planetanews Posted May 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 „ალიანსის“ გარკვეული პროექტები, მაგალითად სოციალური და თუნდაც მეწარმეობის განვითარებასთან დაკავშირებული პროგრამა რეალური და მისაღებია. მისი რეალიზაციის შემთხვევაში გარკვეული ეკონომიკური ეფექტის მიღება შესაძლებელია. რაც შეეხება ქრისტიან-დემოკრატების აბსურდულ დაპირებებს. რატომ არ უნდა მომწონდეს უფასო წყალი და დაბალი ფასები გაზზე და დენზე, მაგრამ ეს რომ არარეალურია მათ თავადაც კარგად იციან. ის რომ ისინი თავისი არარეალიზებადი ეკონომიკური პროგრამის პრომოუშენს აგრძელებენ ეს ქრისტიან-დემოკრატების საარჩევნო კამპანიის არაკეთილსინდისიერებაზე მიუთითებს. არიან პარტიები, რომლებსაც საინტერესო ეკონომიკური პროგრამები აქვთ, მაგრამ ამ პოლიტიკურ ციკლში არ მონაწილეობენ. რაც შეეხება ხელისუფლების დაპირებებს, ისინი ხშირ შემთხვევაში საზოგადოებას ისეთ რამეებს პირდებიან, რისი გაკეთებაც დღემდეც შეეძლოთ. შესაბამისად, ხელისუფლების მისამართით ჩნდება კითხვა - დღესაც ხელისუფალი ხარ და რატომ არ აკეთებ იმას, რის გაკეთებასაც ხალხს არჩევნების შემდეგ პირდები?“ „ინტერპრესნიუსი“ View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts