Jump to content
Planeta.Ge

ქართველი ერის აუცილებელი სამოქმედო გეგმა


Recommended Posts

shamili

მე აქ რაც მიწერია ყველაფერი მჯერა და მწამს რომ მიიღწევა.

კარგია თუ გჯერა. მესამე პუნქტის გარდა ვერაფერში დაგეთანხმები, მეტიც

იმ შემთხვევაში თუ სააკაშვილი დაიწყებს მოლაპარაკებებს ( გარდა ჟენევის ფორმატისა ) რუსეთის ხელისუფლებასთან საქართველოს სრულ, უპირობო დეოკუპაციამდე :

 

უნდა შეიკრიბოს სრულიად ქართველი ერი და დაიწყოს ანტისახელისუფლებო გამოსვლები, პრეზიდენტისა და ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით. უნდა შეიქმნას ანტისაოკუპაციო, ანტირუსულ ძალთა ეროვნული გაერთიანება, რომელიც წარმართავს აქციებს. აქციებზე მისვლის უფლება არ უნდა მიეცეთ ქართულ კოლაბორაციონისტულ პოლიტიკურ სპექტრს ( ნოღაიდელი, ბურჯანაზე, ალასანია, ძიძიგური, დავითაშვილი, ნათელაშვილი და სხვები ), აქციაზე მოსვლის უფლება არ უნდა მივცეთ იმ პოლიტიკურ ძალებს რომლებიც საქართველოს სრულ, უპირობო დეოკუპაციამდე ემხრობიან რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას და არ ემხრობიან რუსეთის იმპერიის და რუსული ოკუპაციის მიმართ უკიდურეს კონფრონტაციულ პოლიტიკას. უნდა შეიქმნას ანტისაოკუპაციო, ანტირუსულ ძალთა ეროვნული გაერთიანების წარმომადგენლობითი ორგანო, რომელმაც უნდა აწარმოოს ანტისახელისუფლებო გამოსვლები. აქციები ანტისახელისუფლებო ხასიათის გარდა უნდა იყოს ანტისაოკუპაციო ხასიათის და აქციაზე ხელისუფლების გადადგომასთან ერთად უნდა იყოს უპირობო, სრული დეოკუპაციის მოთხოვნა.

ანტისახელისუფლებო აქციები უნდა ატარებდეს ანტირუსულ ხასიათს და სააკაშვილი ხელისუფლებიდან გაშვებულ უნდა იქმნეს ანტირუსული კუთხით, როგორც პრეზიდენტი, რომლის დაპირისპირება რუსულ ოკუპაციასთან არ არის საკმარისად პრინციპული და საკმარისი ხარისხის.

 

სააკაშვილის გადადგომის შემდეგ ქვეყანაში უნდა უნდა გამოცხადდეს საგანგებო სამხედრო მდგომარეობა ( რის გაკეთებასაც სააკაშვილის ხელისუფლებას უშედეგოდ მოვუწოდებთ ), აღმასრულებელი ხელისუფლება უნდა ჩაიბაროს გაერთიანებულმა შტაბმა, საკანონმდებლო ხელისუფლება ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე უნდა ჩაიბაროს ანტირუსულ, ანტისაოკუპაციო ძალთა ეროვნული გაერთიანების წარმომადგენლობითმა ორგანომ.

 

უნდა შეიქმნას უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობა, რომელიც ერთდროულად იდგება აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, თავდაცვის სამინისტროზე, შინაგან საქმეთა სამინისტროზე, უშიშროების სამინისტროზე, გაერთიანებულ შტაბზე მაღლა და გააკონტროლებს ერთდროულად ამ ყველა უწყებას.

 

სრულიად ქართველი ერის სახელით უნდა გაეგზავნოს თხოვნა ბატონ ჯონ მალხაზ შალიკაშვილს, რათა ჩამოვიდეს და ჩაიბაროს საქართველოს უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობა.

 

აღმასრულებელი ხელისუფლება უმაღლეს მთავარსარდალთან ერთად უნდა ჩაიბაროს გაერთიანებულმა შტაბმა

სრული უტოპიაა.................

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...