planetanews Posted May 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 „ალიანსი საქართველოსთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა კრწანისში სოფიო ხორგუანმა ამომრჩეველს სიურპრიზი მოუმზადა. ჭრელ აბანოებთან, სკვერში, ფერად-ფერადი ფოტოები გამოფინეს – საარჩევნო კამპანიის დროს ფოტოხელოვან ნანა ბუნტურის თვალით დანახული კრწანისის მოსახლეობა: თავისი პრობლემებით, დანგრეული სახლებით და გზებით, ტკივილით და სიხარულით. სტენდებსა და თოკებზე, სარეცხის სარჭებით დამაგრებული სურათებიდან დღევანდელი თბილისი ჩანს. სოფიო ხორგუანისთვის თითოეული მათგანი ნაცნობია, ის უკვე მათი ოჯახის წევრია. „მეც კრწანისელი გავხვდი, ამ ხალხის პრობლემები ჩემი პრობლემებია, მე თბილისი ამ ხალხთან ერთად მიყვარს“, – ამბობს სოფიო. გამოფენას გაზაფხულის წვიმამაც ვერ შეუშალა ხელი. ფოტოებს მასზე გამოსახული ადამიანებიც ათვალიერებდნენ; ზოგმა მეზობელი იცნო – უბნის კოლორიტი, ზოგისთვის სახლი და უბანი აღმოჩნდა მახლობელი. იმპროვიზებული გამოფენა ოჯახის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts