Jump to content
Planeta.Ge

ქართველი პოლიცია იარაღის დაყრას არ აპირებს


Recommended Posts

ქართველი პოლიცია იარაღის დაყრას არ აპირებს

 

"არც ერთი ქართველი პოლიციელი იარაღი ჩაბარებას არ აპირებს, ისინი ქალაქ ზუგდიდში რჩებიან და თავის მოვალეობის შესრულებას განაგრძობენ", - განაცხადა შსს-ს ანალიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე.

 

უტიაშვილის განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობდა ქვეყნის ტერიტორიის დაბომბვა.

 

ქალაქ გორს რამდენიმე ათეული თვითმფრინავი ბომბავდა. დაზიანებულია ქალაქ გორის ცალკეულ ობიექტები. დაბომბვების შედეგად მსხვერპლი და დაჭრილები არ არიან.

 

დაიბომბა თბილისის შემოგარენი. ერთ-ერთი სამიზნე თბილისის აეროპორტის სარადარო სისტემები წარმოადგენდნენ. უტიაშვილის განცხადებით, ამ დროისათვის აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

 

შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის თქმით, ქართული პოლიცია ცხინვალის სამხრეთით პოზიციებს ამაგრებს.

 

"ჩვენ გამოვედით კონფლიქტის ზონიდან, თუმცა ვიცავთ კონფლიქტის ზონის მიმდებარედ არსებულ ყველა სოფელს. ქართულ ჯარებზე ხორციელდება საავიაციო და საარტილერიო დარტყმები. ამ ეტაპზე დაჭრილები და დაღუპულები არ არიან", - განაცხადა უტიაშვილმა.

 

უტიაშვილის თქმით, კოდორის ხეობაში რამდენიმე იერიში განხორციელდა, ყველა შტურმი მოგერიებულია.

 

http://itnexclusive.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...