planetanews Posted May 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 „ალიანსი საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია სოფელ დიღმის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. შეხვედრაზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით ზალკალიანიც იმყოფებოდა. ირაკლი ალასანიას განცხადებით, ამ სოფელში მოუწესრიგებელია გზები, წყალი გრაფიკით მიეწოდება მოსახლეობას. ასევე, მისი თქმით, სოფელი დიღმის მოსახლეობის მთავარ პრობლემას მიწის დაკანონება წარმოადგენს. „სოფელ დიღმის მოსახლეობა, ძირითადად, დაკავებულია მიწათმოქმედებით და ეს არის ძალიან კარგი. თუმცა, მათ ჯერ კიდევ არა აქვთ მფლობელობაში გადაცემული მიწები, რომლებსაც წლების განმავლობაში ამუშავებენ. ეს არის არასამართლიანი მიდგომა მოსახლეობის მიმართ და სწორედ ამის გამოსწორებას ვაპირებთ პირველ რიგში. ამდენი ხნის განმავლობაში ამ ადამიანებს ჰპირდებოდნენ მიწების დაკანონებას, თუმცა ამაოდ“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. დავით ზალკალიანი სოფელ დიღმის მოსახლეობას, მისი მაჟორიტარ დეპუტატად არჩევის შემდეგ, ყველა იმ პრობლემის მოგვარებას დაპირდა, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებთ. http://iraklialasania.ge/?p=1142 View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts