Jump to content
Planeta.Ge

კიდევ ერთი მტკიცებულობა რომ ყველას ვკიდივართ.


Recommended Posts

დევიდ კრამერი

 

დაახლოებით თოთხმეტი თვის წინ, ამ გაზეთის ფურცლებზე მე ყველას ვაფრთხილები აშშ–ს და რუსეთს შორის „დიდი გარიგების“ შესახებ, რომლის მიღწევაც ობამას ადმინისტრაციას „გადატვირთვის“ ფარგლებში სურს; სტატიას ერქვა „გარიგება, მაგრამ არა დიდი“. მაგალითად, მე მაწუხებდა ის, რომ ობამას ადმინისტრაცია პრინციპის „რუსეთი უპირველეს ყოვლისა“ გამო, მოსკოვის მეზობლების საზიანოდ იმოქდებდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველაფერი კიდევ უფრო უარესადაა: ახლა ისინი მოქმედებენ პრინციპით „რუსეთი და მხოლოდ რუსეთი“ და ავიწყდებათ და მეტიც, ბედის ანაბარა ტოვებენ რეგიონის დანარჩენ ქვეყნებს.

ამის ყველაზე ცხადი მაგალითი ამ კვირაში გაჩნდა. თეთრმა სახლმა განმეორებით შეიტანა კონგრესში რუსეთთან ბირთვულ საკითხზე შეთანხმების პროექტი და თან დაურთო ცნობა იმის შესახებ, რომ საქართველოს სიტუაცია „ამიერიდან აღარ უნდა განიხილებოდეს როგორც ბარიერი“ კონგრესის მიერ ამ შეთანხმების განხილვის გზაზე. ბუშის ადმინისტრაციამ ამ დოკუმენტს, რომელსაც „შეთანხმება – 123“ უწოდეს, ჯერ კიდევ 2008 წლის მაისში მოაწერა ხელი, მაგრამ იმავე წლის აგვისტოში რუსეთის საქართველოში ინტერვენციის გამო, მასზე უარი თქვა. რუსეთის არმიას დღემდე ოკუპირებული აქვს სეპარატისტების მიერ დაპყრობილი ქართული რეგიონები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რითაც ღიად არღვევს ქვეყნებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს; ასევე ორივე რეგიონში, რომლებიც მოსკოვმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა ბაზების მშენებლობაა გაჩაღებული. სიტუაცია კვლავ დაძაბულია, და ნებისმიერ მომენტში შეიძლება ხელახლა აფეთქდეს.

 

სხვა საქმეა – კონგრესში „შეთანხმება – 123“–ის ხელახლა შეტანა იმის აღნიშვნით, რომ აშშ–ს საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთთან სერიოზული უთანხმოება აქვს. ამის ნაცვლად „პირდაპირ“ ითქვა, რომ საქართველოს სიტუაცია ამიერიდან რუსულ–ამერიკული ურთიერთობების განვითარების გზაზე დაბრკოლებას აღარ წარმოადგენს და ამით ადმინისტრაციამ ქართველები ფაქტობრივად ბედის ანაბარა მიატოვა, ხოლო რუსეთს საზღვრისპირა რაიონებში მომდევნო პროვოკაციებისთვის „მწვანე შუქი“ აუნთო.

 

ანალოგიურ შეშფოთებას იწვევს, ობამას ადმინისტრაციის დაინტერესება ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირებაზე შეთანხმების (CFE) რესტავრაციით, რომლის მხარდაჭერაზეც 2007 წლის ბოლოს რუსეთმა უარი განაცხადა. ბუშის ადმინისტრაციის ყველა ძალისხმევის მიუხედავად, რათა დაერწმუნებინა ალიანსის მოკავშირეები და ზემოთხსენებული შეთანხმების მონაწილეები დაეკმაყოფილებინათ რუსეთის ინტერესები, მოსკოვმა უარი თქვა საქართველოდან და მოლდავეთიდან ჯარების გაყვანის შესახებ 1999 წელს აღებული ვალდებულების შესრულებაზე. არცერთ ამ ქვეყანას საკუთარი ტერიტორიების ოკუპაციაზე რუსეთისთვის თანხმობა არ მიუცია, მაგრამ მას შემდეგ რაც რუსეთი საქართველოს თავს დაესხა, ყველაფერი გაუარესდა. მანამდე რუსეთს გაუქმებას დაქვემდებარებული მხოლოდ ერთი ბაზა გააჩნდა გუდაუთაში, ახლა კი საქართველოს ტერიტორიაზე მას გაცილებით მეტი სამხედრო და საბრძოლო მასალა აქვს (ხოლო მოლდავეთიდან რუსეთის არმია აშკარად არსად წასვლას არ აპირებს).

 

მოსკოვთან გამაღიზიანებელი ფაქტორებისგან გათავისუფლების სურვილით ობამას ადმინისტრაცია ჩააბარებს საქართველოს და მოლდავეთს, შეწყვეტს რა ამ ქვეყნებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების გაყვანის მოთხოვნას, თუ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ურღვევ პრინციპად იმის მიჩნევით, რომ ოკუპირებული ქვეყნის მთავრობასთან შეთახმება აუცილებელია, განიარაღებაზე შეთანხმების რეჟიმის აღდგენის მცდელობას სწორედ რუსეთის დარწმუნებისთვის გამოიყენებს დატოვოს საქართველო და მოლდავეთი?

 

როგორც ობამას, ასევე აშშ–ს სხვა მაღალჩინოსანებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ არ აღიარებენ რუსეთის „გავლენის სფეროს“ უფლებას, მაგრამ ქმედებები (ისევე როგორც უმოქმედობა) განცხადბებზე მეტს მეტყველებენ. არსებობს მოსაზრება, რომ ობამა მის „მეგობარსა და პარტნიორს“ დიმიტრი მედვედევს ნებისმიერი სხვა ქვეყნის მეთაურზე ბევრჯერ შეხვდა და მასთან ხშირად კონტაქტობს; ბოლოს ეს ამ ხუთშაბათს მოხდა. ობამამ უნდა გამოიყენოს ეს უამრავი შესაძლებლობა, რათა მკაფიო სიგნალები გასცეს: რუსეთის აგრესია მისი მეზობლების მიმართ და მათი ტერიტორიების ოკუპაცია მიუღებელია. ასევე მან „მეგობრები და პარტნიორები“ რეგიონის სხვა ქვეყნებშიც უნდა გაიჩინოს; ზოგიერთ იქაურ ლიდერთან, შესაძლოა მოლაპარაკება არც ისე იოლია, იმავდროულად დემოკრატიის იდეალებისა და ადამიანის უფლებების მხრივ ისინი იდეალურები არ არიან, მაგრამ ამ მხრივ იდეალური არც მედვედევია და არც რუსეთის პრემიერ–მინისტრი ვლადიმერ პუტინი.

 

სტატიის ავტორი მარშალის ფონდში მიწვეული უფროსი მეცნიერ–თანამშრომელია ტრანსატლანტიკურ საკითხებში, მანამდე კი უმცროსი ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში იგი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწედ მუშაობდა. სტატიაში გამოთქმულია მისი პირადი მოსაზრებები.

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 75
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Popular Days

Top Posters In This Topic

Posted Images

მაგ აბორიგენის იმედი არც მქონდა და არც მაქვს მხოლოდ ევროპის დახმარების იმედი უდნა გვქონდეს და არა ამერიკის სანამ პრეზიდენტი აბორიგენი ობამაა ამერიკის იმედი არ უნდა გვქონდეს
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

ასეთი რამის წაკითხვისას უწინ გავოცდებოდი, შევძრწუნდებოდი და მუშტს შევკრავდი სიმწრისგან, მაგრამ ახლა უკვე რეაქცია აღარ მაქვს... ჯერ ერთი იმიტომ რომ უკვე არახალია, მეორეც - გამოთქმა გამიგია ერთი, არასდროს ინერვიულო ისეთ რამეზე რასაც უკვე აღარ ეშველება, ან პირიქით, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენსო...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

მაგ აბორიგენის იმედი არც მქონდა და არც მაქვს

უძახეთ ეხლა შავტრაკა და აბორიგენი. მაგით რა იცვლება.

მხოლოდ ევროპის დახმარების იმედი უდნა გვქონდეს

დარჩა ევროპაში თუნდაც ერთი ქვეყანა რომელიც მხარს გვიჭერს? მთლიანობაზე ხომ საერთოდ საუბარი ზედმეტია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დარჩა ევროპაში თუნდაც ერთი ქვეყანა რომელიც მხარს გვიჭერს? მთლიანობაზე ხომ საერთოდ საუბარი ზედმეტია.

კი, რუსეთი :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

 

უძახეთ ეხლა შავტრაკა და აბორიგენი. მაგით რა იცვლება.

 

დარჩა ევროპაში თუნდაც ერთი ქვეყანა რომელიც მხარს გვიჭერს? მთლიანობაზე ხომ საერთოდ საუბარი ზედმეტია.

 

 

ჩმორი ევროპელებიც რუსების მონები ხდებიან ნელნელა მაგრამ ევროპა მხარს გვიჭერს პოლონეთი ინგლისი ბალტიის ქვეყნები

მაგრამ ჩვენ ჩვენი თავის იმედი უდნა გვქონდეს რუსებთან ბრძოლაში და როცა საქმეს დაჭირდება უნდა ვიომოთ სხვა გზა არ არის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მართალია ფრიდრიხი, სანამ ამერიკის პრეზიდენტი ობამაა, ამერიკის იმედი არ უნდა გვქონდეს.

დღესდღეობიტ ბრიტანეთზე უნდა ავიღოთ ორიენტაცია.

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერი, კონსერვატორი დევიდ კემერონი ყველაზე დიდი ანტირუსია ცხონებული ლეხ კაჩინსკის და მაკკეინის შემდგომ

Edited by shamili
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გეუბნებით მე თქვენ გამოვუცხადოთ ომი ბრიტანეთს და ეგრევე დავნებდეთ მეთქი ოღონდ ერთი პირობით - ფიფა და უეფაში სტატუსები შეგვინარჩუნდეს. სუვერენიტეტს და კონსტიტუციას მიაკვტა ძაღლი სულში...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგ აბორიგენის იმედი არც მქონდა და არც მაქვს მხოლოდ ევროპის დახმარების იმედი უდნა გვქონდეს და არა ამერიკის სანამ პრეზიდენტი აბორიგენი ობამაა ამერიკის იმედი არ უნდა გვქონდეს

 

წინა პრეზიდენტი ხომ მაგრად დაგვეხმარა რა. მაგის წყალობითაა ეხლა ამხელა ტერიტორია რომ წაგვართვეს რუსებმა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მართალია ფრიდრიხი, სანამ ამერიკის პრეზიდენტი ობამაა, ამერიკის იმედი არ უნდა გვქონდეს.

დღესდღეობიტ ბრიტანეთზე უნდა ავიღოთ ორიენტაცია.

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერი, კონსერვატორი დევიდ კემერონი ყველაზე დიდი ანტირუსია ცხონებული ლეხ კაჩინსკის და მაკკეინის შემდგომ

 

აუცილებლად ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრის მხარდაჭერაც გემახსოვრება ჩვენს მიმართ ლავროვთან მისი კამათიც ჩვენს შესახებ

ინგლისის იმედი აუცილებლად უნდა გვქონდეს და გავარღმავოთ თანამშრომლობა ევროპის ძლიერ ქვეყნებთან ინგლისი საფრანგეთი გერმანია იტალია ესპანეთი

 

იტალია დაკავშირებულია კორუფციული-პოლიტიკური-კაგებეს კავშირებით რუსეთთან მათი იმედი ა რუნდ აგვქონდეს

 

გერმანია დაკავშირებულია კორუფციული-პოლიტიკური-კაგებეს კავშირებით რუსეთთან მათი იმედი არ უნდა გვქონდეს

 

საფრანგეთი დაკავშირებულია კორუფციული-პოლიტიკური კავშირებით რუსეთთან მათი იმედი არ უნდა გვქონდეს

 

 

ინგლისი პირველი იყო ვინც გამოუცხადა ომი გაზზპრომის იმპერიას და გადაწყვიტა ევროპა გაანთავისუფლოს რუსეთის ენერგო მატარებლების გავლენისგან და ხელი შეუშალოს ევროპის მონად ქცევას ამ იდეას და ბრძოლას მხარს უჭერს ესპანეთი შესაბამისად ყველაზე დიდი იმედი უნდა გვქონდეს ინგლისის და ესპანეთის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წინა პრეზიდენტი ხომ მაგრად დაგვეხმარა რა. მაგის წყალობითაა ეხლა ამხელა ტერიტორია რომ წაგვართვეს რუსებმა.

 

მაგის წყალობითაა ქართველების თავებით ფეხბურთს რომ არ თამაშობდნენ რუსეთის ფედერალური ძალების ოფიცრები

მაგის წყალობითაა რომ თბილისში ვერ შემოვიდნენ რუსეთის ფედერალური ძალები

მაგის წყალობითაა რომ საქართველოს არმიამ გაიარა ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმები და უკვე ძალუძს მტერთან ბრძოლა ქვეყნის ღირსების დაცვა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კიდევ ერთი მტკიცებულობა რომ ყველას ვკიდივართ

http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif

post-1231-1274094728_thumb.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბრიტანეთის დაინტერესება განსაკუთრებით ადვილია კავკასიის რეგიონით ნავთობის თემით, ბრითიშ პეტროლიუმის ამბავში. ბრიტანელი კონსერვატორები იმპერიალისტები არიან და არ გაუშვებენ ხელიდან იმის შანსს რომ კავკასია რუსეთს წაგლიჯონ და ბოლო ბოლო შეიძლება საქართველოში სამხედრო ბაზებიოს გახსნასაც დათანხმდნენ. მით უმეტეს რომ არანაირი საფრთხე რუსების მხრიდან ბრიტანეთს არ და ვერ ემუქრება და არც საერთო ინტერესები გააჩნიათ.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგის წყალობითაა ქართველების თავებით ფეხბურთს რომ არ თამაშობდნენ რუსეთის ფედერალური ძალების ოფიცრები

მაგის წყალობითაა რომ თბილისში ვერ შემოვიდნენ რუსეთის ფედერალური ძალები

მაგის წყალობითაა რომ საქართველოს არმიამ გაიარა ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმები და უკვე ძალუძს მტერთან ბრძოლა ქვეყნის ღირსების დაცვა

 

აბა, თურმე ბუშის იმედათ ვყოფილვართ ქართველები საუკუნეების განმავლობაში.

თუმცა გამახსენდა აგვისტოს ომის დროს აშშ დახმარება რომ მოგვადგა ბათუმში. ეღტი გემი პრეზერვეტივებით დატვირთული, ეს ალბათ ავადმყოფობა რომ არ გავრცელებულიყო იმ მიზნით.

სანამ ცოცხალი ღმერთების ძებნას არ მოეშვებით და ოკენამიღმა დახმარების ძებნას იქამდე ვიქნებით ასე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...