planetanews Posted May 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 16, 2010 დღეს, “ალიანსი საქართველოსთვის” მერობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ თბილისის, ზღვაზე კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების საცხოვრებელი პირობები დაათვალიერა. ირაკლი ალასანიას განცხადებით, აღნიშნულ ობიექტზე ჩასახლებულ დევნილებს ბევრი პრობლემა აქვთ, მათ შორის დასაქმებისა და სოციალური უზრუნველყოფის. მისივე თქმით, ხელისუფლებას თითქოს პასუხისმგებლობა აქვს მოხსნილი დევნილებზე, განსაკუთრებით კი თბილისის ზღვაზე კორპუსებში მცხოვრებ ხალხზე, რომლებსაც არ გააჩნიათ ელემენტარული საცხოვრებელი პირობები. თბილისის მერობის კანდიდატის ირაკლი ალასანიას განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ის დევნილებზე აუცილებლად იზრუნებს. „ხელისყფლებას არ აქვს ნება, სურვილი, რომ ამ ადამიანებზე იზრუნოს. ჩვენ ვპირდებით, რომ გამარჯვების შემთხვევაში, მერის პირდაპირი პასუხისმგებლობა მათი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება იქნება“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. ნახეთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts