგრებულებმა, 726 წელს მანაზკერტში საყოველთაო, ანუ ტერიტორიულად სახალიფოს დაქვემდებარებაში მოქცეული ეკლესიების კრება მოიწვია და როგორც „ერთადერთმა ჭეშმარიტმა“ საყდარმა, პირველობის პატივიც დაიჩემა. ანტიოქიისა და მცხეთის საყდრებს კი მონოთელიტობის დაგმობა და მონოფიზიტობის აღიარებასთან ერთად, საეკლესიო ღვთისმსახურების ენად სომხურის დაწესებაც მოსთხოვა. სცილასა და ქარიბდას შორის მოქცეული მცხეთის საყდარი იძულებული გახდა გასომხებას, ბერძნულ დიოფიზიტურ მრწამს მიერთებოდა, ანუ ე.წ. ჭეშმარიტ მართლმადიდებლობაზე მოქცეულიყო. ამ იძულებით ნაბიჯის გადადგმა კი სხვა ორმა ფაქტორმაც განაპირობა;პირველი ის, რომ ქართლი ფაქტიურად მოკავშირის გარეშე იყო დარჩენილი, თანაც ადგილობრივი საერო ხელისუფლების უფლებებიც,( 718 გაზაფხულზე, ერისმთავრ არჩილის სიკვდილით დასჯის შემდეგ, - იხილეთ ვახუშტი ბატონიშვილი) მკვეთრად იყო შეზღუდული და ქვეყნის ფაქტიური ბატონ-პატრონობა ტფილისის ამირას ეკუთვნოდა და მეორეც ის რომ, ქაართული ეთნოსით დასახლებული ტაო-კლარჯეთი და კოლხეთი, რომის იმპერიის შემადგენლობაში იყო მოქცეული. ასე რომ იმ გადასახედიდან, ქართული მიწების ერთი პატრონის ხელში მოქცევა, გადარჩენის მეტ შანსს სტოვებდა. მით უმეტეს, რომ დიოფიზიტობის ფორმალური აღიარებით, მცხეთის საყდრის ღვთისმსახურება სრულად მაინც არ გადასულა ბერძნულ ყაიდაზე და თვითმყობადობა შეინარჩუნა. (ღვთისმსახურების რიტუალი და სამხმიანი გალობა) ამ თვითმყობადობას ადრე თუ ბერძნები გვაყვედრიდნენ, დღეს უკვე ბერძნების იდეური მემკვიდრე, მოსკოვის საპატრიარქო და მათი ნების გამტარებელი „კაი კარტველები“ გვაყვედრიან.ამ წერილით წარმოვაჩინე ის, რაც ათას წელზე მეტი ხნის მანძილზე დაფარული-მიჩქმალული იყო - “არაფერი არ შეიძლება მუდმივად იყოს დაფარული” - ყველა ვინც რწმენაშია, უნდა იცოდეს რომ მცხეთის საყდარი, მხოლოდ პირველ ოთხ მსოფლიო საეკლესიო კრებას აღიარებდა და იმპერიულ “მართლმადიდებლობასთან” მიერთება VIII საუკუნეში განვითარებულმა საგარეო თუ საშინაო ფაქტორებმა (ქართლის უმოკავშირეოდ დარჩენა,726 წლის მანაზკერტის პროსომხური საეკლესიო კრება. ბიზანტიური მმართველობა დასავლეთ საქართველოსა და ტაო-კლარჯეთში.) განაპირობა და არა “ჭეშმარიტი მართლმადიდებლობისაკენ” მისწრაფებამ.(მცხეთის საკათოლიკოსოს ასეთი ქმედების სანაცვლოდ, ბერძენთა იმპერიამ სათავისო სარგებელი ნახა და გავლენის სფერო გაიფართოვა, ამას კი სულ რაღაც ათ წელიწადში რაც მოჰყვა, სკოლის მოსწავლისთვისაც კარგადაა ცნობილი). ასე რომ ყოველივე ბიზანტიურის სამართალმემკვიდრედ საკუთარი თავის ამღიარებელი რუსეთისაგან, აღარ უნდა გვაკვირვებდეს “უძღები შვილის” საკუთარ მკლავებში უპირობოდ “ჩახუტების” მოთხოვნა. და ბოლოს, ისევ თავგადაკლულთა გასაგონად ვიტყვი; რა მერე, რომ არ აღიარებენ “ძმანნი ჩუენნი ერთმორწმუნოენნი” აბხაზურ და ოსურ ეკლესიებს, განა ამ აღიარების გარეშე ვერ “უვლიან” ქართულ ტაძრებს?! ასე რომ მავანთაგან იმის ძახილი, რომ დედა რუსეთის ეკლესია, ძმური სიყვარულით არის გამსჭვალული ქართული ეკლესიის მიმართ, თვალში ნაცრის შეყრაა პატიოსანი მრევლის მიმართ და სხვა არაფერი.უფალი ბრძანებს “ხე ნაყოფით იცნობაო”. . . “ჩემმო ძვირფასსნნო”!!! რა საჭიროა პოზიორობა, არც თუ ცოტანი ხართ, ერისა თუ ბერის სამოსსში გახვეულნი, ადექით და ხმამაღლა ბრძანეთ რომ საქართველოს მომავალს “დედა” რუსეთის გარეშე ვერ ხედავთ. . . თბილისი 2010 წლის 7 მარტი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted May 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2010 7 ნოემბერი აბა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო ხო?დასასჯელი აბა ეს ხალხი. ხო ვარდების რევოლუცია არ იყო სახელმწიფო გადატრიალება?დაისაჯა ვინმე, თუ როგორც რუსები იტყვიან "ადინ რაზ ნე პიდარასტ"? ვარდების რევოლუციის დროს შევარდნაძემ გააყალბა არჩევნების შედეგები რომლის დროსაც სააკაშვილმა გაიმარჯვა და ეკუთვნოდა პრეზიდენტის პოსტი ხოლო 7-ნოემბერს რუსეთის ყოფილი უშიშროების მდივნის ბორის ბერეზოვსკის და კაგებეს აგენტის ბადრი პატარკაციშვილის მიერ სახლემწიფო გადატრიალების მცდელობა და ხელისუფლების ძალით ხელში ჩაგდება დაფინანსდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ierofant Posted May 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2010 (edited) shamili რამდენიც არ უნდა წერო და რამხელებიც, რუსეთმა ერთხელ გადაარჩინა საქართველო, ახლაც იფარავს და მომავალშიც გადაარჩენს ბინძური დასავლური კაპიტალისტური ექსპანსიისგან!!! Edited May 17, 2010 by ierofant Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted May 17, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2010 უნდა ვაღიაროთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და რუსეთი ჩვენი სტრატეგიული ეკონომიკური და სამხედრო მოკავშირე უნდა გახდეს! ეს უკვე უწყინარი რუსეთუმეობაც აღარ არის, სხვა სახელი ქვია ამას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted May 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2010 (edited) ვარდების რევოლუციის დროს შევარდნაძემ გააყალბა არჩევნების შედეგები რომლის დროსაც სააკაშვილმა გაიმარჯვა და ეკუთვნოდა პრეზიდენტის პოსტი ხოლო 7-ნოემბერს რუსეთის ყოფილი უშიშროების მდივნის ბორის ბერეზოვსკის და კაგებეს აგენტის ბადრი პატარკაციშვილის მიერ სახლემწიფო გადატრიალების მცდელობა და ხელისუფლების ძალით ხელში ჩაგდება დაფინანსდა მაიცა რა ეგეთები არ იყოს.თვით სააკაშვილი აღიარებს რომ რევოლუცია მოაწყო. ეს კი უკვე ყველა სასამართლოში დანაშაულის აღიარებად მიიღება.არ მოეწონა შევარდნადძეს გაყალბება?მერე ეჩივლა სასამართლოში, როგორც ეს ცივილიზირებულ ქვეყნებშია და როგოც ეხლა თვითო მიუთითებს.ასე არაა ეხლა ეს ამბე? პ.ს. აბა ეს რა გამოვიდა. ასე ყველა დაიჩემებს გაყალბებულიაო და რევოლუცია უნდა მოაწყოს, ნუ სახელმწიფო გადატრიალება? Edited May 17, 2010 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted May 17, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2010 შევარდნაძე დასამხობი იყო და დაამხეს კიდეც. ჯერ მარტო აფხაზეთის ამბები და ქვეყნის ესენგეში შეთრევა რომ ავიღოთ მარტო მაგიტომ იყო გინებით გამოსაგდები იმ პარლამენტიდან 23 ნოემბერს. ვის აქვს საწინააღმდეგო ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted May 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2010 შევარდნაძე დასამხობი იყო და დაამხეს კიდეც. ჯერ მარტო აფხაზეთის ამბები და ქვეყნის ესენგეში შეთრევა რომ ავიღოთ მარტო მაგიტომ იყო გინებით გამოსაგდები იმ პარლამენტიდან 23 ნოემბერს. ვის აქვს საწინააღმდეგო ? მაგაზე არ ვდავობთ. ქურდის ქურდი არაა ქურდი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.